კვლავ ხილვა მეწვია და მესმა ამ მტანჯველ კითხვაზედ ხმაი მეტყუელი არაამქვეყნიური:
სად უნდა წავიდესო? --- სანამდის კვლავ აქვს შანსიო: კულუარებიდან უკან გადმოდგეს და ,, გზაზედ ძაღლი ვინც მიაკლაო, მიაგდო და უკვე ჰყაარსო --- მანვე კეთილი ინებოს... გადააათრიოს და დამარხოსო!''
სხვანაირად კი ასე გამოდისო:
,,მოვიდა პოლიტიკაშიო, დასვაო ყველა დონეზე თავისი პირადი ,,ფავორიტებიო'' სარფიან თანამდებობებზეო, ჰაცეო! შეუძახა დანაშაულებრივ ნეპოტიზმსაო და ატეხა მარულა ატეხილი მშიერი ღორების დასასუქებლადაო...
კონსტიტუციური სივრცის მონოპოლიზაციის პარალელურად კოჰაბიტაციურად ჩაეხუტაო ნაცფაშისტებსო და აკიდა ოცნებას სპიდზე უარესი ნაც-ვირუსიო...
ეგეც არ იკმარაო და ვითომ სამოქალაქო სექტორში გადაფორმდა N1 მოქალაქედაო, რათა კონსტიტუციური სფეროს სრული მონოპოლიზაციის შემდგომ --- დანარჩენი საზოგადოებაც ერთპიროვნულად მართოს სურვილისამებრო!
მაშასადამეო --- სახეზეა ჯერ კიდევ საოცარი და გაუგონარი ამბიციაო, რომ ყოველივე აკონტროლოს და მართოს აბსოლუტური იმპერატორივით სურვილებისამებრო.
და ეს იმ რეალობაშიო, როდესაც თვით თავად უფალი ითვალისწინებს სატანის არსებობის ლეგიტიმურობას და ასევე სატანაც აღიარებს უფლის შეუვალ უზენაესობასაო!
ახლა ესეც არ იკმარაო და თვით ზე-კაც ნიცშეს დაუწყოო პაექრობაო გამოღიდან გაღმაო --- რომ ღმერთი კი არ ,,მომკვდრაო'', არმედ ჩემში კვლავ განსხეულდაო მსოფლიოს განსაკითხავად და საქართველოს გასაბრწყინებლადაო!
და რადგანაც ბატებმა ერთხელ რომი გადაარჩინესო --- ააყიყინე კლავიატურაზე ეს უწყებანი საქვეყნოდაო და ჰკითხე მოყვას მკითხველთა ასრეო:
თვითმარქვია მხსნელია ეგა, თუ ანტიქრისტეს მოციქულიო?''
რას ნიშნავს ხალხნო ეს ყველაფერი და რას მერჩიან ,,ზეიდან, თუ ქვეიდან?''