ძალიან ჟილკიანი ხალხი ყოფილან უკრაინლები.
მაგათ ვერ გატეხავს ხუილო.
კი, აიღებს ძალების დიდი დაძაბვით პატარ-პატარა სამიზნეებს,მაგრამ გამორიცხულია უკრაინელების კაპიტულაციას მიაღწიოს
უკრაინის კაპიტულაციის გარეშე კი, ხუილოს ომი წაგებული აქვს
რა შეიძლება მოიმოქმედოს ხუილომ?
ერთი ვარიანტი - გააგრძელოს პატარ-პატარა შეტევები აეროპორტის ან დებალცევოს მსგავს პლაცდარმებზე. მთავარი მიზანი ასეთი შეტევების უკრაინელების დემორალიზაცია და შიდაარეულობის(პოროშენკო მოღალატე და მსგავსი განწყობები ) პროვოცირებაა. ასევე, ქვეყნის მუდმივი ცხელი ომის პირობებში მოქცევა მისი ეკონ-საფინანსო სისტემის ჩამოშლის მოლოდინში. ეს სტრატეგია არ მოიტანს შედეგს. უკრაინა არ ჩამოიშლება. მას დაეხმარებიან საკმარისად, რომ ხუილოს ეს მარტივი გოთვერნული გატვლა არ აღსრულდეს. ვფიქრობ, ხუილო უკვე ხედავს ამას.
მეორე ვარიანტი - ფართომაშტაბიანი შეჭრა და რამდენიმე მიმართულებაზე შეტევა დიდი სტრატეგიული გეგმებით (მათ შორის ყირიმთან გაჭრის მცდელობა). აქ ხუილო ბოლომდე რისკავს, მიდის ვაბანკზე. აშშ-მ გააფრთხილა, რომ ასეთ ვაბანკს არ მოითმენს და ბოლომდე დაუდგება უკრაინას, მათ შორის ყველა ტიპის შეიარაღებით. ასევე სწრაფი მომგუდავი სანქციებით, ხუილოს რეჟიმის სრული საერთაშორისო დელეგიტიმაციით და ა.შ. ხუილომ ამ ეტაპზე გადაავადა (ან უფრო ბლეფობდა) ვაბანკზე წასვლა.
და მესამე ვარიანტი, "ღირსეული", მაგრამ უკანდახევა დონბასიდან და მინსკის შეთანხმების სრული რეალიზაცია - უკრაინის სახელმწიფოს მიერ საზღვარზე კონტროლის აღდგენა. ამ ვარიანტსაც უდიდესი რისკები ახლავს ხუილოს რეჟიმისთვის. მთელი ნაციონალისტი რუსობა შემოუტრიალდება და მიადგება კრემლს. გამოვა ისე, რომ მონსტრი რომელიც მან თავად გამოზარდა თავისი სპეცსამსახურების და პროპაგანდის მეშვეობით, თვითონ მას გადაყლაპავს.
რას აირჩევს ხუილო? ამ ეტაპზე დრო აიღო საფიქრად ისე, რომ სამივე ვარიანტი ღიად დატოვა. დასავლეთი მე-3 ვარიანტს ურჩევს

)
ან აქვს კიდევ რაიმე ვარიანტი?