სულ მაინტერესებდა, როცა საქართველოს მოქალაქე იღებს რუსეთის მოქალაქეობას და შესაბამისად, ჰკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, რა სტატუსით რჩება და ცხოვრობს საქართველოს ტერიტორიაზე წლების განმავლობაში?
არ არის ამაზე პასუხი და რეაგირება
არც ყოფილა
მარტო საუბრები და სიტყვიერი პროტესტები იყო, მეტი არაფერი მახსენდება
არადა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დე იურე ანექსია მოხდა იქ რუსული პასპორტების
დარიგებით
ახლა, როგორც ჩანს, ეთნიკური დაღესტნელებით დასახლებული რეგიონი ხდება სამიზნე
ეს სტატიაც ნახეთ
http://www.24saati.ge/news/story/42677-rus...a-tu-taghlitobaრუსეთის პასპორტების დარიგება: ზეწოლა თუ თაღლითობა
11 აპრილი, 2014
„მზადდება ნიადაგი საქართველოში სამხედრო შემოჭრისთვის“,-ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან რუსეთის მოქალაქეობის მსურველთა რიგები დგას.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან საქართველოს მოქალაქეებზე მასიურად გაიცემა რუსული პასპორტები, დაახლოებით, ერთ კვირის წინ გავრცელდა.
ნიკოლოზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ სასწრაფოდ უნდა გამოიძახოს რუსეთის წარმომადგენელი და პროცესის შეჩერება მოსთხოვოს. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, საკონსულო დახუროს. ვაშაკიძე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს, საქართველოს სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება აქვს, აღკვეთოს ეს პოლიტიკური პროცესი, რადგან საკუთარი მოქალაქეების დაცვის ჰიტლერისეულ მეთოდს პუტინი კარგა ხანია, მიმართვს.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსული პასპორტების მასობრივად გაცემის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გაზვიადებულად მიიჩნევს.
ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ინფორმაციები მოწმდება და პირველადი ინფორმაციით, რაიმე ახალ გამორჩეულ ფენომენთან საქართველოს საქმე არ აქვს.
“რუსეთის დუმას შეაქვს რაღაც ცვლილებები არსებულ კანონმდებლობაში, რაც გულისხმობს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას გამარტივებული წესით. თუმცა, ჯერ ეს განხილვის სტადიაშია და რა სახით იქნება მიღებული საბოლოო ჯამში ამის თქმა ძნელია. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება იქონიოს რაღაც გავლენა საქართველოშიც, მაგრამ ამ ეტაპზე გამორჩეულ განსაკუთრებულ ვითარებაზე ვერ ვისაუბრებთ,” - განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საქართველოს მოქალაქეებზე რუსული პასპორტების მასიური გაცემის შესახებ პრესიდან შეიტყვეს და რომ აღნიშნული ინფორმაცია არ დასტურდება.
გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შვეიცარიის საელჩოსთან, არსებული რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექციის (ყოფილი რუსეთის საელჩოს) შენობასთან მოქალაქეთა რიგები დგას , რომლებიც რუსეთის ფედერაციის პასპორტებს იღებენ, საქართველოს თავდაცვის მინისტრიც გამოეხმაურა.
"ჩვენი სპეციალური სტრუქტურები, კონტრდაზვერვის სამსახური და შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს აკვირდებიან და ამგვარი საფრთხე დღეს არ არსებობს", – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
რამდენიმე დღის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეებს, ძირითადად სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობას, ორგანიზაცია „რუსული კლუბიდან“ უკავშირდებიან და მათ რუსული პასპორტის აღებას სთავაზობენ.
აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში. რაც შეეხება თავად „რუსულ კლუბს“, „24 საათი“ ორგანიზაციის წამომადგენელ ნიკალაი სვინტიცკის დაუკავშირდა, რომელმაც კითხვებზე საპასუხოდ ჯერ ერთ საათში დარეკვა მოგვთხოვა, მოგვიანებით კი ტელეფონს აღარ უპასუხა.
... არის თუ არა სამართლებრივი საქართველოს მოქალაქეებზე რუსული პასპორტების მასიური გაცემა და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, შეუძლია თუ არა საქართველოს მთავრობას კანონის შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებების გატარება, ამის შესახებ „24 საათი“ იურისტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
-ბოლო ხანებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ყოფილი საელჩო, საქართველოს მოქალაქეებს მასიურად ურიგებს რუსულ პასპორტებს. თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რა სამართლებრივი ღონისძიებების გატარება შეუძლია ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას? კანონის შესაბამისად, როგორ შეიძლება მოიქცეს?
-ეს კომპლექსური საკითხია, ამიტომ შევეცდები გასაგებად ავხსნა. სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ნორმალური რომ იყოს, ანუ საელჩო რომ გასცემდეს რუსულ პასპორტებს, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს გაუილოდებოდა საქმიანობა. მოგეხსენებათ, ჩვენთან ორმაგი მოქალაქეობა გათვალისწინებული არ არის. ჩვენთან ორმაგი მოქალაქეობა დასაშვებია, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას და არა პირიქით. ჩვენი მოქალაქე, თუ მიიღებს ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, კანონის შესაბამისად, მას უწყდება საქართველოს მოქალაქეობა. თუკი, ასეთი შემთხვევა აღმოჩნდა, ბუნებრივია გასათვალისწინებელია ის რომ, როგორც მე ვიცი, რუსეთმა მიიღო კანონი დიდი რუსული იმპერიის, „რუსული სამყაროს“ თუ რაღაც ამდაგვარის კონტექტსში, რომლის მიხედვითაც, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც იციან რუსული ენა, შეუძლიათ უპრობლემოდ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა. თუკი ნორმალური, დიპლომატიური და სახელმწფოთაშორისი ურთიერთობა იქნებოდა რუსეთსა და საქართველოს შორის, ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ მოქალაქემ, მიიღო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა, სახელმწიფოსთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნებოდა. მაგრამ, იმ პირობებში, რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ინფორმაციის მოპოვება სახელმწიფოსთვის სირთულეს წარმოადგენს, ოღონდ არა დაუძლეველ სირთულეს.
როგორც წესი, ამდაგვარი კომბინაციები-კანონთან მიმართ მანიპულაციები, ხორციელდება აგიხსნით როგორ - ვთქვათ, მოქალაქეს აქვს ორი პასპორტი. ის საქართველოს საზღვარს გადაკვეთს სიტყვაზე სომხეთის ან ბელორუსის მიმართულებით, და იქიდან უკვე სხვა ქვეყნის პასპორტს იყენებს და რასაკვირველია უცხო ქვეყანას, მაგალითად სომხეთს ან ბელორუსს არ აქვს ინფორმაცია ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქეა, თუ სხვა ქვეყნის. ასეთ შემთხვევაში კანონის შესაბამისად მოქმედება რთული ხდება.
მაგრამ, საზღვრის გადაკვეთის კვალობაზე და სამიგრაციო კონტროლის პირობებში, შესაძლებელია ამ პრობლემის მოგვარება (თავდაპირველად გარკვევა მიიღო თუ არა ამა თუ იმ საქართველოს მოქალაქემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და შემდეგ მთელი რიგი ღონისძიებების გატარება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სხვა ქვეყნის პასპორტი აიღეს, შეუწყდეთ საქართველოს მოქალაქეობა).
სიტყვაზე, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ მოქალაქეს, რომელიც იღებს რუსეთის მოქალაქეობას, რის შემდეგაც სამართლებრივად საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, რჩება რუსეთის მოქალაქეობა. ასეთ შემთხვევებში, საკითხი სამართლებრივად, მარტივად თუ რთულად მოგვარებადია, ანუ მარტივად თუ რთულად შესაძლებელია იმის გარკვევა მიიღო თუ არა რომელიღაც საქართველოს მოქალაქემ რუსეთის მოქალაქეობა - მაგრამ ამით პრობლემა არ წყდება, რადგან აქ ჩვენ ვაწყდებით არა სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ პრობლემას.
-იმ ფონზე, რომ რუსეთთან საქართველოს გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რუსეთის მხრიდან, საქართველოს მოქალაქეებისათვის, თავისი მოქალაქეობის მინიჭება არ არის კანონდარღვევა?
-არა. რუსეთს წარმოადგენს შვეიცარიიის საელჩო საქართველოში. შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით, დღეს რუსეთს სამართლებრივად შეუძლია გასცეს თავისი პასპორტები და ეს კანონდარღვევა არ არის. ოღონდ, მე არ ვიცი შვეიცარიის საელჩოსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის არის თუ არა მომხდარი სრული დელეგირება. თუმცა, ჩემი აზრით, არა როგორც იურისტის, არამედ როგორც მოქალაქის შეფასებით, არამგონია დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს საკონსულო გასცემს რუსულ პასპორტს თუ ვინმე სხვა, მაგალითად, ტურისტული კომპანია. თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დგას ორი მიკროავტობუსი და იქ შემსვლელი ადამიანი ვიზას ითხოვს თუ პასპორტს, ეს მარტო თვითონ იცის და იმან ვინც, იმ მიკროავტობუსში ხვდება. თუ თვითონ არ იტყვიან, ვერ გავიგებთ იქ შემსვლელმა ვიზა მიიღო თუ მოქალაქეობა - ეს არის პრობლემა. მაგრამ, სამართლებრივად ამ ტურისტული კომპანიების მოქმედება არალეგალური არ არის.
-ანუ თუ დადასტურდა რომ რუსული პასპორტები საქართველოს მოქალაქეებზე მასიურად გაიცემა, საქართველოს მთავრობა, კანონის ფარგლებში ვერაფერს მოიმოქმედებს?
- თუ კანონს მიღმა აღმოჩნდა პასპორტის გაცემა, მაშინ კი. ანუ ვთქვათ თუ მოხდა საქართველოს მოქალაქეზე ზეწოლა ან მანიპულირება ან თაღლითობა იმ მიზნით, რომ მიეღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ასეთ შემთხვევაში გამცემი ორგანოს საქმიანობა დასჯადია. მაგრამ, ამის გარკვევაც სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ტურისტული კომპანია, რომელიც სავიზო საკითხებით არის დაკავებული და იღებს პასპორტს მოქალაქისგან, წარმართავს შემდეგ ამ პასპორტს შესაბამის საელჩოში. იქ მოქალაქე რომ მიიტანს თავის პასორტს და შემდეგ ეს კომპანია წარმართავს სადმე ვიზისთავის თუ მოქალაეობისთვის - ეს ხომ ერთი შეხედვით მხოლოდ საშუამავლო მომსახურებაა. აი აქ არის სწორედ, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გამოსაჩენი სიფრთხილე და ვაჟკაცობა (ირონიის გარეშე ვამბობ) - მკაფიოდ გამიჯნონ და გაარკვიონ ტურისტული კომპანიების, ფიზიკური პირების თუ ვისი მეშვეობით ხდება რუსული პასპორტების გაცემა და რა მიზანს ემსახურება ეს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულ პირსაც შეუძლია გასცეს უცხო ქვეყნის პასპორტი, აი მაგალითად მე როგორც იურისტს შემიძლია გამოვიდე და ვთქვა, რომ დაგეხმარებით რომელიღაც ქვეყნის მოქალაქეობის მიღებაში. ასეთ მოქალაქეს შეუძლია თქვას, რომ ეს მისი მომსახურებაა და მისი სერვისია. მაგრამ ეს რეალური სერვისია თუ სხვა რამ, კანონის საწინააღმდეგო ქმედება - პოლიტიკური პროცესი, აი ეს ის საკვანძო საკითხი, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება უნდა დაფიქრდეს და აუცილებლად უნდა ამოხსნას.
თიკა ნიკოლაძე
This post has been edited by crocodile on 22 Jan 2015, 19:04
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)