ხალვა აფხაზურად
მასალა:
პურის ფქვილი 2,5 ჭიქა
კარაქი ან ერბო 150–200გრ.
შაქარი ან თაფლი 100გრ.
წყალი 1,5–2 ჭიქა
ქვაბში გავადნოთ კარაქი, განუწყვეტლივ ვურიოთ, ნელ–ნელა ჩავყაროთ ფქვილი, გავაგრძელოთ ამორევა და შევწვათ მასა ნელ ცეცხლზე ერთიანი, ღია ყავისფერის მიღებამდე. თაფლს ან შაქარს დავასხათ ცივი წყალი და წამოვადუღოთ. განუწყვეტლივ ვურიოთ და მომზადებული თბილი სიროფი დავასხათ შემწვარ ფქვილს, ერთიანი მასის მიღების შემდეგ ქვაბი გავაჩეროთ გაზქურაზე 3–5 წუთი. მომზადებული ხალვა მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე, კარგად გავათანაბროთ ფორმის ზედაპირზე და დავჭრათ სასურველი ფორმის ნაჭრებად.
ახცადზუა (აფხაზური)
მასალა:
თაფლი 150–200გრ.
წყალი 1ლ.
ლიმონი გემოვნებით.
მომზადება:
წყალი ავადუღოთ, დავამატოთ თაფლი, კარგად ავურიოთ და ვხარშოთ 15–20 წუთი, შემდეგ გავაცივოთ. სუფრაზე მივიტანოთ ცივ მდგომარეობაში. სასმელში შეგვიძლია დავამატოთ რამოდენიმე ლიმონის ნაჭერი.
ახუშარტვა–ერბო (აფხაზური)
მასალა:
პურის ფქვილი 1 ჩ/კ.
ნაღები 1–2ლ.
წყალი 1 ჭიქა
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ნაღები ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ ცივი წყალი, მარილი, დავდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ 30–40 წუთი (მასამ უნდა მიიღოს ოქროსფერი), მომზადებამდე 10 წუთით ადრე დავამტოთ ფქვილი და როცა ფქვილი ჩავა ფსკერზე, ერბო გადმოვდგათ გაზქურიდან და ჩავსხათ მინის ქილაში. შევინახოთ ცივ ადგილზე.
არხვარახჩაპა–პაშტეტი სუბპროდუქტებით (აფხაზური)
მასალა:
ღვიძლი (საქონლის ან ღორის) 200გრ.
გული (საქონლის ან ღორის) 200გრ.
ფილტვები (საქონლის ან ღორის) 100გრ.
ნიგოზი 100გრ.
ხახვი 2–3 თავი
ნიორი 3–4 კბილი
ქინძი 5–6 ძირი
კამა 2–3 ძირი
ქონდარი 2–3 ძირი
აჯიკა 1–2 ჩ/კ.
მარილი, ძმარი ან ბროწეულის წვენი გემოვნებით.
მომზადება:
გასუფთავებული ღვიძი, გული და ფილტვები მოვხარშოთ წყალში, შემდეგ მოხარშული მასა ამოვიღოთ ბულიონიდან, გავაცივოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ 1–2 ს/კ. ბულიონი, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები, დანაყილი ნიორი, გატარებული ნიგოზი, აჯიკა, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. გავაფორმოთ მწვანილით.
აკუდეილირშშბა–ლობიო ნიგვზით (აფხაზური)
მასალა:
ლობიოს მარცვლები 200გრ.
ნიგოზი 150გრ.
ხახვი 1–2 თავი
ნიორი 5–6 კბილი
ქინძი 8–10 ძირი
პიტნა 2–3 ძირი
რეჰანი 2–3 ძირი
ქონდარი 2–3 ძირი
უცხო სუნელი 0,5 ჩ/კ.
ხმელი ქინძი 0,5 ჩ/კ.
აჯიკა 1–2 ს/კ.
მარილი, ძმარი ან ბროწეული წვენი და ზეთი გემოვნებით.
მომზადება:
ლობიო გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ, შემდეგ წყალი გადავწუროთ, კვლავ დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ მომზადებამდე (მარცვლები რომ არ დაიშალოს ხარშვის პროცესში დავამატოთ ცოტა მარილი). მოხარშული ლობიო გადმოვიღოთ თუშფალანგზე. ნიგოზი გავატაროთ, დავამატოთ 2–3 ს/კ. ლობიოს ნახარში, აჯიკა, წვრილად დაჭრილი ხახვი და მწვანილები, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. მიღებულ მასას დავამტოთ ლობიო და ბრთხილად ავურიოთ. მომზადებული აკუდეილირშშბა გადმოვიღოთ სასურველ ფორმაზე, მოვასხათ ზეთი, გავაფორმოთ მრგვალად დაჭრილი ხახვით, მწვანილით და ბროწეულის მარცვლებით.
კობრი აფხაზურად
მასალა:
თევზი (კობრი) 1–2ც.
დაფქვილი ცხარე წიწაკა ან აჯიკა, ზეთი, ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
თევზი გავასუფთავოდ და გავრეცხოთ. ჯამში ჩავყაროთ ცხარე წიწაკა ან აჯიკა, დავასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ, შემდეგ მომზადებულ მასაში ამოვავლოთ თევზი ორივე მხრიდან, დავდოთ გაცხელებულ ტაფაზე (ტაფაზე ზეთი არ დავასხათ) და შევწვათ. შემწვარ თევზს მოვაყაროთ მარილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
* * *
ახუდზრცა–ფეტვის სუპი (აფხაზური)
მასალა:
ფეტვი 100გრ.
წყალი 2,5 ჭიქა
რძე 3 ჭიქა
შაქარი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფეტვი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 1 საათი, შემდეგ წყალი გადავასხათ, ფეტვი ჩავყაროთ ადუღებულ წყალში და მოვხარშოთ, შემდეგ დავასხათ ადუღებული რძე, დავამატოთ მარილი, შაქარი, ავურიოთ და ვხარშოთ 5–7 წუთი, მომზადების შემდეგ გავაჩეროთ 15–20 წუთი და შემდეგ მივირთვათ.
სუპი აფხაზურად
მასალა:
მაწონი 3–3,5 ჭიქა
მწვანე ხახვი 50–75გრ.
კიტრი 150გრ.
ბოლოკი 50გრ.
ნიორი 1–2 კბილი
კამა 4–5 ძირი
მოხარშული კვერცხი 2ც.
აჯიკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კიტრი დავჭრათ კუბიკებად, ჩავყაროთ ქვაბში ან ღრმა ჯამში, დავამტოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ბოლოკი, დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი კამა, აჯიკა, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ მაწონი (მაწონი წინასწარ გავხსნათ ადუღებულ წყალში), კარგად ავურიოთ, ბოლოს დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი კვერცხი და კვლავ ავურიოთ.
აბხვასა სისზბალ–მწვანე ტყემლის საწებელი (აფხაზური)
მასალა:
მწვანე ტყემალი 1კგ.
აჯიკა 1 ს/კ.
ქინძი 10–12 ძირი.
პიტნა 3–4 ძირი
ნიორი 2–3 კბილი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ალუჩა გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ 2 ჭიქა წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ 3–5 წუთი, შემდეგ სითეხე გადავასხათ, ხოლო ალუჩა გავხეხოთ (დუშლაკზე), დავამატოთ აჯიკა, წვრილად დაჭრილი მწვანილები, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, დავასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი და კარგად ავურიოთ.
ამაცმიდჟ სიზბალ–ბროწეულის წვენის საწებელი (აფხაზური)
მასალა:
ბროწეულის წვენი 500გრ.
აჯიკა 1 ს/კ.
ხმელი ქინძი
ქინძი, ნიორი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯამში ჩავასხათ ბროწეულის წვენი, დავამატოთ აჯიკა, დანაყილი ნიორი, დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ ხმელი ქინძი, მარილი და კარგად ავურიოთ.
კოწახურის საწებელი (აფხაზური)
მასალა:
კოწახური 500გრ.
აჯიკა 2–3 ს/კ.
წყალი 50მლ.
ქინძი 1 კონა.
მომზადება:
კოწახური გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ გაზქურაზე, ავადუღოთ, ადუღების შემდეგ ვთუშთ კიდევ 10 წუთი სანამ ხილი არ დარბილდება, შემდეგ დარბილებული ხილი გავხეხოთ (დუშლაკზე), გავაცივოთ, დავამატოთ აჯიკა, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვაყაროთ მარილი და კარგად ავურიოთ.
ახარცვი სიზბალ–მაწვნის სოუსი (აფხაზური)
მასალა:
მაწონი 500გრ.
ნიორი 2 კბილი
ქინძი 5 ძირი
პიტნა 3 ძირი
აჯიკა 100გრ.
მომზადება:
მაწონი ჩავსხათ ჯამში, დავამატოთ დანაყილი ნიორი და მწვანილები, აჯიკა და კარგად ავურიოთ
ასიზბალ–მწიფე წითელი ტყემალის საწებელი (აფხაზური)
მასალა:
ტყემალი 1კგ.
ნიორი 5 კბილი
აჯიკა 1 ს/კ.
პიტნა 5 ფოთოლი
ხმელი ქინძი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ალუჩა გავრეცხოთ, მოვთავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე რომ ფარავდეს ალუჩას, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ 15–20 წუთი ნელ ცეცხლზე, შემდეგ სითეხე გადავღვაროთ, ალუჩა გავხეხოთ, გახეხილი მასა ჩავასხათ ქვაბში, დავამატოთ 1 ჭიქა წყალი, დავდგათ გაზქურაზე და ვხარშთ ნელ ცეცხლზე 40–50 წუთი, პერიოდულად ვურიოთ. ხარშვის დროს დავამტოთ აჯიკა, დანაყილი ნიორი და პიტნა, ხმელი ქინძი და მარილი.
* * *
მწვანე ლობიოს და მწყერის კვერცხის სალათა (აფხაზური)
მასალა:
პარკი ლობიო 200გრ.
მწყერის კვერცხი10ც.
მწვანე ბარდა (გაროხი) 200გრ.
კარტოფილი 200გრ.
არაჟანი 150გრ.
ქინძი 4 ძირი
პიტნა 4 ძირი
კარაქი 20გრ.
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
პარკი ლობო დავტეხოთ და მოვხარშოთ. კარტოფილი გავრეცხოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში, გავასუფთავოდ კანისგან და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. კვერცხი მოვხარშოთ და გავასუფთავოდ ნაჭუჭისგან. ბარდა მოვთუშოთ ზეთში 3–4 წუთის განმავლობაში. ლობიო მოვათავსოთ ჯამზე, დავამატოთ კარტოფილი, კვერცხი, ბარდა, მოვასხათ არაჟანი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინი, პიტნა, მოვაყაროთ მარილი წიწაკა და კარგად ავურიოთ.
აჩაშვ (აფხაზური)
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
მარილი 1 ჩ/კ.
კარაქი (გაყინული) 12 ს/კ.
კვერცხი 1ც.
იოგურტი (ტკბილი იოგურტი არ გამოვიყენოთ) 300გრ.
შიგთავსი:
აფხაზური ყველი (ან იმერული ყველი) 400გრ.
კვერცხი 1ც.
წასასმელად:
კვერცხის გული (ყვითრი) 2ც.
მომზადება:
ავთქვიფოთ მიქსერით 1ც. კვერცხი, დავამატოთ ფქვილი, მარილი, დაჭრილი კარაქი, იოგურტი და მოვზილოთ ცომი. ცომი მოვაგუნდაოთ და შევდოთ მაცივარში (საყინულეში) 1 საათით. 1 საათის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, ერთი ნაწილი მოვათავსოთ პერგამენტდაფარებულ, ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, ცომის მთლიან ზედაპირზე თანაბრად გადავანაწილოთ მომზადებული შიგთავსი, ზევიდან დავაფაროთ ცომის მეორე ნაწილი, კარგად გადავუკეცოთ გვერდები, შემდეგ ცომს მთლიან ზედაპირზე წავუსვათ ათქვეფილი კვერცხის გული, შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 20–30 წუთის განმავლობაში.
შიგთავსის მომზადება:
ყველი გავხეხოთ, დავამატოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ (თუ საჭირო იქნება დავამატოთ მარილი)
კუპატი (აფხაზურა)
მასალა:
ღორის ხორცი 1კგ. (შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევაც)
წითელი ხახვი 200–300გრ.
კოწახური ან ბროწეული 60–70გრ.
ნიორი 2 კბილი
ქონდარი ნედლი 1 კონა ან ხმელი ქონდარი 12–14გრ.
ბადე-ქონი 600–700გრ..
წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
დამატებითი ინფორმაცია:
დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია კუპატის კიდევ ერთი სახეობა, რომელსაც ეძახიან "აფხაზურას." მისი სახელწოდებიდან გამომდინარე, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ იგი აფხაზური წარმოშობისაა, მაგრამ ასე არ არის, კუპატის ეს სახეობა განსაკუთრებით სამეგრელოსა და იმერეთის მოსახლეობაშია პოპულარული. როგორც წესი, ქართულ სუფრაზე აფხაზურა მიაქვთ შუა ტრაპეზის დროს, არაძირითად ცხელ კერძად. აღმოსავლეთ საქართველოში ამზადებენ ცხვრის ხორცითაც (ღორის ნაცვლად). საკეპ მანქანაში გაატარეთ ხორცი და ხახვი. შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით. გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდეთ ხელის გულზე, ზემოდან დაადეთ ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე) და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მასა მოაჭერით დანით ან მაკრატლით. ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ. სუფრაზე "მიდის" ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი. დააწყვეთ აფხაზურები და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიისა. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახლადდარჩეული ბროწეული.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოჯალეში.
აფხაზური ხაჭაპური (აჩმა)
მასალა:
კვერცხი 5ც.
წყალი 1 ჩ/ჭ.
კარაქი 300-500გრ.
ფქვილი რამდენსაც შეიზელს
ყველი 1კგ.
მომზადება:
კარგად გავთქვიფოთ კვერცხები, დავამატოთ ერთი ჭიქა წყალი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი და მოვზილოთ მაგარი ცომი. ცომი გავყოთ ექვს ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), შევდოთ მაცივარში დაახლოებით ერთი საათი. ქურაზე დავდგათ ფართოპირიანი თასი, ჩავასხათ წყალი და ავადუღოთ, შევაზავოთ ცოტა მარილით. ცომის ერთი ნაწილი კარგად გავაბრტყელოთ თუნუქის ფურცლის ზომაზე (რაც შეიძლება სიფრიფანა უნდა იყოს), ჩავდოთ ადუღებულ წყალში, გავაჩეროთ 1-2 წუთი, ამოვიღოთ ადუღებული წყლიდან და იმავე წუთში უნდა ჩავდოთ ცივ წყალში ერთი წამით, ამოვიღოთ, დავწუროთ ხელით ზედმეტი წყლისაგან; დავდოთ წინასწარ მომზადებულ კარაქწასმულ თუნუქის ფურცელზე და ზემოდან წავუსვათ კარაქი. ასე გავიმეოროთ ექვსივე ცომის გუნდის გაბრტყელება და მოხარშვა. უმარილო ჭყინტი ყველის ან სულგუნისგან წინასწარ მოვამზადოთ გულსართი (დავფხვნათ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად). დავდოთ ორი ფენა ცომი. მოვაყაროთ ყველი , ზემოდან ისევ ორი მოხარშული , კარაქწასმული ცომი. ბოლო ფენა უნდა იყოს ყველაზე დიდი. ამოვუკეცოთ გვერდები ცომს, ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული ან არაჟანი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.ასეთი ხაჭაპური შეიძლება წინასწარ გამოცხობამდე დავჭრათ ულუფებად და ისე გამოვაცხოთ.
http://samzareulo.ucoz.com/news/მაგენი ველურები მაგენი...მაგენი საჭმელსაც არ ჭამდნენ)))
This post has been edited by abkhazi_83 on 19 Jan 2015, 16:48