ლევან ბერძენიშვილს აქვს გადაცემა "წიგნები" რადიო შოკოლადზე, მოგეხსენებათ
და ერთ-ერთ გადაცემაში მიშელ უელბეკის ჯერ არ გამოსულ წიგნზე ისაუბრა,
რომანს ქართულად ჰქვია "დანებება"
ეს ის წიგნია, რომლის პრეზენტაციასაც აპირებდა ავტორი სწორედ იმ დღეს, როცა შარლი ებდოს რედაქციაზე თავდასხმა მოხდა, ტერაქტის გამო შეწყვიტა კამპანია და სადღაც გადაიხვეწა
რა ხდება ამ რომანში თურმე
საფრანგეთის მოქალაქე მუსულმანი ქვეყნის პრეზიდენტი ხდება და მის მიერ გატარებული პოლიტიკის კვალობაზე, საფრანგეთი აღმოაჩენს, რომ მან დაკარგა თავისუფლება
რატომ და როგორ მოხდა ეს - ამაზეცაა, ალბათ
ეს შესაძლებელია მოხდესო, გვეუბნება ავტორი და ბერძენიშვილი, ვერც წიგნი და ვერც ავტორი ამის წინააღმდეგ ვერაფერს გააწყობენ და თუ ეს ასე მოხდა, ჩვენ ისღა დაგვრჩენია გავითვალისწინოთ, შევეგუოთ, მომზადებული შევხვდეთ ამ კოშმარსო
დასცინა მოძრაობას "მე არ ვარ შარლი"
ისევე, როგორც ჩომბემ - კტო ბი სამნევალსაო
ეგ არაფერი
რა მიკვირს იცით?
ნუთუ გულუბრყილო ევროპას ჰგონია, რომ სიტყვის თავისუფლებით, ლიბერალიზმით და ა..შ.
გადახარშავს, "მოარჯულებს", გაასეკულარისტებს და გაალიბერასტებს საფრაგეთის მაჰმადიან
მოქალაქეებს?
რომ თუკი მუჰამედს გააშარჟებ - ამით მის მიმდევრებს სიტყვის თავისუფლების ფასს გააგებინებ?
მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს
მე კარგად მესმის, რასაც გულისხმობს "მე ვარ შარლი", თუ სეკულარულ ფარისევლებს ჩამოვაცილებთ -ჩემს სიმპათიასაც იწვევს ეს ერთსულოვნება
მაგრამ მაინც სახიფათო გულუბრყვილობაა ეს
და არც უელბეკი უნდა ეგუებოდეს იმას, რასაც გვიხატავს თავის რომანში
სწორედ ის ფასეულობები, რაც დემოკრატიულ ევროპას აძლიერებს თითქოს, მუსლიმანურ სამყაროსთან ახლო ურთიერთობისას აღმოჩდა მისივე სისუსტე
ასწავლეს ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ერაყელ ახალგაზრდებს ამერიკულ სკოლებში თვითმფრინავის მართვა (ისწავლონ ბიჭებმა, უფრო გაჩვენიანდებიან) - ამათ კი გაიტაცეს თვითმფრინავები და მანჰეტენზე "ტყუპებს" შეასკდნენ
მთელს ევროპაში მცირდება ქრისტიანული ეკლესიების რაოდენობა და პარალელურად მატულობს
მუსულმანური სამლოცველოების რიცხვი
Le Pen ?
დაგვიანებული მგონია
ასე, რომ - "შარლი", ემზადე კოშმარისთვის
This post has been edited by crocodile on 30 Jan 2015, 00:59
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)