#43758129 · 14 Feb 2015, 12:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
qar-tleti
QUOTE | აქ კი პრობლემა უს კი არაა რომ დედაენა მეგრულად დაბეჭდეს, არამედ ის, რომ მეგრული ენის სწავლების შემოღებით მეგრელ მოსახლეობას იტყუებენ ხაფანგში, საიდანაც გამოსასვლელი არ არსებობს. მეგრული რა თქმა უნდა იქნება მხოლოდ დაწყებითებში, ხოლო უფროს კლასებში სწავლას კი რუსულად გააგრძელებინებენ ბავშვებს. აღარაფერს ვამბობ იმ განწყობებზე, რითიც ამ ბავშვებს გაზრდიან. მათ არ ეცოდინებათ არც საკუთარი ისტორია (სამაგიეროდ ეცოდინებათ თუ როგორ წაართვეს ფაშისტმა ქართველებმა მათ სახელმწიფოებრიობა, როგორ მოპარეს ანბანი, როგორ გააქართველეს მეგრელთა მნიშვნელოვანი ნაწილი და ასე შემდეგ. აი ასე მუშაობს რუსული სახელმწიფო მანქანა-დაყავი და იბატონეს პრინციპით. აი ასე მოახერხეს აფხაზების ამხედრება ქართველთა მიმართ. პ.ს. მე ამას სრული ერიოზულობით ვწერ და იმედია გამგები გაიგებს |
აი, ესაა მათი მიზანი და სურვილი.
აბა, მეგრელების და მეგრული ენის სიყვარულით რომ არ აკეთებენ ამას, ბევრი კამათი და განხილვა არ სჭირდება.
უკვე წლებია, რუსულ, აფხაზურ და მეგრულ ენებზე გამოდის გაზეთი ,,გალი".
წლებია, მეგრულ ტელევიზიაზე, მეგრულად სწავლებაზე და მსგავს რაღაცებზე ლაპარაკობენ ოკუპირებულ რეგიონში. თუმცა, აქამდე ლაპარაკი ლაპარაკად რჩებოდა.
ახლა კი, ეტყობა, რომ საქმეზე გადადიან...
სამწუხაროდ, ვერ ვაკონტროლებთ აფხაზეთს და ხელს ვერ შევუშლით ადგილზე მათ ამ წამოწყებებს, მაგრამ დაფიქრებული, გააზრებული მიდგომით შეიძლებ(ოდ)ა ამისთვის ხელის შეშლა...
ენგურსაქეთ რომ აღიქმებოდეს მეგრული ქართველი ერის მემკვიდრეობად და დაფასებული რომ იყოს, როგორ გგონიათ, რამდენად გააკეთებდნენ გალში მსგავს რაღაცებს?
ამ თემაშიც შევეხე რამდენჯერმე და კიდევ დავწერ: მეგრული ენა არის ჩვენი მემკვიდრეობა და უნდა დავაფასოთ (ქართულთან სტატუსით გათანაბრებაზე არაა აქ ლაპარაკი).
არ შეიძლება, ენა მუდმივი იგნორის ქვეშ იყოს და იმაზე მიდიოდეს ბჭობა, დიალექტია თუ ენა, შეიძლება თუ არა ამ ენაზე რაიმეს შექმნა და ა.შ.
სწორედ არსებული რეალობის გამოყენებას ეცდება მტერი საქართველოს საწინააღმდეგოდ.
ამაზე კარგად დაფიქრებაა საჭირო...
This post has been edited by ფორცხოლი on 14 Feb 2015, 12:39
--------------------
. .
|