არ ვარ დარეგისტრიებული და არც ვაპირებ
მთელი პერსონალური მონაცემები ვიღაც ოდრ -ებს და უშიშროების თანამშრომლებს ჩემი ნებით გადავცე?
თან, დამამცირებელია ფეხის ზომიდან მოყოლებული თვალის ფერით დამთავრებული ყველაფერს რომ გეკითხებიან, გასაყიდი მონასავით
მეზიზღება ეგ საიტიც და ჯობს.გეც
ხელფასის მიწერა არავის უნდა, არადა შენ უნდა დახარჯო დრო, ენერგია, ნერვები, მიხვიდე და ბოლოს გაიგო, რომ 500 ლარს გთავაზობენ
იმ დღეს ვაკანსია იყო, სერიოზულ პოზიციაზე
ითხოვდნენ პაჟიზნენი გამოცდილებას, იასნია მაგისტრატურას, ნუ უნარ-ჩვევებზე აღარც ვსაუბრობ, მოკლედ, დიმიტრი გელოვანი სჭირდებოდათ... ხელფასი კი - 400 ლარიო
ვერ მოვითმინე და მივწერე მეილი, ვის იგდებთ მასხარად თქო
გირჩევთ, ყველა ასე მოიქცეთ