მშვენიერი ინიციატივით გამოდის ეს ადამიანი.
დაინტერესებული პირები დაუკავშირდით. ღირს ცდა.
"კომპანიებო (ყველა ქვეყნისა კი არა და) ამ ქვეყნისა, შეერთდით!
როგორც უკვე გაიგებდით, გაზის ტარიფი ძვირდება 15 თეთრით მხოლოდ კომპანიებისთვის.
სემეკი ამბობს, რომ იურიდიული პირებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხი მის მარეგულირებელ ფუნქციებში არ შედის.
ანუ რა რჩება?
ერთადერთი მომწოდებელი, რომლის იქითაც გზა არ გვაქვს, როცა უნდა და როგორც უნდა ისე გაზრდის ფასს და ამის დასაბუთება არ სჭირდება. არც სემეკი სთხოვს პასუხს და არც სხვა არავინ.
ამიტომ გთავაზობთ შემდეგს:
1. უნდა შეგროვდეს რაც შეიძლება მეტი კომპანია ვისაც ეს საკითხი აწუხებს.
2. უნდა შევიდეს კოლექტიური სარჩელი, რომლითაც ამ ჩვენს მომწოდებელს მინიმუმ ის მაინც მოეთხოვება, რატომ ძვირდება მისი პროდუქტი ასე უცნაურად (ეჭვი მეპარება რომ სახლში სხვა გაზს მაწვდიან და კომპანიაში -- სხვას).
3. უნდა დაიწყოს კოლექტიური კამპანია: გაკეთდეს პრესკონფერენცია და ა.შ.
პ.ს. მე პირადად ეს სხვაობა დიდ დანახარჯს არ მომცემს. (მით უმეტეს დღეს როგორი ამინდი იყო). მაგრამ რაღაც არ მხიბლავს პერსპექტივა რომ ვიღაცეებისგან გაწეწილად ვიგრძნო თავი.
პ.პ.ს. იმათ საყურადღებოდ ვინც ფიქრობს: "მე რატო ავიტკივო თავი, აგერ სხვებმა ირბინონ და თუ რამე გამოვა ჩემზეც გავრცელდება" --- არ გავრცელდება ბატონებო, იმიტომ რომ ეს სამოქალაქო სარჩელი იქნება და ვინც მოიგებს მარტო მათთვის მოხდება ტარიფის გადაანგარიშება.
პ.პ.პ.ს. მიიღება მხოლოდ საქმიანი გამოხმაურებები. მოთქმა ვაი ვიში და ა.შ. თუ შეიძლება რომელიმე ტელეკომპანიის ეთერში სცადეთ (ოღონდ გახსოვდეთ: მსოფლიოში არ არის ცრემლებისადმი ისეთი ინერტულად განწყობილი ქალაქი, როგორიც თბილისია).
მე მაინც ვაპირებ სარჩელის შეტანას. . . .
ჩვენთან არს საუდის არაბეთის მეფე სალმანი (რატოო არ მკითხოთ)
ვიწყებთ!" გიორგი ცერცვაძე
https://www.facebook.com/giorgi.tsertsvadze.31?fref=nf This post has been edited by Shironeko on 2 Feb 2015, 20:47