კაცოო, მე იმას როდი ვიძახი, რომ პლანის ყველა ყველა მწეველი ციხეში გავუშვათ - მეთქი?!
არა!
პლანის მწეველებს მოგიწოდებთ, მეეშვით ბოლით ჩაღლევებას! ფინთია. თუ ფინთი არაა, სასარგებლო მაინც არაა.
აი ღვინო კი (ჰოო, წაიკითხეთ, წაიკითხეთ ყურადღებითა და გონდადებითა, ნუ გეზარებათ):
ჯერ კიდევ - ღვინის თერაპიის მარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. მსგავსი წარწერაა ნაპოვნი ქ. ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება.
ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის - მედეას (ძვ. წ. XIVს.) სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენიება (კანაფი და ხაშხაში - არა). ჰიპოკრატე (ძვ. წ. 372-287წწ.) ღვინოს კომპრესების სახით იყენებს ჭრილობათა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად და ა.შ. ცნობილია, რომ ჭრილობის დასამუშავებლად ყურძნისგან დამზადებული ღვინო არის იდეალური.
ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენიებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში განხილულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება.
საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს მკურნალობენ ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით...
ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანელი სწავლული სიდენგამი ღვინოს, როგორც მინერალური ნივთიერებებით მასაზრდოებელ საშუალებას, დედათა და ბავშვთა სამკურნალოდ იყენებდა სისხლნაკლებობისას. ამ მიზნით იგი რაინის წითელ ღვინოებში 0,5-1 გ/ლ-მდე რკინის ფხვნილის დამატებას ურჩევდა. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო უსწორო კარაბადინში (X-XIსს.).
ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.
ღვინო საკმაოდ ფართო სპექტრის ბაქტერიციდული სითხეა. მისი მოქმედების არეალი ერთდროულად მოიცავს გრამუარყოფით და გრამდადებით ბაქტერიებს. მის ანტიბაქტერიულ მოქმედებას პოლიფენოლები (და არა სპირტები, როგორც ადრე მიაჩნდათ) განაპირობებენ. 2-3-ჯერ განზავებული ღვინოც კი თრგუნავს და ერთ საათში მთლიანად ანადგურებს შავი ჭირის, ტიფისა და დიზენტერიის გამომწვევ ბაცილებს. აღსანიშნავია ღვინის სადეზინფექციო-პროფილაქტიკური ეფექტიც - თუ დაბინძურებულ წყალს 50%-ით წითელი ღვინით განვაზავებთ, ის უკვე სასმელად ვარგისი ხდება.
რაც შეეხება ანტივირუსულობას - ღვინის ამ მოქმედებას ტანინი განაპირობებს. ის ახდენს პროტეინული ბადის ბლოკირებას და ვირუსებს უჯრედებამდე აღარ ატარებს. ამიტომაცაა, რომ წითელი ღვინო თუნდაც განზავებული სპობს: პოლიმიელიტის, კოკსაკისა და ჰერპეს-ვირუსებს. ექიმთა დაკვირვებით ღვინისმსმელი და არამწეველი ადამიანები ნაკლებად ავადდებიან გრიპით, ვიდრე არამსმელები და არამწეველები. უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული, რომ ღვინო გარკვეულწილად გრიპის პროფილაქტიკასაც უზრუნველყოფს.
დანარჩენი კიდევ აი აქ იხილეთ:
http://www.mkurnali.ge/rchevebi90/1131-ghv...i-mkurnali.htmlაი, მე ფეხს მოვირთხავ და აზრაფეშას დავცლი, თქვენ კიდენა ეყარნეთ მანდა ბოლით გაგუდულები და მიყურეთ შორითაი!