#43943768 · 5 Mar 2015, 00:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nirvana11
| QUOTE | | თუ ეკვატორთან ახლოს იქნები, დედამიწის ბრუნვის შეწყვეტის მერე შენი სხეული მოძრაობას 465 მ/წმ(1674 კმ/სთ.) სიჩქარით გააგრძელებს. პლანეტის პოლუსებთან ახლოს ყოფნის შემთხვევაში, მოძრაობის სიჩქარე 368 მ/წმ-ს გაუტოლდება(1325 კმ/სთ.). იმის გამო, რომ ბრუნვის ღერძამდე მინიმალური მანძილი სწორედ პულუსებთან არის, იქ მცხოვრები ადამიანები გადარჩებიან, თუმცა არც თუ ისე დიდი ხნით. ქარის სიჩქარე იმდენად მაღალი იქნება, რომ ჰაერთან ხახუნის გამო ყველაფერს ცეცხლი მოედება. გარდა ამისა, ქარი ყველაფერს დაანგრევს, რაც უშუალოდ დედამიწის ქერქის შემაგდნელი ნაწილი არ იქნება. ცენტრში მდებარე რკინის ბირთვის ბრუნვაც შეჩერდება(დედამიწის ცენტრი სხვა სიჩქარით ბრუნავს), რაც დამცავი მაგნიტური ველის გაქრობას გამოიწვევს . მზის რადიაცია მათაც დახოცავს, ვინც კატასტროფის დასაწყისს გადაურჩება . დედამიწის ნახევარი ყოველთვის მზისკენ იქნება მიბრუნებული. ამის გამო ისეთი მაღალი ტემპერატურა იქნება, რომ ამ ნახევარსფეროში არსებული სიცოცხლის ყველა ფორმა განადგურდება. პლნეტის მეორე მხარე და მასზე მყოფი ორგანიზმები კი გაიყინებიან. |
ცერცვა
| QUOTE | | დედამიწა მომენტალურად რომ გაჩერდეს მიზიდულობის ძალა ხო შესუსტდება? ხო და ჩვენ 6 მილიარდი ადამიანი ეგრევე კოსმოსში ვისკუპებთ. |
დედამიწის მომენტალური გაჩერება, ანუ ღერძის გარშემო ბრუნვის შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ ანალოგიური ენერგიის მატარებელ სხეულთან შეჯახების შემთხვევაში, რაც დეამიწის მომენტალურ აფეთქებას გამოიწვევს...
სხვა პლანეტების შემთხვევაში, რომელთაც დედამიწისგან განსხვავებით მყარი ქერქი აქვთ, მასიური სხეულის ჩაწუილებამ შეიძლება გამოიწვიოს ბრუნვის შეჩერება და არსებული ოკეანე ერთ დიდ ცუნამად აქციეს, რომელიც მთელ ზედაპირს მოაპრიალებდა, მაგრამ რადგანაც დედამიწის ქერქი თხელია და დაბზარული, ის ენერგია, რომელიც საჭირო იქნებოდა ბრუნვის შესაჩერებლად, უფრო ადრე ტექტონიკურ ფილებს დასძრავდა და შესაბამისად, დედამიწაც აფეთქდებოდა...
სხვა საკითხია დედამიწის ქერქის მოძრაობის დროებით დამუხუჭება დანარჩენი სხეულის მიმართ - ეს მცირე სხეულთან შეჯახებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს და სავარაუდოდ, ასეთი რამ ადრე მომხდარა კიდეც და ამას მოჰყოლია პოლუსების გადაადგილება - საქმე იმაშია, რომ დედამიწის ქერქი რადიუსის მხოლოდ 0.05 % არის, ანუ ძალზედ თხელია და მასსა და ბირთვს შორის საკმაოდ სქელი და ხარისხიანი "სმაზკაა"... ასეთი დამუხრუჭება დედამიწის უმეტესი ნაწილისათვის არ იქნება ისეთი კატასტროფული, რომ სიცოცხლე მოისპოს და ბიძგიც არ იქნება ისეთი, რომ ცოცხალი არსებები ჰაერში აწიოს - ჩვენ ვიგრძნობდით ძლიერ მიწისძვრას და მნათობები მოძრაობას შეწყვეტდნენ, ხოლო მერე ათასი ოხრობა დაგვატყდებოდა თავს... ბილო, ბილო...
--------------------
საქართველო მარადიულია! © პრეკურსორი
"ვირი გინდა ნაცებში დააბი, გინდა ქოცებში - მაინც ერთი ბიძინააო!"
“იარე წინ და შეჭამე ყველაფერი, რაც მოძრაობს! რაც არ მოძრაობს, ეგეც: ხეებიც, ბოძებიც… მოსახვევშიც არ მოუხვიო - მოსახვევიც შეჭამე!” (C) OKELA84
|