#43749168 · 13 Feb 2015, 13:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ablabudaa
| QUOTE | | მიშა რო აკეთებდა " ჯერ ვიყვით ვოლგა, მერე მერსედესი, ახლა კი ფერარი" |
აუფ, მერსედესმა როგორ არ უჩივლა მიშას, ფერარზე დაბალ კლასად რომ მიიჩნია.
ერთი ამბავი გამახსენდა:
სომხებმა ტუფლების გამოშვება დაიწყეს და შექმნეს ტუფლი "დონაშიერი".
მერე, რეკლამა ხომ უნდაო?
უნდაო!
და გააკეთეს რეკლამა,
სურენა დილით გამოდის სახლიდან, ფეხზე აცვია ფუფლი "დონაშიერი", აღებს ავტოფარეხს და იქიდან გამოყავს ბოლო გამოშვება, ცინცხალი მერსედესი.
მიადგა ტრასაზე, დაადებინა 280 კმ/სთ.
მაგრამ ეს მტარვალი წუთისოფელი მისცემს ადამიანს სრულფასოვან ლხენას?!
უცბათ მუხრუჭმა არ დაუჭირა!
დაადგა ერთხელ, დაადგა მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ, მაგრამ უნაყოფოდ!
გაბრაზდა სურენა მეხუთეჯერ გამეტებით დაჰკრა "დონაშიერი"-თ შემკული ბანჯგვლიანი ფეხი მუხრუჭს!
მანქანის პოლი ჩაანგრია და ასფალტამდე უწია. სურენამ შესძახა - ცავატანემ "დონაშიერი", არ მიმუხთლო! ჰოდა ნაქები სომეხი საპოჟნიკის მთრთოლავი და მზრუნველი ხელით დაკერებული პადოში მთელი ძალით დააჭირა ასფალტს.
და, და მანქანა გაჩერდა!
გადმოდის ბედნიერი სურენა, კრაზის შიტოკივით გადამბული წარბებქვეშ მოელვარე თვალებს მიაბჯენს ტუფლებს "დონაშიერი" და იძახის - "ისკონნაია პროფესია არმიან ობოგოშჩაეტ ი ვნეკონკურენციი სტავიტ ტუფლი "დონაშიერი"! ტუფლი "დონაშიერი" სოხრანიტ ვას ოტ კავარსტვო მაშინ - მერსედეს"!
ნუ მერე რა, რომ მეორე დღიდანვე სასამართლოებში არბენინა უმადურმა მერსედესმა, დიდძალი ფული "გამოსძალა" და ბოდიშები ახდევინა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებით მსოფლიოში უძველეს, პირველადამიანებს?!
ზატო, სომხის ქალები და საპოჟნიკები ახლა აგრე ტირიან - "ერთი ტუფლ მაინც შაგქმენი, მერსედესთ მეომარია"! * * * ჰაა, გადაწყვიტეთ რომელ ადგილზე ვართ?
This post has been edited by kvirike on 13 Feb 2015, 15:06
--------------------
მცხეთას დარისხდნენ ზარები, მოსვლასა ხმობენ მტრისასა, ამაიჰყვა არაგვს ძახილი - მუხლს ვინ შაიბამთ მგლისასა?!
სამჯერ ვარ დაბადებული, მონათლული ვარ სამჯერა, ერთხელ სიკვდილი რას მიზამს?! ერთხელ სიკვდილის არ მჯერა!
|