ერთ რამეს ვერ ვხვდები. საქართველოში ოდითგანვე ებრაელებს მოძმე ერად ვთვლიდით როცა ევროპის ქვეყანა-ები გენოციდს უწყობდნენ. ყველა აღმსარებლობასთან რომელიც საქართველოშია (სექტების გარეშე) და მით უმეტეს მუსლიმებთან ასე თუ ისე ისეთი დაპირისპირება არასდროს მოგვსლია როდესაც ამერიკა და ევროპა ირიბად აშკარა ებრძვიან. იმ თქვენ არა ტრადიციულ ორიენტაციის მესვეურებს, რომლებიც ოდითგანვე არსებობდნენ საქართველოში და მარტო ეს ბოლო წლები არ ჩამოფრინდნენ ზეციდან, სახლებში არავინ უვარდებ(ოდ)ა თავისთვინ როცა იყვნენ და სანამ მანიპულირება არ დაიწყეს ჩინოვნიკებმა მაგათ ხარჯზე არავინ არაფრად არ თვლიდა, აგრესიითურთ. თეთრ კანინები ასე თუ ისე დაჩაგრულად თავს არასდროს გრძნობდნენ ამ ქვეყნად და მით უმეტეს ნონები რამოდენიმე საუკუნის წინ ჩვენ არ გაგვიხდია და ...
კიდევ ჩვენ ვართ ბნელები ?
ამერიკამ ან ევროპამ ვის რა უნდა ასწავლოს სამარცხვინო ისტორიული ლაქები მაინც არ ეცხოთ იმდენი, რომ მათ სულელურ წყობას ახლაც კი არ აშავებდეს. გამოგვივიდნენ რა შეგნებით მითომ მეტი ახლად წამოყვინჩილებული სახელმწიფოები ...
ხო თემას რაც შეეხება ერთმანეთის გაუტანლობა, შური, ბოღმა და ნაღველი გვახრცობს და გვკლავს იმთავიდანვე, რაც კი არ გვაძლიერებს არამედ უკან გვწევს და გფვასუსტებს.
სანამ ქართველი ერი იარსებებს ვგონებ ეს ლექსი უკვადავ შესატყვისობაში იქნება მუდამ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი -
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
წავედი დავიძინო ამდენი უძილობა უკვე გამაფრენინებს ვატყობ
Familiarity breeds contempt.