ვინც მაგ საქმეშია გარეული ხმას არ ამოიღებს, ვინც გარიეს კიდევ შიშით გაჩუმდება...
გააჩნია გოგლა ჟვანიას რა მასალა აქვს შეგროვილი იქნებ ჩაიჭირონ კიდეც
მართალი გითხრა დღევანდელი პროკურატურისა და სასამართლოს იმედი ნამდვილად არ მაქვს
* * *
GEORGIA007გვარაძე ამბობს, ბევრი ინფორმაცია მაქვს, ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციისა და ჟვანიას გარდაცვალების შესახებო
სააკაშვილის დაცვის სნაიპერი ჟვანიას მკვლელობის საქმეზე დაკითხვას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართავს, ადვოკატის თანდასწრებით მსჯავრდებული თეიმურაზ გვარაძე დაკითხოს, რომელიც აცხადებს, რომ ის ყოფილი სნაიპერი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია და ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტის და ასევე - 2012 წელს განხორციელებული ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ინფორმაციებს ფლობს.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტთან საუბრისას პატიმარი აცხადებს, რომ იგი პროფესიონალი სნაიპერია და იყო ზურაბ ჟვანიასა და გია არსენიშვილის ინიციატივით შექმნილი გასაიდუმლებული დივიზიონის წევრი. 2004 წლიდან კი საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი უსაფრთხოების დაცვა დაევალა.
თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ 2012 წლის ზაფხულში, პატიმრობის პერიოდში, მასთან სამი პიროვნება მივიდა, რომლებმაც მას სპეცოპერაციაში მონაწილეობა სთხოვეს, კერძოდ - ორმხრივი ცეცხლის დროს ტერორისტების ლიკვიდაცია დაავალეს. სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს. თეიმურაზ გვარაძე აცხადებს, რომ ე. წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის მსვლელობას უშუალოდ აკვირდებოდა და როგორც თვითმხილველს, შეუძლია, გამოძიებას მნიშვნელოვანი ჩვენება მისცეს.
2012 წლის 15 ნოემბერს თეიმურაზ გვარაძე პატიმრობიდან განთავისუფლდა. მისი თქმით, განთავისუფლების შემდეგ იგი მუდმივ ზეწოლას განიცდიდა, ვინაიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და გარკვეული პირებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა.
თეიმურაზ გვარაძე 2013 წლის მაისში ხელმეორედ დააკავეს. როგორც თავად აცხადებს, მისგან წამების მეშვეობით ცდილობდნენ, იმ დანაშულის აღიარება მოეპოვებინათ, რომელიც არ ჩაუდენია. საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის გვარაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
http://www.newspress.ge/samarthali/60453-s...s-ithkhovs.html