#43857187 · 23 Feb 2015, 23:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე კიდევ ვიტყოდი ღმერთმა არავის დააჭირვოს გამტენიას ინსულტიანი ოჯახის წევრის გადაყვანა კლინიკაში... 2011 წელს მიმღებში პიდაპირ ვაჭრობა გამიმართეს ექიმებმა ეს და ეს უნდა გავაკეთოთ და ამდენი უნდა გადაიხადოთო... ექიმებს არაფერს ვაბრალებ აბა რა უნდა ექნათ ,მე თუ ვერ გადავიხდიდი ,თვითონ ხომ ვერ გამიწევდნენ უფასოდ დახმარებას? ერთი თვის წინ იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით.ამჯერად ექიმები უფრო თავდაჯერებულნი იყვნენ,იმას ვგულისხმობ რომ ჩემთვის აღარავის უკითხავს რისი გაკეთება იყო საჭირო...კიდევ ერთხელ გადაგვარჩინეს...თქვენ ალბათ ვერც წარმოიდგენთ ჩემთვის რამხელა მხარდაჭერა იყო რომ არ მიწევდა სიცოცხლის გადასარჩენად ფულზე ფიქრი.. რეაბილიტაციაც საკმაოდ ძვირი ჯდება .მაგრავ ვწვდებით უფრო ადვილად,რადგან კლინიკიდან ვალებით აღარ გამოვსულვართ... ასე რომ გადაუდებელი შემთხვევები უნდა ფინანსდებოდეს უეჭველად,არ შეიძლება მომაკვდავი ადამიანის პატრონს ევაჭრო... ნებისმიერი კლინიკის მიმღებთან გაატარეთ რამდენიმე საათი და სხვანაირად შეხედავთ ბევრ რამეს...
|