#43661967 · 4 Feb 2015, 21:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
king depress
უშუალოდ მშენებლობა შესაძლებელია 1-2 წელიწადში დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერი ჰესის მშენებლობას წინ უძღვის საკმაოდ ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. ასევე შეთანხმება სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანიას შორის რაც ასევე ხანგრძლივი პროცესია. ასევე საკმაო დრო ჭირდება შესაბამისი ბუნებადაცვითი ექსპერტიზის ჩატარებას და სხვა. მაგალითად, ერთ-ერთი ჰესი რომელიც დასრულდა 2014 წელს, მისი მშენებლობა 2013 დაიწყო, მაგრამ შეთანხმება ამ ჰესთან დაკავშირებით მოხდა 2011 წლის აგვისტოში. საბოლოო პირობები კი ჩამოყალიბდა 2012 წლის ივნისში. საუბარი მაქვს ყაზბეგი ჰესზე, რომელიც 6 მეგავატიანია და მისი საინვესტიციო ღირებულება იყო 2 მილიონი დოლარი. იგივე ითქმის ახმეტა ჰესზეც, რომლის მშენებლობა 2013 წლის ივნისში დაიწყო. ცხადია რომ შეთანხმება ამ ჰესის მშენებლობაზე 2012 წელზე გვიან ვერ მოხდებოდა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში 2012 წელს დაიდო, რაც ნიშნავს რომ მის მშენებლობაზე შეთანხმება წინა ხელისუფლების დროს მოხდა, სხვა 5 ჰესის მშენებლობა (შილდა ჰესი, ფარავანი ჰესი, ლარსი ჰესი, ბახვი ჰესი-3, არაგვი ჰესი) კი 2010, 2011 ან 2012 წლებში დაიწყო. ამ პერიოდში საერთოდ დაიწყო 16 ჰესის მშენებლობა და კიდევ რამდენიმე ათეულზე მემორანდუმი იყო გაფორმებული
ჰესების მშენებლობის აქტიური პროცესი დაიწყო ნაციონალების დროს და ძალიან კარგია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აგრძელებს ამ პროცესს.
|