#43618356 · 31 Jan 2015, 16:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | კაცი საკმაოდ არგუმენტირებულად წერს, რომ მიზანმიმართულად ხორციელდება ერების გადაშენებისა და ადამიანური მორალის მოსპობის იდეოლოგიური პროქტი, რომელიც სწორედაც რომ დასავლეთშია შემუშავებული ძალიან გავლენიანი ტრანსნაციონალური კონსპირაციული ორგანიზაციების მიერ, რომელთა მიზანია მთელი მსოფლიოს ერთი მთავრობის ქვეშ გაერთიანება და მისი საკუთარი ინსტრუქციებითა და რეგულაციებით მართვა, რასაც ნამდვილ თავისუფლებასთან და დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ბევრს ამის სჯერა, ბევრს არა, მაგრამ რა ტენდეციებიც უკვე ჩანს, თავად დასავლეთშიც ბევრი უკვე ხედავს ტრადიციული ადამიანური ცივილიზაციის გადაგვარების საფრთხეს და უკვე უამრავი ადამიანი ირაზმება იმ პოლიტიკური ძალების გარშემო, რომლებიც აღნიშნული გლობალისტური პროექტის წინააღმდეგ გამოდიან.
|
ადამიანის ტვინები ისეა მოწყობილი, რომ მარტივი ახსნები მე-2 პლანზე გადადის და თითქმის ყველაფერში რთულ და გონებისთის უფრო საინტერესო მიზეზებს ეძებს.
განვითარება, პროგრესი, ცვლის ტრადიციებს, კულტურას და ბევრ წესს. ცვლის და არა გადააშენებს ერებს (სუფრაზე ხომ არ ვზივართ?) ამ ყველაფერს ცვლის "მისი აღმატებულება დრო" და არა ამისათვის სპეციალურად შექმნილი ზღაპრული ორგანიზაციები. ასე იყო ეს და ასე იქნება ბევრი საუკუნე.
ამ თვალსაზრისით ადამიანები იყოფა 2 ნაწილად: 1. ხალხი რომელთაც წამთ (და არა იციან) რომ თავისით არაფერი ხდება და მიზეზი და მაზანი ყველაფერს აქვს და ყველაფერს ვიღაც გეგმავს. 2. რომ სამყაროში დრო წინ მიდის, განათლება, მეცნიერება, ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ხვალინდელი დღე დღევანდელს არ გავს და პროგრესი, განვითარება მიბმულია დროზე.
ტრადიციებს არავინ ებრძვის, დროისა და თავად ტრადიციის დამცველის გარდა. დღეს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და სხვა სპეც სამსახურებს უჭირთ ინფორმაციის დაცვა და ეს ე.წ. კონსპირაციული ორგანიზაციები რა გახდა. ხალხო სირცხვილია ზღაპრების კიდევ გჯერათ? რელიგიური სექტების რაღაც საიდომლო მმართველ ორგანიზაციებად გასაღება როგორ შეიძლება. ინტერნეტში რომ მოიძიოთ მხოლოდ 2 ქვეყანაში ჯერათ ასეთი რაღაცეების - რუსეთში და საქართველოში.
|