მე ვიყენებ კარგა ხანია
ძალიან მოსახერხებელი რაღაცაა - ინტერესის მიხედვით შედგენილი სიები, უახლესი ინფოს მისაღები ძალიან კარგი საშუალება და უამრავი "სელებრითი". არ არის გადატვირთული ტუჩებდაპრუწული სურათებით, ძალიან კარგი საშუალებაა თანამოაზრეები იპოვო მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩემი აზრით, ერთ-ერთი საუკეთესო სოც-ქსელია. მოკლედ ძალიან მიყვარს

მობილურის აპლიკაცია ხომ საერთოდ კანფეტია
მაინც და მაინც სურათები თუ გინდა კიდევ ინსტაგრამი, pinterest მიაბი და წავიდა რახა-რუხი

140 სიმბოლოს მუღამი ის არის, რომ როდესაც რაიმე ლინკი იდება 140 სიტყვა საკმარისია იმისთვის რომ გაიაზრო, შენ გინდა ამ ლინკზე გადასვლა თუ არა

ყველას ვურჩევ რა.. თემის ავტორმა რა პრობლემაც დასვა ეგ მეც მაწუხებს, ლოკალური ტრენდების ამბავს ვგულისხმობ