#43874924 · 25 Feb 2015, 17:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
aivenho აშკარა
ჩემი სოფლიდან რუსეთის საზღვრამდე არის ზუსტად 12 კილომეტრი, ზუსტად ის სოფელია ჩემი დედულეთი, სადაც რუსები ავარო-კახეთის გზას აკეთებენ. მაგ გზაზე ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ეგ გზა მანამდეც არსებობდა მარა რუსებმა ეხლა გვირაბები გააკეთეს მთებში და მოკლედ ავტობანი დააგეს. ჩემს ბავშვობაში ერთხელ ყიზლარში ვიყავით დაღესტანში საიდანაც პაპაჩემმა ქართული ნაგაზების ლეკვები გამოგვატანა ცხვრებში გაცვლილი ლეკებთან, ერთხელ იქვე პირველივე მაგათ სოფელში, ბეჟთაშიც ვიყავით. ნივით გადავდიოდით, რუსებმა რამდენიმე ათეული მილიარდი დახარჯეს მაგ გზის გასაკეთებლად, დღეს ფაქტიურად ავტობანია, ჩვენს საზღვრამდე სულ რიხინით მოვლენ ტანკები და საზღვრიდან რომ დააგორო, გორაობით ჩამოვლენ სოფლამდე, აი ამ გზას ხელისუფლება "ეკონომიკური სარგებლით" აპრავებს იმის მაგივრად რომ გზები დაენაღმა და თავდაცვითი ზღუდეები აეგო. 100 კაციც არ იცავს მაგ საზღვარს. ჯერ კიდევ სავიზო რეჟიმის შემოღებამდე მანდ კალმახზე სათევზაოდ დავდიოდით ბიჭები ანკესებით, რა თქმა უნდა შეიარაღებულები რადგან სიფრთხილეს თავი არ სტკიოდა, სავიზო რეჟიმის შემოღების მერეც ვიყავით ერთი-ორჯერ, ბოლოს "ჩაგვავლეს" რუსმა მესაზღვრეებმა და დაგვედევნენ, სულ ექვსნი ვიყავით, თანაბრად გავიყავით, სუყველა ერთად რომ არ ავეყვანეთ ან არ ჩავეხოცეთ და ისე დავიფანტეთ ორ სხვადასხვა მიმართულებით გადმომავალ ბილიკზე, სროლა აგვიტეხეს, ჩვენც ვისროლეთ ესე ბრმად, სანადირო თოფებით რას დავაკლებდით? მოკლედ ის პირველი ჯგუფი აიყვანეს რუსებმა, იმათი ბილიკი გაშიფრული აღმოჩნდა როგორც ჩანს, ჩვენი კი არ იცოდნენ. ეხლა სად ვიღაც რუსი მანდ მომსახურე და სად ჩვენ რომლებმაც ეგ ბილიკები და ეგ ტერიტორია ხუთი თითივით ვიცოდით? მოკლედ სამმა გამოვაღწიეთ, ეგ კი არა ჩვენს ტერიტორიაზეც კი გააგრძელეს დევნა, მოკლედ ჩამოვაღწიეთ სოფლამდე, იმის მერე ჩვენი ფეხი იქით არ ყოფილა. ძალიან ცუდი ტერიტორიაა, ეს ოხერი გზა ზედ თხემზე გადმოდის, ხეობებს შუა კი არა რომ ჩახერგვა მოინდომო, როკის გვირაბს ააფეთქებ მაინც, ამას ვერაფერს ვერ უზავ, ამიტომ ჩვენს მხარეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ გამაგრება თორე რუსი მილიარდებს იმიტო არ დახარჯავს რომ ის გზა ზედ საზღვარს მოაყენოს და გაჩერდეს. ამიტომ ჩვენი ბედი ეხლა სრულად ჰკიდია რუსეთის მიმართ წაყენებულ სანქციებზე და იმაზე თუ რამდენს ხანს გაგრძელდება ომი უკრაინაში და როგორ ღრმად ჩაეფლობა ის იქ. თუ რუსი კახეთში შემოვა, საქართველოს სახელმწიფოებრიობაც დამთავრდება, იმიტომ რომ კახეთია ერთადერთი ზურგი მთელი საქართველოსი სადაც რუსი ფეხს იქამდე ვერ დადგავს, სანამ თბილისს მთლიანად არ აიღებს და არ გააკონტროლებს.
აშკარა
QUOTE | ასე რომ იმედი ვიქონიოთ, ყველაფერი კონტროლზეა. |
მე იმის იმედიც მქონდ არომ ლარი კონტროლზე იყო მარა არი? ესენი ლარს ვერ აკონტროლებენ და იმათ გააკონტროლებენ? ლარის კურსს ვერ აჩერებენ და იმათ გააჩერებენ?
QUOTE | არც ლარსის გამშვებ პუნქტთან გვაქვს სამხედრო ბაზა და გამაგრებები.
რატომ არ თხოვდი მიშიკოს მაგის გაკეთებას? |
აი ზმეოთ წაიკითხე რას ნიშნავს ავარო-კახეთის გზა და რას ნიშნავს ლარსის გამშვები პუნქტი და მაგ კითხვას აღარ დასვავ. და ბოლოს.. ის სოფელი ჩემი სოფელია.
This post has been edited by silver_ranger on 25 Feb 2015, 17:24
--------------------
თუ იმათ, მოსულთ, ჩვენი მიწის გულისათვის სიკვდილისა არ ეშინიათ, ჩვენ, ამ მიწის პატრონთ რად უნდა გვილაჩრდებოდეს გული? - "თუ მოსახლეობა ირჩევს მექრთამე,უვიც,გამპრავებელ და არაფრისმაქნის ხელისუფლებას,ის მსხვერპლი არ არის,დანაშაულის თანამონაწილეა" ჯორჯ ორუელი
|