axalirevoluciaრა გემართება ამ ბოლო დროს მეგობარო?
ქოცოკეანეში თავს იხრჩობ, თუ ზვიგენზე შემომჯდარ
პინგოსტაპას ეანკესები?
ამოწიე --- შემეკითხეთ-გიპასუხებთ და იქ მართლა
წავირევოლუციენოროთ ვირტუალიდან რეალურისაკენ
ფორმულით:
ბიძინა პლიუს მიხო = მამინაცვალს და შვილობილს,
რომელნიც ,,ერთიმეორისაგან გამოდიან მესამიდან",
რაც პოლიტიკური ტერმინოლოგიით ასრე ჟღერს, თუ
ჟღარუნობს: მოქ-ნაც-ქოცმო და ნათესაურად:
ბაბუა-ბებიები, შვილიშვილები და დედ-მამანი ნელთბილთა.
ჩემი შენდამი ვამოხმაურებანი განპირობეებულია იმით,
რომ ავანგარდისტულ-ბობოქარი რევოლუციის სიახლე
კეთილშობილურად განახორციელო და ყველა თავის ღირსეულად
კუთვნილ ნიშაში გამწესდეს სამართლიანად.
რაც შეეხება საკაცობრიო მნიშვნელობის ფაქტებს,
მართლაც უამრავია და ანბანით სჯობდა დაწყება ღვინისა და
ხორბლის სამშობლოზედ.
ქართული ლითონმქანდაკებლობა, არქიტექტურა,არქეოლოგიური არტეფაქტნი, გელათის და იყალთოს სამეცნიერო აკადემიები და
სხვა უამრავი სიძველეთა ცოდნა-გამოცდილებანი ვეფხისტყაოსნური
ენით შემკულნი --- თავად მეტყველებენ რეალობაზედ.
რაც არ უნდა სუსტი, უდღეური და ა.შ. იყოს ლეკვი ლომისა --- იგი
მაინც ლომია!
ამიტომ: იყავ მეომარი და მსახური სიმართლისა, რათა სულ გამარჯვებანი
გიძღოდეს მეგზურად!
მთავარია მტერ-მოყვარე არ აგერიოს და აგირიონ კომპლექსურმა
,,კონკიას დედინაცვლებმა".