PANZERKOPFვაი, ეს რა გამახსენე?
გადაქოთებული მქონდა მთელი სახლი, "გარაჟი" და საბძელი.
ნაღდი ვიცოდი რამოდენიმე ჰქონდა პაპაჩემს.
იმას რასაც ვიპარავდი, ის სანადირო თოფი იყო და "შიფანერკაში" იყო მიყუდებული, მაგის გამოტანა ადვილი იყო.
აი პისტოლების ძებნამ ნევროზი დამმართა.
ერთხელაც ბებიამ ქათმებს დუსტი თუ DDT უნდა დავაყარო, ნამეტანი იქექებიან და მომეხმარეო.
რაც გარეთ დავიჭირე, "გავპუდრეთ" ყველა, რამოდენიმემ საქათმეში შემასწრო.
შევძვერი შიგნით და იმათ დევნაში რაღაცა ნაჭერში გახვეული დამეცა თავში.
გავხსენი და ტარიანი მაუზერი თავისი ამუნიციით.
დავდე უკან და ხმა არ ამომიღია არავისთან.
სახლში რომ არ იყო უფროსობა, გამოვიტანდი, ვდნებოდი და ვტკბებოდი იმის ხელში ტრიალით.
მერე საღორეს მივაკითხე.
ტიტუუუ, მე იქ ისეთი რამეები ვნახეეეეე?
მერე მეეთრა შევარდნაძე, შემოყარა სოფელში თავისი ქოფაკები და ორი ღამე სოფლიდან იარაღს ეზიდებოდნენ.
"ისკატელებით" სულ გადათხარეს ბოსტნები, იარაღისგან გაძარცვეს სოფელი მთლიანად.
ჰოდა მივიღეთ "დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი."
პ.ს. იარაღის სიყვარული გენეტიკურად მაქვს, ნაღდად მასეა.