მოკლედ რომ შევეცადო და მიკერძოების გარეშე შევხედო ამ ყველაფერს ასეთი სურათი ჩანს:
(რა თქმა უნდა ეს ჩემი ლოგიკა და ჩემი ანალიზია, შესაბამისად მე არ ვამტკიცებ რომ მართალი ვარ, მაგრამ სხვის აზრსაც პატივი ეცით)
ზურაბ ჟვანია რომ არა ტრადიციული ორიენტაციის იყო ამაში სადღაც 90 პროცენტით დარწმუნებული ვარ ( ის 10 პროცენტი იმის რომ რაც ჩემი თვალით არ მინახავს რთულია ამტკიცო) მაგრამ მე ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, არავის საქმე არ არის კონკრეტული პირის პირადი ცხოვრება, თუნდაც ის იყოს საჯარო პირი.
ნუ ამის ახსნას არ დავიწყებ რატომ მგონია ასე, ვერც დავამტკიცებ და ამ დროს არგუმენტებიც იმდენია...
რაც შეეხება რაულ უსუპოვს... თუ საიდან მოხვდა ეს ახალგაზრდა, 23–25 წლის ბიჭი ასეთ თანამდებობებზე?
წარმოშობით აზერბაიჯანელი, სკოლა ყარაჯალაში დაამთავრა, შემდეგ უნივერსიტეტის სიღნაღის ფილიალში სწავლობს და ამის მერე უცებ ჯერ სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ ინიშნება ზინაიდა ბესტაევას უწყებაში, 2004 ში მამამისი ყარაჯალის გამგებლად, 2005 ში კი რუსთავის გუბერნატორის მოადგილედ გადადის რაული. ფაქტია რომ ერთი უბრალო ბიჭი ვარდების რევოლუციის შემდეგ სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ. მამამისი ადასტურებს იმასაც რომ გარდაცვალების დღეს ჟვანიას კანცელარიაშიც კი შეხვდა უსუპოვი და საუბარი იყო მის პრემიერმინისტრის აპარატში გადაყვანაზე. ფაქტია რომ ამ ბიჭი სამსახური ყოველთვის თბილისშია ან ახლოს თბილისთან. ისიც ფაქტია რომ ეს ბიჭი ყველგან მოადგილეა და მაგალითად რომელიმე რეგიონში გამგებლობას რუსთავის მერობის მოადგილეობა უწევს. ჟვანიას კადრების განაწილება ნამდვილად არ ეშლებოდა, შესაბამისად აქ რომ სახელმწიფო პოლიტიკა იყოს გატარებული და კადრების სწორად შერჩევა, ვფიქრობ სოფელში გაზრდილი ბიჭი თავის მხარეში გაცილებით პროდუქტიული იქნებოდა და საჭირო ვიდრე რუსთავში.
ნუ სადაც იმ პერიოდში კირკიტაძემ, ვარძელაშვილმა და მსგავსმა ხალხმა იშოვა მინისტრის პორტფელები თუ არა საკმაოდ კარგი თანამდებობები, ჟვანიას ვფიქრობ არ გაუჭირდებოდა, რაიმე კარგი პოსტის მიცემა საკუთარი კადრისთვის. მაგრამ როგორც ჩანს არ იყო რაული ამისთვის საჭირო, ალბათ ეს უბრალოდ "პატივისცემა" იყო, ხელფასის სახით.
მოკლედ აი ეს გარემოებები ჩემთვის ნუ თითქმის საკმარისი არგუმენტებია რომ ამათ მხოლოდ სამსახურეობრივი ურთიერთობა და მეგობრობა არ აკავშირებდათ.
ახლა ფაქტებს რომ გადავავლოთ თვალი: ყველა ადასტურებს, მათ შორის უსუპოვის ოჯახი და ჟვანიას გარემოცვაც რომ იმ დღეს კაბინეტში რაული სტუმრად ყავდა ზურას, სადაც დაპირდნენ უსუპოვს რომ მას მალე გადაიყვანდნენ პრემიერის აპარატში, შესაძლებელია რომ აქ გაჩნდა კიდეც იდეა, გნებავთ მოთხოვნა ამ ამბის ღამით "აღნიშვნა"
(ის რომ მაღალჩინოსნებს და ზოგადად ცნობად სახეებს, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ, ხშირად აქვთ ნაქირავები კონსპირაციული ბინები)
ახლა კი რომ გამოვრიცხოთ ის რაც შეეძლო გაეკეთებინა უშიშროებას, მოქმედ მთავრობას და ჟვანიას პოლიტიკურ მტრებს და უბრალოდ ბრმად იმ ფაქტებს მივენდოთ, იმ ფაქტებს რომელიც წესით უნდა დახვედროდათ იქ მისულებს და ვერ თქვეს:
ჩვენ ვიცით რომ ჟვანია მიდის დედის სახლში ცოტა ხნით, შეიძლება ვიფიქროთ რომ ის ამით იქმნის ალიბს ოჯახისთვის (რომელიც წყნეთშია) რომ ის რჩება დედასთან, დედისთვის ის მიდის წყნეთში. შეიძლება სამსახურშიც. მგონი იმასაც ამბობდნენ ადრე რომ მანქანა შეიცვალა, სახელმწიფო მანქანა მიდის წყნეთისკენ, ხოლო რაღაც ჩვეულებრივი მანქანით მიდის საბურთალოს ქუჩისკენ.
უსუფოვი ამ დროს სადღაც სუფრაზეა და ისაც მიემართება კონსპირაციულ ბინაში.
ალბათ ჟვანიას დაცვის რომელიმე წევრმა იცოდა ზურას ორიენტაციის შესახებ, იმან ვინც მიიყვანა ბინამდე და დაითხოვა დაცვა (ნუ ხვდებოდა მაინც)
მე რამდენადაც ვერკვევი დაცვის ობიექტი ვალდებულია ასეთ სიტუაციაში დაცვას უპასუხოს ტელეფონზე, ალბათ რამოდენიმე არ პასუხი დაცვამ მიიღო როგორც "შემეშვით, თავი გამანებეთ" მაგრამ შემდეგ (უნდა ვივარაუდო რომ ჟვანია დარჩენას არ აპირებდა ამ სახლში, ნუ წამოსვლას აპირებდა მაინც სადღაც გათენებამდე, სავარაუდოდ მოერიდებოდა დღის სინათლეზე კორპუსიდან გამოსვლას) როდესაც უკვე პირობითად გამოსვლის დროს აღარ უპასუხა შევიდა დაცვა სახლში. როგორ და რანაირად ეს არ მიფიქრია. შევიდნენ მოკლედ სახლში და ნახეს გვამები ლოგინში, შიშველ მდგომარეობაში. იქვე ნახეს ის რაზეც მიუთითებდა სასამართლოზე ვიღაც (არ მახსოვს ვინ) ანუ სექსუალური სათამაშოები. ბოდიშის მოხდით მაგრამ თუკი ვივარაუდებთ რომ პრემიერი იყო "ველური სექსის" მომხრე, არც ტუჩზე "სინიაკი" და დაბრწკენილ–დაკბენილი ძუძუს თავები არ უნდა გაგვიკვირდეს. მოკლედ ალბათ ეს ამბავი სასწრაფოდ შეატყობინეს დაცვის სამსახურს და უმაღლეს პირებს. მანამდე კი თავის თავზე აიღეს სიტუაციის გამოსწორება (ალბათ იფიქრეს რომ ეს ამბავი სასწრაფოდ გახმაურდებოდა, ან მიიღეს დავალება ზემოდან რომ მდგომარეობა გამოესწორებინათ) რაც გამოიხატა იმაში რომ ჯერ ორივე გვამს ჩააცვეს, შემდეგ (არ ვიცი რამდენად სანდო ვარიანტია) მაგრამ შეიძლება მართლა გამოიტანეს უსუპოვის ცხედარი რაზეც შეიძლება იქ მისულმა მაღალ ჩინოსნებმა კულტურულად რომ ვთქვათ უთხრეს ძალიან ცუდი აზრი მოგსვლიათ თავშიო და შეატანინეს მიცვალებული უკან.
ის სურათები კი რაც არსებობს, ისევ და ისევ საკუთარი პროკურატორისთვის უნდოდათ და არა ინტერნეტში დასადებად, თორემ არ დააფიქსირებდა არავინ ასეთ მდგომარეობაში უსუპოვის შარვალს.
თუ ატყობთ გამოვტოვე მთავარი, როგორ გაიგუდა პრემიერი და უსუპოვი. გამოვტოვე იმიტომ რომ ეს შეიძლება როგორც ბუნებრივად, ისევე ხელოვნურად მომხდარიყო. ეს ნამდვილად დასადგენია.
რაც შეეხება საიდან აქვს რ2–ს ეს ინფორმაცია...

ამაზე ცოტა გამეცინა. ჯერ ერთი რომ ეს დიდი ხნის წინანდელი დასკვნაა და შეიძლება 2005 წლიდან მოყოლებული (რაც დადეს ამერიკელებმა დაკსვნა) აქვთ ეს მასალა, შეიძლება ნაცმომ გადმოუგზავნა უცხოეთიდან ან ვიღაცამ მიაწოდა პროკურატურიდან
მთელი სამყარო თეატრია! W. Shakespeare