#43441934 · 14 Jan 2015, 00:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
GogonaParalelepipedidan
გილოცავ დაბადების დღეს!
ახალი დღე ფოთლიდან ჩამოსრიალებული წვიმის წვეთივით შემოიპარა ღია სარკმელში.. ერთი კი გაიბრწყინა და მარადისობის საუკუნო ნაწილად იქცა.. და შენც მის მსგავსად შემოიჭერი ფორუმზე 2012 წელს.. თან შემოგყვა მეტი იმედი,მეტი ემოცია,მეტი სიგიჟე..ხალისი და ბედნიერების ნანატრი გრძნობა.. მაგრამ მოხდა ის რამაც შეარყია სპილოს ზურგზე შემოდებული დედამიწა..ჩამოწვა სიბნელე და გაქრა იმედი.. კაცობრიობამ თითქოს ერთბაშად დაკარგა რწმენა,დაკარგა კაცი,მაგრამ რა კაცი..გიული ჯიპიანის საოცარი ქმნილება..მიშა და ამ ვაებაში მყოფთ ნაზი,ჰაეროვანი ხმა მოესმათ.."იმედს ნუ დაკარგავთ,მე თქვენთან ვარ".. უცნობი ბაგე ნაზად უხმობდა სასოწარკვეთილ ქალებს,ბავშვებსა და კაცებს... ნაზმა ხელებმა მათ დაღვრემილი სახე აუზია და მისი დიდრონი,ციმციმა თვალები შეანათა.. იმედის სხივმა სძლია ბნელს! ამ ამბებიდან მოყოლებული,პატარა ასულის ხელი არ გაჩერებულა..წკაპუნი და წკაპუნი მისი ყოველი პოსტი ვარდის კოკორივით იფურჩქნებოდა..იმედს გვაძლევდა.. ჩვენ გვჯერა შენი,2016 ჩვენი დაბრუნების ხანა იქნება გმადლობ <5
|