ტევადობა:
ორივე ტრანსპორტს აქვს თავისი დანიშნულება, მგზავრთგამტარუნარიანობის მხრივ!
სადაც საჭიროა ტრამვაი მგზავრთნაკადის გამო, იქ ტროლეიბუსის გაკეთება გაუმართლებელია, იგივე ითქმის ავტობუსზე.
ტროლეიბუსი შეიძლება გაკეთდეს იქ სადაც ავტობუსები მოძრაობენ და სტანდარტული ავტობუსისთვის საკმარისი მგზავრთბრუნვაა.
ტრამვაი კეთდება უკვე გაცილებით მაღალ მგზავრთბრუნვაზე და რიგ შემთხვევებში უტოლდება ზოგიერთ მეტროს სისტემას.
დანარჩენი უკვე ეკნომიურობა და ფასები ამისდა მიხედვით განისაზღვრება!
როგორც ასეთი მოძრავი შემადგენლობა რა თქმა უნდა ტრამვაის 1 ვაგონი ძვირია 1 ტროლეიბუსზე ისევე როგორც 1 ტროლეიბუსი ძვირია 1 ავტობუსზე ერჯერადად საყიდლად.
მაგრამ ექსპლოატაციაში ტროლეიბუსი უფრო გამძლე და სიცოცხლისუნარიანია ვიდრე ავტობუსი, პლიუს უფრო ნაკლებად სჭირდება მას შეკეთება და პროფილაქტიკა.
ტრამვაი მათზე კიდევ უფრო ეკონომიურია ამ მხრივ და თანამედროვე ტრამვაის ვაგონების კორპუსის სიცოცხლისუნარიანობა 30-40 წელია. მაშინ როცა ტროლეიბუსის 15-17 წლამდე ხოლო ავტობუსისა 10-12 წელი.
ტრამვაის გამო იმისა რომ მოძრაობს ლიანდაგზე დენის ხარჯი ნაკლები აქვს მისი რკინის ბრობლების ასევე რკინისავე რელსის მიმართ ნაკლები წინაღობის გამო.
რეზინის ბორბლის ასფალტისადმი წინაღობა გაცილებით მაღალია რაც მეტი საწვავის ან დენის ხარჯს იწვევს.
ტროლეიბუსი და ტრამვაი იდეალური ტრანსპორტია რთული რელიეფის მქონე ქალქებისთვის. მოგეხსენებათ რომ რთული რელიეფი პირველი პრობლემაა საწვავზე მომუშავე ტრანსპორტისთვის, დაბალი სიჩქარე, მეტი გამონაბოლქვი, მეტი ცვეთა.
* * *
გუშინ ფრაიბურგში პირველი ახალი ვაგონი ჩამოიყვანეს ესპანეთიდან