#43505410 · 20 Jan 2015, 13:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
iCyborg
| QUOTE | | იმას ვერ ვხდები, რატო ჯიუტობს რუსეთი, ხო შეუძლია სამაგალითოდ დასაჯოს ეს ჯარისკაციც, სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობაც და რა ვიცი ელჩს თითი დაუქნიოს, რამე ქნას. |
O, Santa Simplicitas! © იან ჰუსი
სააკაშვილსაც შეეძლო, გირგვლიანის საქმეზე სამართალში მიეცემინებინა მერაბიშვილის ცოლი და მისი ამალა, გეთავისუფლებინა სამსახურიდან მერაბიშვილი; ან, მოეკითხა პასუხი ბოკერია-ჩერგოლეიშვილის ოჯახის წევრებისათვის, როცა რუსთავი2-ის კუთვნილი შენობა ჩამოინგრა და ორი ადამიანი დაიღუპა. ან, პირადად ეკონტროლებინა ვაზაგაშვილის, რობაქიძის საქმეების გამოძიება, რომ დაწყნარებულიყო ჭირისუფალი და დამნაშავეს-საკადრისი მიზღოდა. და რამდენი ერთი კიდევ. გააკეთა? არა.
განუზომელი ძალაუფლება რყვნის. იწყება აზროვნება და მოქმედება "მაინც გამივა, ხმას ვერავინ გაიღებს" პრინციპით.
ჰოდა, რუსეთმაც იცის, რომ სომხეთი ვერაფერს დააკლებს, პირიქით-აქეთ არის მის წყალობაზე დამოკიდებული და ამით გულმოცემული, ასხამს და ასხამს თავზე ლაფსა და წუნწუხს.
This post has been edited by Solveig on 20 Jan 2015, 13:59
--------------------
საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მომუშავე ჰიდროაგრეგატი არის მტრის წისქვილი. © სლავა მესხი
"ქალი-დიდი ძალაა"- გვეუბნება პარტია (© კ/ფ "შეხვედრა წარსულთან")
Vita nostra brevis est, brevi finietur, venit mors velociter, rapit nos atrociter, nemini parcetur!
|