https://www.facebook.com/energyplatform/pho...?type=1&theaterკახა კალაძე: გაზი კომერციული სექტორისთვის არ გაძვირებულა
ვიცე-პრემიერის/ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, გაზი კომერციული სექტორისთვის ჯერ არ გაძვირებულა და ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ - ეს არის კომპანიის გადაწყვეტილება. კომპანია, როგორც ვიცი აწარმოებს კონსულტაციებს კომერციული გაზის ტარიფის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ძალიან ბევრი მანიპულაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს გაზის ფასის გაძვირება აზერბაიჯანის მხრიდან ხდებოდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ როგორც სადისტრიბუციო კომპანიებმა განაცხადეს ლარის კურსის ცვლილების გამო 2015 წლის 1 მარტიდან, კომერციული სექტორისთვის (გარდა პურის ქარხნებისა) ბუნებრივი გაზის ტარიფი გაიზრდებოდა და 90 თეთრით განისაზღვრებოდა.
აღსანიშნავია, რომ გაზის მოწოდების ტარიფი არ გაზრდილა, ანუ აზერბაიჯანს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის საფასური არ შეუცვლია. ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, გაზი სადისტრიბუციო კომპანიებს გაუძვირდათ.