მეეჭვება რამე გადავაფასო...
ბავშვობიდან მეზიზღება რუსეთი...
კითხვა რო ვისწავლე და წიგნების კითხვა დავიწყე იმ დროიდან...
ოჯახშიც ცუდის მეტი არაფერი მესმოდა საბჭოთა კავშირზე და რუსეთზე...
რო ვკითხულობდი რა იყო ცუდი საბჭოთა კავშირში მაშინ, როცა ყველას ქონდა ბინა, სამსახური, საჭმელ-სასმელი და ა.შ... ვიღებდი პასუხს რომ ადამიანი არ იყო თავისუფალი, თუ კომუნისტების მხარეს არ იყავი გაგანადგურებდნენ, იყო თვალთვალი, დასმენა, არ შეგეძლო ხმამაღლა სიტყვის თქმა...
ხო და მეც შემზიზღდა ბავშვობიდან...
ყაზბეგის, მიხეილ კავახიშვილის და სხვა მწერლების წაკითხვის შემდეგ...
რუსულიც კი არ ვიცი

, დემონსტრაციულად გამოვაცხადე რომ მეზიზღებოდა არ ვისწავლიდი სკოლაში, არადა სხვა საგნებში 5-იანი მყავდა ყველაფერში...
ასე რომ რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება არ გადაფასდება, იმიტომ რომ ბავშვობიდან დევს ამ ქვეყნის თუ ხალხის სიძულვილი..
რაც შეეხება ნაციონალებს, მაგათ მიმართაც არ გადაფასდება ჩემი ხედვები...
რაც ცუდი მქონდა მოსმენილი და წაკითხული რუსეთზე და საბჭოთა კავშირზე, ნაციონალების დროს შევეჩეხე მაგას...
ადამიანებისთვის ქონების წართმევა იმისთვის, რომ პარტიის წინააღმდეგ მოქმედებდნენ/ არ იყვნენ პარტიის მხარდამჭერები, ხალხის სამსახურებიდან გათავისუფლება იმავე მიზეზით, თვალთვალი, დასმენები, ავტორიტარიზმი...
16 წლის ვიყავი ნაცები რო მოვიდნენ და 26-ის როცა წავიდნენ...
ხო და მაგ პერიოდში რაც ჩამომიყალიბდა მაგ ძალის მიმართ, შეუძლებელია მაგის შეცვლა...
საქართველოს რომ არ უნდა რუსეთთან ეგ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანია და ვერც ბურჯანაძე შეცვლის მაგას, ვერც ვერავინ..
ერთადერთია სწორი პოლიტიკა, რომ ძალის გამოყენებით არ დაგვიპყროს...
სააკაშვილის მთავრობა მაგ პროვოკაციაზეც წამოეგო და დამატებით დავკარგეთ ტეროტორიები...
თორემ არც სამხრეთ ოსეთის სოფლებში მაცხოვრებლები და არც კოდორის ხეობაში, თავის ნებით არ მიუერთდებოდნენ რუსეთს..
მაგაზე ცუდი რა უნდა ყოფილიყო ვერ ვხდები...
ეხლა კი მართალია არ ვაგინებთ რუსეთს და არ ვიფხანთ გულს, მაგრამ არც იმის საბაბს ვაძლევთ რომ კიდევ მიიტაცოს ჩვენი ტერიტორიები...
ევროპასთანაც გაიხსნება საზღვარი და მოვახდენთ ასოცირებას...
This post has been edited by Frankens†ein on 22 Jan 2015, 16:57