ვინც ერკვევა არქიტექტურაში, დიზაინში, ესთეტიკაში,კულტურაში,ისტორიაში და საერთოდ
ხელოვნებაში და ამავდროულად კომპლექსურ საინჟინრო და საკომუნიკაციო მეურნეობაში
და განსახლების გენერალური გეგმის არსს წვდება, თუ რა და როგორ უნდა გადანაწილდეს,
დაიტვირთოს ან ვანიტვირთოს პრობლემური არეები და ასე შემდეგ --- აუცილებელია ფართო
დიაპაზონის ხედვა-აზროვნების მქონე პროფესიონალი ურბანისტ-ხელოვანთა საბჭომ განაგოს
დედაქალაქის იერსახის მართვა შესაბამისი პროფილის სერვისული სამსახურების დასკვნათა
საფუძვლებზე.
მაგალითად ავიღოთ ახალი უბნის მშენებლობა:
გზები და მათი გამტარუნარიანობა ყველა კომუნალური მომსახურების სერვისის წვდომით და
განსაზღვრა იმისა, თუ რამდენად დატვირთავს, თუ გადატვირთავს არსებულ ცენტრალიზირებულ ქსელს.
თუ ხდება გადატვირთვა და ამძიმებს საერთო ფონს და საგრძნობლად აუარესებს ქალაქის სხვა უბნების ფუნქციონალურ სერვისებზე წვდომის შესაძლებლობებს და ქმნის დეფიციტურ საზოგადო გარემოს
ქალაქში --- ჯერ უნდა შეიქმნას ალტერატიული წყაროებით შევსების შესაძლებლობების უდავოდ განხორციელებადი პროექტები, რაც უზრუნველყოფს ამ მომავალი უბნის ნორმალურ ფუნქციონირებას
შესაძლო ორმაგ-სამმაგი დატვირთვის პირობებშიც კი.
ამ პირობების შესრულების გარანტიების არსებობისას ცხადდება უბნის არქიტექტურა- განაშენიანების
პროექტის კონკურსი იმ პირობით, რომ პროექტი აუცილებლად შეესაბამებოდეს ქალაქის საერთო
არქიტექტურულ იერ-სახეს და ორგანულად ჯდებოდეს ამ მთლიანობის გაუმჯობესების მკაცრ და სავალდებულო მოთხოვნებში ერთი პრინცპით --- ახალი აშენდეს მხოლოდ ძველზე აშკარად უკეთესი!
ასეთი კომპლექსური პროექტის საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში ჯერ კეთდება გზები და ყველა კომუნიკაციები უბნის გეგმიური დაყოფის მიხედვით და ობიექტების მშენებლობანი იწყება უკიდურესად
დაშორებული წერტილებიდან ალტერნატიული შემოვლითი ,,სამშენებლო" გზიდან....
მოკლედ: ალტერნატივის შექმნის გარეშე აიკრძალება ნებისმიერი ახალი განაშენიანება, რომელიც ,,დააწვება" არსებულს გადატვირთვით.
მტკვრის კალაპოტში, გარკვეულ სიღრმეზე აუცილებლად უნდა გაიჭრას-აშენდეს საკომუნიკაციო
კომპლექსური გვირაბი, რომელიც დაიწყება თვით მტკვარ-არაგვის შესართავიდან რუსთავის ბოლოდან 10-15 კილომეტრში საწმენდი კომპლექსით და ნაგავგადამამუშავებელი სრული საწარმოთი, რომელიც საბოლოოდ მოხსნის ეკოლოგიური დაბინძურების მზარდ პრობლემებს იმ გათვლით, რომ კომპლექსური საწმენდ-გადამამუშავებელი საწარმო გაითვლება 10-12 მილიონიან ფეკალ-ნაგავმიმწოდებელ აქტივზე...
არქიტექტურულ-ესთეტიკურ ხელოვნება-დიზაინს პლიუს ტექნოკრატიული ნოვაცია-ტექნოლოგიები სულ მცირე მომავალი ასწლიანი გათვლებით და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საშვილიშვილოდ უმაღლესის მედეგი მასალებით, რადგან უძვირესი საბოლოოდ იაფია, რადგან უმცირესი ხდება ნგრევის და კვლავ დასანგრევის მიერ ქმნილი ზარალნი...
ასეთი პრინციპი უნდა იქნას მკაცრად დანერგილი --- სრულიად ქვეყნის მასშტაბით!
ამ საკითხში:
,,იაფი ერთჯერადები უფრო ბევრად და უაზროდ მრავალჯერ ძვირი ჯდება თვით
უძვირესზეც!
This post has been edited by triumpi on 24 May 2015, 11:40