მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება
12:00 01.04.2015 მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება
მთის კანონის აღსრულება ხელისუფლებას 60 მილიონ ლარამდე დაუჯდება. აღნიშული თანხა იმ შეღავათების დასაფარად იქნება გამოყენებული, რომელიც ერთი მხრივ, მთაში მცხოვრებ მოსახლეობას, მეორე მხრივ კი, მთაში არსებულ საწარმოებს ექნებათ.
კანონპროექტზე მუშაობა სპეციალურ ჯგუფს უკვე დასრულებული აქვს, ახლა კი საკუთარ შეხედულებებს სხვადასხვა სამინისტროები აფიქსირებენ. როგორც „კომერსანტს“ სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, აპრილში კანონპროექტი პარლამენტს უნდა წარედგინოს განსახილველად.
დეპუტატის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფმა უარი თქვა შეღავათების იმ მოდელზე, რომელიც მთაში არსებულ ბიზნესს საშემოსავლო გადასახადისგან მხოლოდ 3 წლის განმავლობაში ათავისუფლებდა, რეინვესტირების შემთხევვაში კი კიდევ დამატებით 3 საშეღავათო წელს აძლევდა.
შესაბამისად, არსებული კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაში ქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ფიზიკურ პირებში ნაგულისხმევი არიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელის ტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვიილ მეწარმეები იგულისხმება.
„ამით გვინდა, რომ თურქეთზე უკეთესი საგადასახდო რეჟიმი შევთავაზოთ საქართველოს მთიანი რეგიონის პოტენციურ ინვესტორებს. როგორც იცით, თურქეთში 7-წლიანი საგადასახადო შეღავათი მოქმედებს. 3 წლიან მოდელზე უარი ითქვა, რადგან ეს უფრო პროგრესულია, ამ შემთხვევაში უფრო კარგად დაგეგმავენ ბიზნესმენები თავიანთ საქმიანობას. მწარმოებლები კი აინაცვლებენ ბარიდან მთისკენ“,- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
რაც შეეხება სოციალურ შეღავათებს, დეპუტატის ინფორმაციით, პროექტი ასეთ შეღავათებს სთავაზობს მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, ექიმებს, ექთნებსა და პედაგოგებს.
კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით მთაში მუდმივად მცხოვრებ პენსიონერებს პენსია შემდეგი საბიუჯეტო წლიდან 32 ლარით გაეზრდებათ, მაღალმთიანი რეგიონების სამედიცინო პერსონალს - ექთნებს უნდა მიეცეთ დანამატი 160 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან რეგიონში მომუშავე ექიმებს 320 ლარის ოდენობით დანამატი.
რაც შეეხება პედაგოგების ხელფასებს, ქუცნაშვილის თქმით, მათ სახელფასო დანამატი დაახლოებით 50%-ით უნდა გაეზარდოთ, რაც მინიმუმ დამატებით 150 ლარის მომატებას გულისხმობს.
ხელფასები დაახლოებით 50%-ით გაეზრდებათ სპეციალურ პროგრამაში მონაწილე პედაგოგებს, რომლებიც სამცხე-ჯავახეთში ასწავლიან ქართულ ენას, ან უცხო ენის მასწავლებლები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში მუშაობენ. ქუცნაშვილის ინფორმაციით, ამჟამად მათ1000 ლარიანი ხელფასები აქვთ, მომატების შემდეგ კი 1500 ლარამდე გაეზრდებათ.
კანონპროექტის მიხედვით, უნდა გაიზარდოს მაღალმთიანი რეგიონების სკოლების ვაუჩერული დაფინანსებაც.
„მოგეხსენებათ, ვაუჩერული დაფინანსება ხდება სკოლებში მოსწავლეების რაოდენობის მიხედვით, მოსწავლეებზე გაიცემა ვაუჩერები. კლასში 10 ბავშვი ზის თუ 20 იგივე განათება და იგივე გათბობა სჭირდება. კლიმატური პირობები კი იქ უფრო მკაცრია, ამიტომ მეტი თანხაა საჭირო“,- აცხადებს ქუცნაშვილი.
ხელისუფლება დემოგრაფიული მდგომარეობის გაჯანსაღების მიზნით გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. ყოველ შვილზე მთაში მცხოვრები მოსახლეობა ერთი წლის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიღებს.
„იცით, რომ დემოგრაფიული აღორძინების ფონდის და პრემიერის ინიცატივით, 6 რეგიონში მესამე და შემდეგ შვილზე დავაწესეთ ყოველთვიური ფულადი დანამატი 200 ლარის ოდენობით, მთიანი რეგიონებისთვს ყველა ბავშვზე შემოდის 100 ლარიანი დახმარება“,- აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=20416&cat_id=22
შევე@ი სათქმელად გაკეთებულსაც და გამკეთებელსაც...
''შემთხვევითობა არ არსებობს - ამ სამყაროში ყველაფერი ან გამოცდაა, ან სასჯელი, ან ჯილდო, ან გაფრთხილება''...