საპროჭეთ ურდოს მცირე ისტორიული მიმოხილვა...
შიგ დედის ქუნქურში
ზურაბ მეძველიას პოსტია
https://facebook.com/story.php?story_fbid=1...7&id=1309061523აი არანაირად არ მინდა სხვა დროში ცხოვრება - არც ბრაიანჯონსიანი როლინგების კონცერტებზე მინდა, არც დარტანიანთან მინდა და იმის იქით ხო არ მინდა და არ მინდა. მოიცა რა, ამტკივდება მაგალითად კბილი და რა მელის, კაცმა არ იცის. ამეხევა სიფათი
მაგრამ, ეჰ რა დრო იყო-მეთქი, ხანდახან მეც ვიცი დაწუწუნება. ცხადია იმაზე არა, რა გლიასე იყო და 37 მანეთი

აი მაგალითად იმ დროზე, როცა ჰოლივუდში ბატონი რონალდ რეიგანი აკონტროლებდა, რომ იქ რამე მოსოციალისტო მოკომუნისტურს ფრთები არ გაეშალა.
ან მთლად ასი წლის წინანდელ ამერიკაზე, სადაც მომავალში ეფბიაის პირველი შეფი ედგარ ჰუვერი ჯერ იუსტიციის სამინისტროს დაზვერვის უფროსი იყო.
ეს რა დროა და ის დროა, როცა რუსეთი ბოლშევიკებმა ჩაიგდეს ხელში და იქ, ამერიკაში, ბევრი იყო რუსეთის იმპერიიდან ისეთი ემიგრანტი, სწორედ ცარიზმს რომ გაექცა. ჰოდა ეს იქიდან მონაბერი ქარძნები მუწებს და რამე აიტაცეს ამათ და სრულიად ლევაკობამ - აქაც ეგრე უნდა იყოსო და დაიწყო ამ ბაცილამ გავრცელება. თან ბლომად ტერაქტებით. მაგალითად, 1919 წლის 2 ივნისს ერთდროულად 8 ქალაქში აფეთქდა ბომბი, მათ შორის ერთი ფრანკლინ რუზველტის სიახლოვეს, ერთმა კი იუსტიციის მინისტრის სახლი დააზიანა.
მაგრამ მაგ დროს ჰუვერი იყო 24 წლის, ჰქონდა ძალაუფლება, კანონი შპიონაჟის შესახებ და კიდევ ორიოდ ეგეთი კანონი, 150 ათასი დოსიე ლევაკებზე და იუსტიციის მინისტრ პალმერის მხარდაჭერა. მარტო ერთ დღეში 4 ათასი კაცი ჰყავს დაჭერილი სოციალისტური და კომუნისტური ოფისების ჩამოვლით.
და მერე ამ დაჭერილებში სადაც უცხოელს ნახავდნენ, ყველას იალა - დეპორტაცია.
249 კაცი ამ დაჭერილი ლევაკებიდან იყო რუსეთიდან. ჰოდა, 1919 წლის 21 დეკემბერს დასვეს ეს 249 კაცი ორთქმავალ "ბაფორდზე" და გაუშვეს ნახუი, შიგ სამშობლო დედის ძუძუიში.
ვინაიდან მაშინ აშშ-ს და ბოლშევიკურ რუსეთს დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონდათ, ზუსტად სად მივიდოდა ეს გემი, ბოლო მომენტამდე კაცმა არ იცოდა. ჯერ თითქოს ლატვიაში, მაგრამ არ გამოვიდა და 28 დღის მერე გადასხეს ეს ხალხი ფინეთში. ფინეთს, ცხადია, მაშინაც ომი ჰქონდა რუსეთთან და მატარებლით საჩქაროდ მიიყვანა ესენი საზღვართან და გადასცა უკვე ინფორმირებულ და ამით გახარებულ საბჭოთა დელეგაციას. საზეიმო ორკესტრი და რამე საზღვრის აქეთა მხარეს. ტავარიშჩი!!!
ამ 249 კაცს შორის ბოლშევიკები განსაკუთრებით იმ ორს ელოდნენ, ქვემოთ, ფოტოზე რომ არიან: ემა გოლდმანი, ვისაც ჰუვერი ამერიკისთვის ყველაზე საშიშ ქალად მიიჩნევდა და მისი ნაშა ალეკსანდრ ბერკმანი - კომუნოანარქისტი, ტერორისტი, ვინც რუსეთიდან ამერიკაში ჩასვლის მერე ჯამში 15 წელი იჯდა, ვინც ბოლშევიკურ გადატრიალებას "ჩემი ცხოვრების უბედნიერეს მომენტს" უწოდებდა, ბოლშევიზმს კი - "ადამიანის სულის ყველაზე ფუნდამენტალური სურვილის გამოხატულებას".
ჰოდა იმ დღესაც, როცა მან და მისმა ნაშამ ისევ დადგეს ფეხი რუსეთის ამჯერად უკვე მათ საოცნებო ბოლშევიკურ მიწაზე, ბერკმანმა "ჩემი ცხოვრების უდიდესი დღე" უწოდა - ციხიდან რომ გამოვედი 14 წლის მერე, იმასაც ჯობიაო.
გააქანეს პეტროგრადში, შეხვდნენ ლენინს, დაგეგმეს რევოლუციის მუზეუმის გაკეთება და გაეშურნენ მთელ ქვეყანაში ამ მუზეუმისთვის მასალის შესაგროვებლად. და რაც იქ ნახეს... გა-მო-სირ-დნენ. რაის ქარძნები მუწებს ბიჯო, დედა აქ ყველას და ყველაფერს მოხნული და ხმას ამოიღებ და ეგრევე ტყვია შუბლში.
და რა ქნეს ამ ამერიკის შემზანზარებლებმა? აი ჰუვერი რომ ეგონათ მონსტრი? დარჩნენ რუსეთში და იბრძოლეს მისი გაკეთილშობილებისთვის? ცხადია, სასწრაფოდ გააფსეს იქიდან.
გერმანია, მერე საფრანგეთი. ნიცაში ცხოვრობდა ბოლოს ეს ბერკმანი. დედაკაცს კი მთელი ევროპული ლევაკობა ეთაყვანებოდა თავიდან. მაგრამ... ტრიბუნასთან მისულს მქუხარე ტაშით ხვდებოდნენ, მაგრამ ეს სტალინის დიქტატურაზე და რუსეთში ბოლშევიკური იდეალების ღალატზე იწყებდა ლაპარაკს და დუმილით აცილებდნენ. ჰერბერტ უელსები, ბერტრან რასელები და ეგეთები.
"რევოლუციის მცველისგან ჩეკა იქცა ყველაზე საშინელ ორგანიზაციად, რომლის სისასტიკე და უსამართლობა მთელ ქვეყანაში შიშს თესავს" - წერდა ბერკმანი. "მე ვნახე ბოლშევიკური სახელმწიფო, რომელიც ყველას და ყველაფერს თრგუნავს, ამცირებს და რყვნის" - წერდა ქალბატონი ემა, რომელიც მთელი დარჩენილი ცხოვრება ამერიკაში დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ამას მხოლოდ სიკვდილის მერე მიაღწია, როცა მისი იქ დამარხვის უფლება გასცა საემიგრაციო სამსახურმა.
რავი, ამერიკის გაბოლშევიკება კი გინდოდათ?
მოკლედ,
ეჰ, რა დრო იყო - გემზე და ნახუი, ა ტამ უჟე სამი რაზბირაიუცსა ბლიაძ ყლივაკი იობანნიე, როგორც ჯონ ედგარ ჰუვერი იტყოდა


ყლ#ვაკები