ხოფერია: ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათჟურნალისტი ეკა ხოფერია მისი გადაცემის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელებში ატეხილ აჟიოტაჟს „ფეისბუქზე“ ეხმიანება.
„დავწერ ცალკე სტატუსად. გიორგი იყო რეალითი პროექტის " პუტკუნ -შოუს" კასტინგის ერთ-ერთი მონაწილე. ძალიან სურდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ამდენად, ბევრი თემასა და საკითხზე მასთან საუბარი იყო. უნდა მეკითხა თუ არა 19 წლის ბიჭისთვის, ჰქონია თუ არა მას სექსუალური ურთიერთობა? მე მიმაჩნია, რომ კი. მორალურ ტრავმაზე ვინც მესაუბრებით გეტყვით, მისი მთელი ცხოვრებაა მორალური ტრავმა და ის 3 შეხვედრა, რაც მას ჩვენთან ჰქონდა, პირველი მცდელობაა ვინმემ გამოიყვანოს ჩაკეტილი წრიდან და რეალურად დაეხმაროს მას. მეც ვესსუბრე მას გადაცემამდე, ისევე, როგორც ყველა ჩემს სტუმარს ვესაუბრები წინასწარ. ასე რომ, ტვინიკოსებო, რეიტინგისთვის გააკეთაო, ჩემს შემთხვევაში მისამართი შეგეშალათ და მეორე, ერთხელ მაინც გაცდით ამ თქვენს ვირტუალურ აუდიტორიას და რამე მართლა საქმე გააკეთეთ.
P.s.
ტვინიკოსებს არც ერთხელ რომ არ გაუშუქებიათ ის გადაცემები თუ პოსტები სოციალურ და ჯანდაცვის თემებზე რომ გამიკეთებია? იქნებ ისინი თავად ზრუნავთ თავიანთ რეიტინგსა და სკანდალურობაზე? მაგრამ ამის მისაღწევად ჩემი გადაცემები ვერ გამოგადგებათ, ძვირფასებო!!!!“ - წერს ეკა ხოფერია.
ეკა ხოფერიას თოქშოუში გადაცემის ავტორმა 19 წლის ბიჭს, რომელიც 197 კილოგრამს იწონის, ინტიმური ხასიათის კითხვებიც დაუსვა, რასაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
http://info9.ge/sazogadoeba/masmedia/11092...html?lang=ka-GEამას ჟურნალისტი ქვია?
ყველა ისე წერს,როგორი კულტურა და შეგნება აქვს და ამაზე მათ ოჯახებში უნდა ეზრუნათ დიდიხნის წინ. nigo