და თურქეთი?
სსრკ როდესაც ერთიანი სახელმწიფო იყო პირდაპირ ჰქონდა საზღვარი NATO-სთან, გორბაჩოვ-შევარდნაძემდე გაცილებით ადრე.
და საერთოდ, ძალიან მარტივია იმის დანახვა, რომ სუფთა სამხედრო თვალსაზრისით NATO-ს მისვლა რუსეთის საზღვართან სულაც არ არის ხიფათის მომტანი რუსეთისთვის. რატომ?
1. ჯერ ერთი NATO-ს და განსაკუთრებით მის წევრ ევროპულ სახელმწიფოებს, იქეთ თუ არა დაემუქრა ვინმე ბირთვული იარაღით, თუ რუსეთს არ დაესხმებით თავს ატომურ ბომბს გესვრითო, არავინ რუსეთზე თავდამსხმელი არაა.

2. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, რუსეთის მოსაზღვრე NATO-ს წევრ ქვეყნებს იმდენად სუსტი შეიარაღება აქვთ, რომ ჩვენთანაც კი გაუჭირდებათ ბრძოლა.

ესტონეთი, ლიტვა, ლატვიის აღება რუსეთისათვის 3 დღის ამბავია თუკი სიღრმიდან არ წამოვიდა დახმარება, მინიმუმ დიდი ბრიტანეთის მასშტაბების ქვეყნიდან.
3. რომც დავუშვათ სასწაული და დავიჯეროთ, რომ მთელმა NATO-მ, (კოლექტიური თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებენ ბრძოლას) მერკელ-ოლანდიანად გადაწყვიტეს რუსეთზე თავდასხმა, ამისთვის სრულიად გამოუსადეგარია ლიტვა, პოლონეთი ან თუნდაც საქართველო. NATO-მ უნდა გამოიყენოს საკონტინენტთაშორისო რაკეტები და დაარტყას რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს, აბა დარიალის ხეობიდან ხომ არ შეუტევს ვლადიკავკაზს?

NATO-რუსეთის თეორიული ომი იმხელა მასშტაბის რაღაც არის, რომ არავითარი აზრი არა აქვს საქართველო კი არა, თუნდაც პოლონეთი სად იქნება.
ეს ძალიან კარგად იცის რუსეთმა.
რუსეთს სულაც არ ეშინია NATO-სი, იმიტომ რომ იცის, რომ იქედან არავითარ თავდასხმას არ უნდა ელოდეს. რუსეთს აწუხებს საკუთარი გავლენის სფეროების დაკარგვა, რადგან ძალიან ძნელია NATO-ს წევრ ქვეყანაზე განახორციელოს ღია ოკუპაცია ან თუნდაც შიგნით გამოიწვიოს ეთნიკურ-ტერიტორიული კონფლიქტი. აი, ამას დარდობს რუსეთი. ცუდი კი ისაა, რომ ამ გავლენის სფეროების დაბრუნებას ცდილობს ძალიან უხეშად დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ტოტალურ წინააღმდეგობაში მოდის ამ ქვეყნების მოსახლეობის სურვილებთან და ა.შ. რადგან არ შეუძლია შესთავაზოს არც ერთ ქვეყანას ეკონომიკური სტაბილურობა, დემოკრატიული სისტემები, სამართლებრივი ინსტიტუტები. ერთი სიტყვით, რუსეთი არ არის მიმზიდველი, ამერიკა და ევროპა კი არის.
რუსეთი ცდილობს ავტორბოლა მოიგოს არა უკეთესი ავტომობილის შექმნით, არა უკეთესი სპორტსმენების ხარჯზე, არამედ მეტოქე გუნდის საბურავების დაჩხვლეტით, ასე შეიძლება რაღაც ეტაპი მოიგო, ვიღაცას აჯობო, მაგრამ ბოლოს მაინც დაიღუპები, პროგრესს ვერ შეაჩერებ.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 10 Feb 2015, 00:46
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)