#43807241 · 19 Feb 2015, 10:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ადრეც დავწერე და ახლაც დავწერ.
მიუხედავად აქ ატეხილი ჟივჟივისა და ვიშვიშისა, შენ ხარ ჩემი ბატონი, საქმე არის შემდეგნაირად:
ხალხის დიიიდი უმრავლესობა ფიქრობს სწორედ ისე, რაფერც გადმოსცა ვასაძემ. დღემდე ეს განწყობა ითრგუნებოდა იმ გამოტვინებული იდეოლოგიური სქემით, რომ მზე დასავლეთიდან ამოდის და იმათი ქაქიც ჩვენს ქაქზე უფრო სურნელოვანია.
რამდენიც არ უნდა იწრიალოთ, საქართველოს პოლიტიკის მომავალი სწორედ ამ დისკურსს ეკუთვნის (ესეც იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად შეგვრჩა ეს სახელმწიფოს მსგავსი ორგანიზაცია). ამიტომ ქვებზე ხეთქებით, სულიერი ტრაგედიებითა და ფსიქიკური ტრავმებით სულ უფრო დავშორდებით, ზოგისთვის უსაყვარლესად გამხდარ გულის ბროშკას, დასავლეთს.
ამაზე იფიქრეთ და არა ვასაძის პოლიტიკურ პრეტენზიებზე. ასეთი პრეტენზიები არა აქვს, იმიტომ, რომ ბიძინას მაგალითმა კიდევერთხელ უჩვენა, მასაც და სხვასაც, პოლიტიკაში ფეხის შემოდგმა და ქართველების უკიდეგანო ეჭვიანობის ობიექტად გახდომა ერთია.
--------------------
არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღუიძებენ მხუმილნი მისნი. ფს. 126
|