ბევრს ჰგონია მასე. მაგრამ ახლა მომისმინე ყურადღებით:
29 წლის წინ ვანში ტარდებოდა საქართველოს მოსწავლეთა პირად-გუნდური პირველობა.
საფეხბურთო კლუბ ვანის სულორის საერთო საცხოვრებელში ვიყავით განთავსებული.
ჰოდა, ერთ საღამოს მოდის ტიპი, იქცევა გამომწვევად, ნასვამიც იყო.
აღმოჩნდა, რომ ვანის სულორის 19 წლამდელთა მწვრთნელია, ფეხბურთელი.
ნუ, ქართველი, გინდ მოჭადრაკე იყოს, მწვრთნელი იქნება თუ მშობელი სმაზე უარს იტყვის?
ჰოდა, ნასვამმა მოჭადრაკეებმა უთხრეს იმ ფეხბურთელს ასე:
"ფეხბურთი რა სპორტია? 22 პლუს კიდევ 3 (მსაჯები) ნახევრად შიშველი მამაკაცი დასდევს ერთ გაბერილ ტყავსო!
შეგვირცხვენია მოჭადრაკე, ფეხბურთელს ფეხბურთს თუ ვერ მოუგებსო".
რესტორანზე დადეს ნიძლავი და მეორე დღეს ვითამაშეთ მოჭადრაკეებმა და ფეხბურთელებმა ... ფეხბურთი.
40 წუთიანი 2 ტაიმი დამთავრდა 14:13 მოჭადრაკეების სასარგებლოდ.

აი, ასეთი სპორტია ჭადრაკი, მოჭადრაკეობას ტვინიც უნდა და ფიზიკური მომზადებაც.
This post has been edited by Denmark on 28 Apr 2015, 19:31