ბავშვობაში გამსახურდიას, კოსტავას და ჯოხარ დუდაევის ფოტოები გაკრული მქონდა საწერ მაგიდასთან...
V კლასელს.
არავინ მაძალებდა, პოლიტიზირებული ბავშვი ვიყავი - ჩემი ბიძაშვილები ( კახა და ლადო გაგლოშვილები , ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელები) ეროვნული მოძრაობის მხარდამჭერები და მიტინგების მონაწილეები...
გავიზარდე, გავიაზრე და მივხვდი, რომ გაგლოშვილები არიან ქართველი ოსები ( ამაზე არასოდეს ლაპარაკობდნენ ჩვენს ოჯახში, დღემდე ქართველობენ), ანუ მე, გენეტიკურად, ვარ ნახევრად ოსი.
გავიაზრე, რომ გამსახურდია იყო იდიოტი, როგორც პოლიტიკოსი.
ფანატიკოსი, არადიპლომატი.
რას ერჩოდა, კონკრეტულად ოსებს?
რატომ გაყარა ეს ხალხი : ბაკურიანიდან, ბორჯომიდან?
ბაკურიანში სასტუმრო "დინამოში" ვისვენებდით, სულ.
ჯეირანაშვილი იყო დირექტორი. ძალიან მაგარი კაცი, ოსი.
ის რომ წავიდა განადგურდა ეს სასტუმრო...
უწყინარი ადამიანი იყო, არაფერს აშავებდა.
უმეტესობამ გვარი გადაიკეთა, ჩემმა კლასელმა ტატაევმა-ტატიშვილად, ნათლიაჩემმა ბურაევმა - ბორაშვილად.
ასი წელი არ გადავიკეთებ გვარს, არავის გამო!!!
ჩემები სულ გაგლოშვილები იყვნენ, რომელი თაობებიც ახსოვთ.
ზოგი ამბობს, რომ ქართული გვარია
მთავარი ისაა, რომ არც ჩვენ ვართ მართლები ოსებთან, სეპარატისტებს არ ვგულისხმობ
აფხაზეთში რა ხდებოდა?
ქმარი მყავდა მეგრელი, გაგრიდან და ვიცი
ცინიკურად ეპყრობოდნენ ადგილობრივებს, ადამიანებად არ აგდებდნენ
ზოგიერთი ქართველისგან არაფერი გამიკვირდება

არ ჩამქოლოთ - ქართველი ვარ და ვამაყობ.