ესეც მიამატეთ იმედია არ მიწყენთ ქოცები

--------------------------------------------------------------------------------

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა აღმაშენებლის გამზირი გადაკეტეს. გარდაცვლილის ახლობლები დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.
მათი თქმით, ავტომანქანის მძღოლი პოლიციელის ცოლია და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ისინი იმასაც ამბობენ, რომ სამართალდაცველები დანაშაულის უდანაშაულო ადამიანისთვის დაბრალებას ცდილობენ. პირველი დარტყმის მერე, გოგონას მეორე მანქანაც დაეჯახა, რომლის მძღოლიც არ მიმალულა და გარდაცვლილის ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ სამართალდამცველები პასუხს სწორედ ამ მძღოლს აგებინებენ.
„შვიდი წელია შვილი არ მინახავს. ერთადერთი შვილი მყავდა. დილით ეკლესიაში შევიდა სანთლის ასანთებად. იქედან თბილისში, ბიძის სანახავად უნდა წასულიყო. ამოწყვეტილი ვარ მე უკვე. ქმარი მე არ მყავს, შვილი მე არ მყავსმ არავინ დამრჩა.თუ მკვლელს არ დააპატიმრებენ, მიცვალებულს აქ გამოვიყვანთ და გზაზე დავასვენებ. დედა ვარ და ყველაფრის უფლება მაქვს“, - ამბობს გარდაცვლილის დედა რუსუდან ნანავა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში, საბერძნეთში იმყოფებოდა..
გარდაცვილის ოჯახის ახლობლების განცხადებით აღმაშენებლის გამზირის მთელ პერიმეტრზე ვიდეოთვალებია დამონტაჟებული, მაგრამ, სამართალდამცველებს ვიდეოთვალები არ გაუხსნიათ.
„მიწაში ჩავალთ, მიცვალებულს არ დავასაფლავებთ, ვიდრე მკვლელს არ მოგვიყვანენ“,- ამბობს 19 წლის გოგონას ბებია ნაირა ნანავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში News.ge-ს განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს და საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.
წყარო ქოცებისთვისქოცებო გსურვებთ იგივე განეცადოთ თქვენს მშობლებს ოჯახის წევრებს და თქვენ იგივე განგეცადოთ თქვენი ოჯახის წევრების მიმართ
