#43925663 · 3 Mar 2015, 00:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
silver_ranger
QUOTE | მეორე გზა ომის არ დაწყებისა არის ხელისუფლების(რომელიც არ უნდა იყოს)მკვეთრი პრორუსული ნაბიჯი, სახელმწიფოებრიობის გაუქმება და რუსეთის იმპერიაში დაბრუნება. |
ეგრეა, მცირეოდენ შეგიწორებ: არაა აუცილებელი დე-იურე სახელმწიფოებრიობის გაუქმება და დაბრუნება, მაგას არ ითხოვენ და არც მოითხოვენ. მთავარია აბსოლუტური მარიონეტი სათავეში, განლაგებული სამხედრო ბაზები და "მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოდიოდეს" - მეტი არაფერი. საქმე კიდევ იმაშია, რომ ბევრ გრუზინს ეგ გულის სიღრმეში სულაც აწყობს და პროტესტის გრძნობა არც ექნება, განსხვავებულად იმ სიტუაციისა, თუ მაგალითად ენა აგიკრძალეს. ჩვენთვის სახელმწიფო არა დერჟავაა, არამედ ენა-მამული-სარწმუნოება და ამ სიტყვების არა ილიასეური, არამედ თავისი პერსონალური ინტერპრეტაციით. ამიტომ, მანამ ჩვენ ტვინში სიტყვა "სახელმწიფო" იქნება ასოციირებული არა ჯართან და უშიშროების სამსახურთან, არამედ რაღაც გამოგონილ ტრადიციებთან და მეწველ ძროხასთან, მუდამ ვიქნებით მომღერალი მონები, რომლებიც პერიოდულად ერთი პატრონისგან მეორის ხელში გადავალთ.
QUOTE | არავითარი კრემლის მონა, რუსეთი არასოდეს არ იჭრება არც მიშას გამო, არც ბიძინას გამო, არც პეტრეს გამო, რუსეთი იქცევა ისე, როგორც მისი გეოპოლიტიკური ინტერესები მოითხოვს. |
დიახ და მაგის გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ინტერესიც სწორად მაგაშია, რაც დავწერე ზემოთ და მაგის გადმოსახედიდან ვერც გაამტყუნებ, რადგან ჩვენ არსად არ დაგვიმტკიცებია საქმით (ერთეულებზე არ ვამბობ), რომ მომღერალი სირები აღარ ვართ.
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|