ვასილის გატკეპნილი მაინც სხვაა.
თან როგორი ფორმულირებული კოეფიციენტით ტკეპნის, ასლიკინებს, მოსრიალება მოგინდება კაცს. ქალსაც.
რამდენს შრომობს ადამიანი.
კოეფიციენტი ხომ ამინდის შესაბამისად მერყეობს და ეს ამინდიც სულ იცვლება და იცვლება.
ვასილიც სულ ითვლის და ითვლის ტკეპნის კოეფიციენტს.
ადრე რას ითვლიდა აბა? ამომრჩეველს?
ასე არ სჯობს? დასაქმდა და ტკეპნოს ახლა რამდენიც გაუხარდება.