ერთი ცნობილი ფორუმელის ანალიზია, რომელიც ფეისბუქზე დადო. მიმხვედრი მიხვდება. ჩემი აზრით საინტერესოა და აქაც დავდებ.
მინსკის პირველი შეთანხმება უკრაინელებისთვის იყო ამოსუნთქვის საშუალება ... ისინი გამოვიდნენ ილოვაისკის კატასტროფის შოკიდან .... და მყისიერად დაიწყეს მზადება ახალი შეტევისთვის
პარაშენკოს პოზიციები ძალიან სუსტია კიევში , პოლიტიკურ პოზიციებზე გეუბნებით . არჩევნებში ორი პოლიტიკური ცენტრის გამოკვეთამ - პოროშენკო და იაცენიუკის დაჯგუფება , უკრაინაში ძალიან საინტერესო სიტუაცია შექმნეს .
გახსოვთ ალბათ დიდი ორომტრიალი კაბინეტის დაკომლექტებასთან დაკავშირებით . გადაწყდა დაახლეობით ასე :
ეკონომიკური მდგომარეობა ( კატასტროფული ) - იაცენიუკი
სამხედრო მდგომარეობა ( კატასტროფული ) - პარაშენკო
ამ კრიტერიუმების მიხედვით დაკომლექტდა მინისტრთა კაბინეტიც ... სამხედრო საქმეებს ჩამოშორდა ავაქოვი და პარუბი ( იაცენიუკის ხალხი ) ... ეკონომიკური გუნდი ჩამოაყალიბა იაცენიუკმა , აქ პარაშენკო არ უშლიდა ხელს
იანვრის თვე იაცენიუკისთვის იყო სუპერ წარმატებული , თებერვალში ოფიციალურად გაცხადდა რომ მვფ-ი მათ 40 მილიარდს მიცემს ( დროში გაწელილად მაგრამ მაინც ) - ეს სერიოზული წარმატება იყო იაცენიუკის ჯგუფის , რომელიც ევროპაზე ორიენტირებულად ითვლებიან
ამ ფონზე პარაშენკოს ჭირდებოდა , იაცენიუკის წარმატებასთან გათანაბრებული სამხედრო წარმატება . პარაშენკომ დახმარებისთვის ამერიკელებს მიმართა . დაიგეგმა სამხედრო ოპერაცია , ძალიან ლამაზი უნდა ვაღიაროთ , რომელიც გარდატეხას შეიტანდა მთელ კომპანიაში .... მიზანი იყო ორი :
1. დონეცკის აღება
2. დნრ-ს სამხედრო ძალების ორ ქვაბში მოქცევა რაც შეწყვეტდა წინაამღდეგობას დონეცკში , ამის შემდეგ ლუგანსკის აღება ტექნიკის საქმე იქნებოდა .
გეგმა რუქაზე ასე გამოიყურებოდა
user posted image
გეგმა ორ ეტაპიანი იყო
1 ეტაპი :
ა/დებალცევოს შვერილში მაქსიმალური ძალების კონცენტრაცია , ორი გამაგრებული რაიონის შექმნით - ოლხოვატკა და დებალცევო
ბ/ სამხრეთით ასევე ორი გამაგრებული რაიონის შექმნა - ოლენოვკა-დოკუჩაევსკის მიდამოებში
გ/ იქმნება სუპერ-გამაგრებული 31-ე ბლოკ-პოსტი , დასახლება კრიმსკოეში რომელიც აკონტროლებს ბუხმუტოვსკაის ტრასას , სადაც არსებული სიმაღლეები სრულად აკონტროლებენ როგორც გოლოვკას მიმართულებას , ასევე ლუგანსკის მიმართულებას
დ/დონეცკის აეროპრტთან ბრძოლების გააქტიურებით , ჩაეთრიათ დნრ-ს სამხედრო დანაყოფების მაქსიმალური რაოდენობა
ე/ მოეხდინათ პროვოცირება სეპარატისტების , შემხვედრი დარტყმებით სვეტლოდარსკის მიმართულებით , მოეხდინათ დებალცევოს ქვაბის დაკეტვა
2. ეტაპი
ა/ სეპარატისტების მიერ სვეტლოდარსკთან ქვაბის დაკეტვის მიზნით დაწყებული შეტევისთანავე , დაიწყებოდა ავდეევკიდან , არტემიევსკიდან და 31 ბლოკ-პოსტიდან გორლოვკის რაიონის საარტილერიო დაბომბვები
ბ/ შემხვედრი დარტყმები დებალცევოდან - ილოვაისკის მიმართულებით და ოლენოვკიდან , დოკუჩაევსკიდან , ასევე ილოვაისკის მიმართულებით . ამ დარტყმების შედეგად იკეტებოდა უდიდესი ქვაბი , ქალაქ დონეცკის ყრუ ალყაში მოქცევით .... ამ დარტყმების შემდეგ დნრ-ს არმიას ფაქტიური წინაამრდეგობის გაწევის უნარი ეკარგებოდა
გ/ დამხმარე დარტყმებით - დებალცევო გორლოვკა და ავდეევკა-იასინოვატაია -გორლოვკა . აქ იკეტება მეორე ქვაბი გორლოვკას რაიონში
დამეთანხმე ძალიან ლამაზი გეგმა არის .... მე დეტალებში არ შევალ , მაგრამ ადვილად შეიძლება ყველაფერი ამის აღდგენა ზამთრის კომპანიის მიმდინარეობის ანალიზით
რუსეთის გენერალური შტაბის ( გივი და მოტოროლა აბა ამას ვერ მოიფიქრებდნენ ) კონტრ-მოქმედებები რომლებმაც ჩაშალეს აღნიშნული გეგმა
ა/ რუსებმა გაშიფრეს ამერიკის სახმელეთო ჯარების შტაბში დამუშავებული ეს გეგმა ( კარგად გვახსოვს ამერიკის სახმელეთო ჯარების სარდალის ვიზიტი უკრაინაში )
ბ/ დიდი დანაკარგების მიუხედავათ , სეპარატისტებმა გატეხეს დონეცკის აეროპორტში უკრაინელების ორგანიზებული წინაამღდეგობა , რითაც უკრაინელებს გამოაცალეს ძალიან მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტი უშუალოდ დონეცკთან
გ/ განადგურებული იქნა უკრაინელების 31-ე ბლოკ-პოსტი ლუგანსკის დასავლეთით და იმ ბლოკ-პოსტის სიახლოვეს აღებული სიმაღლეებიდან სერიოზული პრობლემები შეუქმენს უკრაინული არმიის მანევრირებას პოპასნოეს და კრიმსკოეს მიდამოებში , ამ ზონას კი უკრაინელების გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა
დ/ სვეტლოდარის და წითელი პარტიზანთან აქტიურობით , აჩვენეს უკრაინელებს რომ წამოეგენ მათ პროვოკაციას და სულ მალე დაიწყებოდა სვეტლოდარსკის შტურმი დებალცევოს ქვაბის დაკეტვის მიზნით . მაგრამ სინამდვილეში არავიტარი იერიშის მიტანას ისინი არ აპირებდნენ სვეტლოდარსკზე , პირიქით იმ მიდამოებში სე[არატისტები ყრუ დაცვაზე გადავიდნენ
ე/ მარიუპოლთან აქტიურობით , განცხადებებით რომ იწყებოდა მარიუპოლზე შეტევა - სეპარატისტებმა აიძულეს უკრაინელები გადაესროლათ ნაწილები ოლენოვკა-დოკუჩაევსკის მიდამოებიდან მარიუპოლისკენ ( არადა უკრაინელების გეგმით ოლენოვკა-დოკუჩაევსკის მყოფ ნაწილებს უდიდესი მნიშვნელობა ქონდა , ილოვაისკის მიმართულებით დარტყმის მისაყენებლად )
ვ/ დასახლებები ნიკიშინოს აღებით და ჩერნუხინოზე შეტევით , შუა წელში შეუვარდნენ დებალცევოს დაჯგუფებას და ოლხოვატკას რაიონში დაიწყეს მცირე ქვაბის ფორმირება
ზ/ კალინოვკას , უგლეგორსკის , ნოვოგრიგოროვკის აღებით დაიწყეს მეორე მცირე ქვაბის ფორმირება , ოლხოვატკას ქვაბის ზემოთ თვით დებალცევოს დაჯგუფების ბლოკირებით
ეს ოპერაციები ახლა მიმდინარეობს