აგერ კიდევ ერთი ასეთი მსხვერპლი!
2013 წელს არავინ მიაქცია ამას ყურადღება და ახლა უკვე ამ ყველაფრის ფონზე
საგანგაშო ხდება!
http://www.kvirispalitra.ge/region/19558-q...o-gaiyidaq.htmlდადიანების სასახლის ეზო გაიყიდა"(!!!)
17-11-2013
"საჯარო რეესტრში გაოგნებული დავჩერებოდი ნახაზს და ვკითხულობდი, სასახლეები სად არის-მეთქი?"
ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზო გაიყიდა! როგორი დაუჯერებელიც უნდა იყოს მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას, განცხადება, ეს დასტურდება ეკონომიკის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის ოფიციალურად დამოწმებული საბუთებით.
დოკუმენტების თანახმად, კულტურულ მემკვიდრეობად შერაცხილი სასახლის ეზო, სადაც კულტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ტოტიც ვერ უნდა მოტეხონ, აღარც სასახლეს ეკუთვნის და აღარც - სამინისტროს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, კულტურის სამინისტროს გვერდის ავლით, 2012 წლის პირველ ნახევარში მიწის უზარმაზარი ფართობი რეგიონულ სახელმწიფო სტრუქტურას - სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამსახურს - წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე დაუკანონა. ეს ორგანოც ნელ-ნელა შეუდგა მიწის დაქუცმაცება-გაყიდვას. ამჯერად მუზეუმის ხელმძღვანელობისთვის ცნობილია მხოლოდ ერთ-ერთი მყიდველის - ზუგდიდელი ვინმე ლევან ქარდავას ვინაობა. ის არის უკანონოდ გაყიდული მიწის ნაწილის - 995 კვ.მ.-ის მეპატრონე.
და საერთოდ - რა ხდება ამ ქვეყანაში?
მართლა ვარძიას უნდა მიადგნენ, რომ ხალხი ბოლო ბოლო გამოფხიზლდეს?
This post has been edited by basa-ttt on 17 Jan 2015, 01:06
მიმაგრებული სურათი