მერია ელბაქიძის აღმართზე ქვაფენილს, ხარჯების დაზოგვის გამო, ასფალტით ცვლის.ჯავახიშვილის ქუჩის სავალ ნაწილზე და ტროტუარზე მაღალი ხარისხის მოდიფიცირებული ასფალტი დაიგება. ასფალტო–ბეტონის გზას კომპანია „ბლექსი გრუპი“ დააგებს. სადრენაჟე მეურნეობის, მოაჯირებისა და ტროტუარების მოწყობას კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ განახორციელებს. აღნიშნული გზის სარემონტო სამუშაოები 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება.
რაც შეეხება ჩანგრევის მიზეზებს, მერიამ აღნიშნული საკითხის მოკვლევა თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას დაუკვეთა. ლაბორატორიის დასკვნა "კომერსანტისთვის" გახდა ხელმისაწვდომი. დასკვნის თანახმად ავარიის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
1. ფერდოს მასივის დამძიმება ტექნოგენური წყლებით, რომლებიც წარმოიქმნებოდნენ საინჟინრო წყალშემცველი ქსელების პერიოდული დაზიანების კვალობაზე და ხვდებოდნენ საყრდენი კედლის ზონაში.
გრუნტში მოხვედრილი წყლები იწვევენ სუფოზიურ პროცესებს, რითიც ხელს უწყობენ გრუნტის ფორიანობის ზრდას, აქვეითებენ შეჭიდულობის და ხახუნის კუთხეს, რითაც მცირდება გრუნტის პირვანდელი ამტანუნარიანობა და იზრდება საყრდენი კედლის ტანზე გრუნტის აქტიური დაწოლა.
2. საყრდენი კედლის ტანიდან გრუნტში არსებული გრუნტის წყლების და ტექნოგენური წყლების მოცილების სადრენაჟე სისტემის მოშლა,წყალსაწრეტი მილების გაბიდვნა, აქედან გამომდინარე მოხდა საყრდენი კედლის შეტოკება და საძირკვლების წაცურება.
3. მასალის სიძველე და მისი ცვეთა მრავალ გარე ფაქტორთა ზემოქმედების შედეგად. (მზე, წვიმა, ქარი)
4. დაბალი საექსოლუატაციო პირობები.
თბილისის მუნიციპალურმა ლაბორატორიამ დასკვნა მიხეილ ჯავახიშვილის სახლმუზეუმის მდგომარეობასთან დაკავშირებითაც გააკეთა, სადაც წერია რომ შენობა ამჟამად იმყოფება დეფორმირებულ მდგომარეობაში, ხოლო საყრდენი კედელი ავარიულ მდგომარეობაში. შენობას აღენიშნება დაზიანებები, როგორც პირველი კატეგორიის, ასევე მეორე კატეგორიის. ხოლო საყრდენ კედელს მესამე კატეგორიის დაზიანება ჩამონგრევა–ჩამოზვავების საშიშროებით. დასკვნის მიხედვით, შენობა და საყრდენი კედელი ნაგებია სეისმურ ნორმათა მოთხოვნის გარეშე.
ჯავახიშვილის ქუჩაზე ქვაფენილის ნაცვლად ასვალტო–ბეტონის გზის საფარი შესახებ კომპანია „ბლექსი გრუპის“ ლაბორატორიის უფროსმა დიტო დეკანოსიძემ განაცხადა, რომ მოდიფიცირებული ასფალტი ნიშნავს უფრო მაღალი ხარისხის და გამძლეობის გზის საფარს, რომელის მიღებაც ბიტუმისთვის პოლიმერული მასალის დამატებით ხდება. მოდიფიცირებული ასფალტი იგივე ფერის და ფორმისაა და ჩვეულებრივი ასფალტისგან მისი გარჩევა თითქმის შეუძლებელია, თუმცა უფრო გამძლეა და იგივე ქვაფენილთან შედარებით, უფრო მეტი ჩაჭიდულობაც აქვს. იქნება ნაკლებად ხმაურიანიც და უფრო მეტი ავტომობილის გამტარუნარიანიც.
დეკანოიძე ასევე აღნიშნავს, რომ მოდიფიცირებული ასფალტის დაგება უფრო იაფიც ჯდება ვიდრე ქვაფენილის. ჯავახიშვილის ქუჩის პარამეტრები არ შეიცვლება და მათი კომპანია სამუშაოებს იმაზე ნაკლებს დროს მოანდომებს ვიდრე მერიამ დაუდგინა.
ქვაფენილის ასფალტით შეცვლა გარკვეულწილად ქუჩის ისტორიული იერსახის შეცვლასაც გულისხმობს, შესაბამისად დავინტერესდით, როგორ აფასებენ მერიის ამ გადაწყვეტილებას ძველი თბილისის იერსახის შენარჩუნებაზე მზრუნველი არასამთავრობოები. "ტფილისის ჰამქარის" დირექტორი თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ქვაფენილი მას მოსწონდა, თუმცა ისტორიული თვალსაზრისით ელბაქიძის აღმართი აღარ არსებობს, ქალაქი იცვლება და თუ ახალი გზის საფარი სატრანსპორტო თვალსაზრისით უმჯობესი იქნება მაშინ ეს მათთვის მისაღებია.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა ჩანგრევიდან 10 დღის განმავლობაში ცალმხრივად მაინც მოხდებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. მერიაში კი აცხადებენ, რომ მოძრაობის აღდგენა თვის ბოლომდე გახდება შესაძლებელი.
http://commersant.ge/index.php?m=5&cat_id=...=18764&p_news=2ნარმანია დაახვიე რა მეიიდან !!