ძალიან ღიმილის მომგვრელი პოსტია

შარშან ამოისუნთქეს ერთჯერადად, წელ ჩაისუნთქებენ ორმაგად
ერთი რამე გემოგრჩათ, კერძოდ ის ფაქტი რომ კომპანიები, არიან ექსპორტიორები თუ იმპორტიორები, საწარმოო ეკონომიკურ ციკლს ციკლს გეგმავენ სტატისტიკის საფუძველზე, კერძოდ მიმდინაერ წლის პროდუქციის წარმოებას ახდენენ ბოლოდროინდელი გაყიდვების მიხედვით, ბოლო 2 წელიწადში საკმაოდ დიდი მოცულობის ბაზარი დაიბრუნეს არამარტო ღვინის ექსპორტიორებმა, შესაბამისად დებდნენ ახალ კონტრაქტებს რუს იმპორტიორებთნ, ამზადებდნენ ახალ შეკვეთებს და დაამზადეს ძალიან დიდი მოცულობიოს საექსპორტო პროდუქცია, რის გამოც როგორც წესი ხდება ხოლმე ახალი ფინანსური რესურსების მოძიება რომლის ძირითად ძირითადი წყარო არის ხოლმე საბანკო კრედიტები ალბათ ამაში დამეთანხმებით.
რა მდგომარეობაა დღეს - გამზადებულია უზარმაზარი მოცულობის პროდუქცია, რომელსაც დაკარგული აქვს გასაღების ბაზარი,
წაიკითხე ეს სტატია თუ არ გეზარება
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=18543&cat_id=5საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი პარალიზებულია
„კომერსანტისათვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ კომპანიებისთვის რუსეთის ბაზარი წამგებიანი გახდა და შესაბამისად, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი შეჩერებულია. წყაროს ინფორმაციითვე, ამჟამად საზღვართანაა გაჩერებული სხვადასხვა ქართული პროდუქციით დატვირთული უამრავი სატვირთო ავტომანქანა, ე.წ. ტრაილერები. ალკოჰოლურ სასმელებთან და მტკნარ წყალთან ერთად პრობლემაა ასევე რუსეთში ციტრუსის ექსპორტთან დაკავშირებითაც.
რუსეთში ექსპორტის შეჩერებას „კომერსანტთან" ადასტურებს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილიც. მისი განცხადებით, ექსპორტის შენელების ტენდენცია რუსულ და უკრაინულ ბაზარზე ძირითადად ალკოლურ სასმელებსა და მინერალურ წყალში ჩანს, იმის გამო, რომ ჩვენს მწარმოებლებს რისკები გაეზარდათ რუბლის გაუფასურების გამო. ამ რისკებიდან კი ჩანს, რომ მათი ექსპორტის მაჩვენებლები შემცირდა. ამის პარალელურად კი მწარმოებლები სხვა ბაზრების ათვისებაზე მუშაობენ.
აგულაშვილის თქმითვე, კომპანიები უკვე თავს იკავებენ გადატვირთონ პროდუქტები რუსეთში, რადგან არავის უნდა ზარალზე წავიდეს, ურჩევნია საქონელი დარჩეს გასაყიდი და სხვა ბაზარი მოძებნოს, ასე რომ, ის რომ რუსეთში ექსპორტი აღარ ხორციელდება ეს ჩემთვის სიახლე არ არის.
მისივე თქმით, რამდენად მოხერხდება რუსეთის ჩანაცვლება რთული სათქმელია. მაგალითად 2014 წლის შედეგებით, ღვნის ექსპორტში 63% რუსეთის ბაზარს ეკავა, თუმცა 2005 წელს, ემბარგოს გამოცხადებამდე 80%-ზე მეტი ეკავა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ დივერსიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.
მისივე აზრით, შეიძლება რუსეთის სრული მოცულობის ჩანაცვლება სწრაფად ვერ მოხდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ - პირიქით, უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ დივერსიფიცირება. ხოლო რა პერიოდი დასჭირდება ამ პროცესს აგულაშვილი ამას ვერ აკონკრეტებს და აღნიშნავს, რომ ეს მთავრობის იმ წარმომადგენლებმა უნდა გათვალონ, ვინც კონკრეტულ ღონისძიებებს გეგმავს და ასრულებს.
აგულაშვილი აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო ახალი ბაზრების ათვისების პროცესში აქტიურად არიან ჩართული და შეიძლება გამოჩნდეს ახალი კომპონენტები, მას შემდეგ როდესაც მაგალითად, „ფორბსი" ალავერდის სამონასტრო ღვინოზე საუბრობს, რომ თუ რაიმე სასმელი უნდა გასინჯო 2015 წელს, ეს ალავერდის სამონასტრო ღვინოა, ასევე კახეთი იმ ათ მიმართულებას შორის დასახელდა, რომელიც უნდა ნახო და დამატებით თუ რაიმე აქტივობები დაემატება, რომელსაც მე პირადად ველი ტურიზმის ადმინისტრაციიდან და საქართველოს მთავრობისგან, შეიძლება სურათი შეიცვალოს და არ ვიყოთ მხოლოდ იმ არამდგრად ბაზარზე დამოკიდებული, როგორიც რუსული ბაზარია, რაც ჩვენთვის სიახლე და სიურპრიზი არ არის.
აგულაშვილის განცხადებითვე, ყოველთვის ამბობდნენ, რომ რუსეთის ბაზარი არასტაბილურია და შესაძლოა პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილება, რომ ბაზარი მთლიანად ჩაიკეტოს. ამის მწარე გამოცდილება კი აქვს უკრაინას, ბელორუსიას, საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს, ევროპას გარკვეულ სასქონლო ჯგუფებზე და ა.შ. თავიდან ბოლომდე ეს პროცესები საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით არ იმართება, იმიტომ რომ დიდი წილი აქ პოლიტიკას უკავია, - აცხადებს აგულაშვილი.
ამიტომ, მისივე თქმით, პროგნოზების გაკეთების დროს, უნდა გავითვალისწინოთ ის პოზიტიური შესაძლებლობებიც, რომელიც ჩვენს ქვეყანას უჩნდება და ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება მთავრობის მხრიდან ინიციატივებს.
„კომერსანტმა" რუსეთში ღვინის ექსპორტის შეჩერების შესახებ თავად კომპანიებისგან რამდენიმე კვირის წინ შეიტყო, თუმცა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა. ამასთან, ღვინისგან განსხვავებით, კონიაკის მწარმოებლები აღნიშავდნენ, რომ კონიაკის ექსპორტი რუსეთში შეჩერებული არ იყო და კონიაკზე დიდი მოთხოვნაა.
ყველაფერ ამასთან ერთად, 30 იანვარს, ამერიკაში ვიზიტისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ დროებით აჩერებენ რუსეთთან ვაჭრობის საკითხებზე დიალოგს, რადგან ამას აზრი არ აქვს. რუსეთს ნებისმიერ მომენტში შეუძლია, ისევ აამოქმედოს ემბარგო, – აცხადებდა მინისტრი და რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევდა.
ამის ფონზე ალბათ ხვდებით რა სიტუაციაში არიან ის კომპანიები რომლებსაც უზარმაზარი ფინანსური სახსრები აქვთ დახარჯული, რომლებიც ბანკებიდან აქვთ მოზიდული კრედიტების სახით და აუარებელი პროდუქცია უწვება თუ სასწრაფოდ არ გამონახა ალტერნეტიული გასაღების ბაზრები.
ამას ვგულისხმობდი ზუსტად რომ გინდა თუ არ გინდა "ებმები" ავტომატურად ამ ფინანსურად არასტაბილურ ბაზარს, რომელიც ამავე დროს პოლიტიზირებულია და რომელსაც რუსეთი იყენებს როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ბერკეტს, რასაც სხვათაშორის საგარეო საქმეთა მინისტრიც ამბობს და რუსეთის ბაზარს "მახედ" მიიჩნევს, სტატიის ბოლოში წერია ეს.
* * *
karlsoni