Tonio_1
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 122
წევრი No.: 12332
რეგისტრ.: 23-August 05
|
#44070577 · 18 Mar 2015, 16:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
11 წლის ვიყავი უკვე, 1989 წელს რუსმა ჯარმა, 9 აპრილს, უამრავი ადა- მიანი ჩახოცა ნიჩბებით, რამაც მსოფლიო შეძრა და საქართველოს, როგორც იქნა, დამოუკიდებლობა ეღირსა. საქართველოს პრეზიდენტად ზვიად გამსა- 91 ხურდია მოვიდა, რომელიც ასევე ვერაზე ცხოვრობდა და მშობლები იცნობ- დნენ მშვენივრად, მაგრამ მამა ამბობდა, ძალიან სუსტია პრეზიდენტობისთ- ვის და ეს „ჩათლახები“ გადაუვლიან. ეს მხოლოდ მოჩვენებითი დამოუკიდებ- ლობაა საქართველოსი, მაინც რუსეთის ხელში ვართო. ჩემი ოჯახი არასდროს ერეოდა პოლიტიკაში. მახსოვს, მიტინგებზე ათასი საჭირო რამ მიჰქონდათ ქუჩაში მსხდომი ხალხისთვის დედას და კახას, რაზეც მამა ამბობდა, ნუ ერევით, ეს ყველაფერი თამაშიაო. მალე გამსახურდიასაც გადააგდებენ და ისევ რუსეთიდან გამოგვიგზავნიან კაცს და ეს კაცი, ჩემი აზ- რით, ედუარდ შევარდნაძე იქნებაო. ამას ზაურ თორაძე 1989 წელს ამბობდა!
მამას ხმა გავიგე, იმ ნომრიდან დარეკა, წესით რომ არ ისმი- ნებოდა. მამას გასაიდუმლებული ჰქონდა ნომერი (სხვის გვარზე იყო აღებუ- ლი). მესმოდა მამას საუბარი: – „შავი სია“ ვნახე, ჯერ გია ბარამიძე ჰყავთ სიაში, მერე – ჩვენ! მე შვილე- ბი არ მომყვებიან, რომ გავასწროთ აქაურობას და გიას გადაეცით პირადად ჩემგან, გაქრეს! – მამამ დაკიდა ყურმილი.
აქედან ჩანს რომ ამ კაცმა მაშინ იმაზე მეტი იცოდა ვიდრე ჩვენ დღეს, ან ეს შავი სია სად ნახა? ეს ნიშნავს რომ მკვლელობა (მკვლელობები) დაგეგმილი იყო "ზემოთ", ექიმის ზარიც საეჭვოა ძალიან * * * ჯერ ეს ამბავი მოხდა და მერე იყო ბოროტებთან კონფლიქტი, ესეც რაღაცაზე მეტყველებს
ზაფხული იყო თბილისში, სწორად უნდა მახსოვდეს, 1991წელი. საქარ- თველოს პრეზიდენტი გამსახურდია არ იმყოფებოდა ქვეყანაში, მაგრამ იმყოფებოდნენ მინისტრები, „თეთრი არწივი“, მილიცია-პოლიცია და სხვა „ჩათლახები“. რატომღაც გადაწყვიტეს თორაძეებზე თავდასხმა და მერე დაპატიმრება. დრო უნდა ეხელთათ პრეზიდენტის დაბრუნებამდე, რადგან უსამართლოდ მზადდებოდა მახე. ეზოდან ვიღაცამ იმედოს დაუძახა. იმედას იმ ადამიანისგან დაძახება გაუკვირდა. – რა დღეში ხარ, ბიჭო! – მკაცრად გასძახა იმედამ. – ჩამოდი, რა! – ამოეთრიე, ბიჭო! – ჩამოდი, ბიჭო, ჩამოდი! – მანდ იყავი, შე „ყლეო“! – და გიჟივით გავარდა იმედა. მამაჩემი უკან გაეკიდა. – არ ჩახვიდე, მოწყობილია! ვერ გაბედავდა! 111 იმედა არასდროს ნერვიულობდა, სჯეროდა თავისი სიძლიერის. ყველა სახლში ვიყავით, ლაშას გარდა. კახას იმედა განსაკუთრებით უყვარდა, თან გაჰყვა იმედას. – რა დღეში ხარ, შე ###ო ბავშვო! – იმედა ასე „მიესალმა“ ნაცნობს, შე- შინებული რომ იდგა იარაღით ხელში. მიუშვირა იმედას, ესროლა და გაიქცა. მაშინვე ამოიღო კახამ „TT“ და დაუმიზნა გაქცეულს. კახას ნასროლი ტყვია კი ჰაერში უკვალოდ არასდროს იკარგებოდა, „ნაბოზარი“ წაბარბაცდა... მე სახლში ვარ, ფანჯარაზე გაკრული, შოკირებული. ზაზა აივნიდან ავტომატს ყოფს და ყვირის: დედებს მოგიტყნავთ! ოჯახში პანიკაა. დედა ზაზას ეცა: მეზობლები! ბავშვები! არ ისროლო! მამაჩემი ცალკე ყვირის: მოწყობილია, გაჩერდით! მე ვყვირი: ესროლე, იმედა დაჭრეს! მძულდა „ნაბოზრები“ და „ბოზები“(დღესაც მძულს)... მამაჩემმა, არ ვიცი კარატეს რა ილეთი ჩაუტარა, მაგრამ ზაზა განაიარა- ღა. ეს ყველაფერი ძალიან სწაფად ხდებოდა. ამ ამბის წამომწყები ბანდა ისე გაიქცა, შეშინებულებს მანქანა ეზოში დარჩათ. ლაშა ჭანტურიებთან ყოფი- ლა, გადარეული ამორბოდა სახლში: – დროზე საავადმყოფოში! – ყვიროდა დედა. – ნუ გეშინიათ, „სკვაზნოი“ აქვს მხარში, ნუ პანიკობთ! – გვამშვიდებდა კახა. – არ მოვკვდე, შეჩემა, მოწამლული ტყვია არ იყოს, მერე ვინ #####ავს მაგათ, – თან იცინის იმედა. – დაიჭრა ისიც, კოჭლობით გარბოდა, – ვუთხარი კახას. – შენ რა იცი? – ყველამ ერთად მკითხა. – პიანინოზე დავდექი, რომ დამენახა, თუ დაეწია შენი ტყვია და წაბარ- ბაცდა. მანქანით ელოდებოდნენ იქვე, ჯიხურთან და წაიყვანეს... მამამ და ლაშამ წაიყვანეს საავადმყოფოში იმედა. ჩვენ ყველანი სახლში დავრჩით. ლაშას ბავშვობის ძმაკაცი, ბადრი ხვადაგიანი, იყო ჩვენთან. სერ- გეევიჩი ჯიუტად უმტკიცებდა ბიჭებს, რომ ბადრი „ნასეტკა“ იყო, მაგრამ ვერ გვაჯერებდა... უცებ კარებზე ბრახუნი ატყდა, მე გავედი. – ვინ არის?! – მილიცია, გააღეთ კარი! – უფროსები არ არიან სახლში! დაელოდეთ გარეთ ან მერე მობრძანდით! – დამთავრდა შენი ძმების „გულაობა“! – თავხედობს თანამშრომელი. – ვერ გაიგეთ?! არ გავაღებ, სანამ უფროსები არ მოვლენ და ვერც გავა- ღებ, გარედან ვარ ჩაკეტილი! – გაგიგორეს ძმა ღორივით?! გააღე, თორემ შემოვანგრევთ! – კანონებზე აღარ ვლაპარაკობ, ადამიანობაც არ გააჩნდა, კაცობაზე ხო ზედმეტია ლა- პარაკი. დედას და ბიჭებს ყველაფერი ესმოდათ. კარის გაღებაც მოუნდათ ზაზას და კახას და იმ ღორის დასჯა, მე რომ მეტლიკინებოდა, მაგრამ დედა ფეხებში 112 ჩაუვარდა შვილებს, დავიღუპებით, გაჩერდითო. არ ვიცი, თავს როგორ ვიკა- ვებდი, არ მეგინებინა ყველა, მაგრამ „ძაღლების“ გაღიზიანება „ქურდულში არ ზის“. მეც ვინარჩუნებდი სიმშვიდეს, ნერვები სადამდეც მეყოფოდა... – იცით, მე თქვენს ყველა სიტყვას დიქტოფონზე ვიწერ და არ მგონია, ხვალ ისევ მაგ თანამდებობაზე დარჩეთ! დედა ეხვეწება ბიჭებს, კარებს მოშორდნენ. – ახლა აქ სროლები ატეხეს და სახლში აღარ არიან?! – ისევ აგრძელებს ვიღაც „ღრმა“ თავხედი. მამა რეკავს ტელეფონზე სახლში, მე ვეხვეწები რომ დროზე მოვიდეს და ვუყვები, რაც ხდება. ის სასწაულად გაწონასწორებული და მშვიდია: – კაი, მამა, რას ნერვიულობ, კარი არ გაუღო არავის, იმედა კარგად არის, მოვალთ მალე! უფრო გავძლიერდი, მთელ დედამიწაზე მამა ყველაზე მაგარი კაცია, რო- მელსაც ვერავინ მოერევა. ბიჭებს თვალი ჩავუკარი: „ვსიო ბუძიტ ხარაშო, ბრატცი!“ თან დავრბივარ, ხან კარებთან მივირბენ, ხან ფანჯრებთან, ხან აივანთან, რომ გავიგო, რა ხდება გარეთ. ამ დროს აივანზე ამომძვრალან „არწივის“ ბიჭები. ერთს რემბოს ეძახდნენ, გმირობის ჩადენა მოუნდა და შარში გაყო თავი. პაატა მეძახის, ჩქარა მოდი, აივნის კარებზე „ჩალიჩობე- ნო“. ეს კარიც რკინის იყო, რამდენიმეჯერ მოკეცილი გაზეთით იკეტებოდა. გარედან შეუძლებელი იყო მისი გაღება, შიგნიდან წიხლით ვაღებდით. მივ- ვარდი კარს, უცებ ცული ავიღე ხელში, ჩემი ძმები გაკვირვებულები მიყუ- რებდნენ, თვითონაც მოიმარჯვეს რაღაცები: – გაფრთხილებთ, არც კი სცადოთ კარის გაღება, თორემ ჩემს თავზე პა- სუხს არ ვაგებ! ცულით ვარ და, ვინც პირველი იქნება, უთავოდ დარჩება! – ისე ბიჭის ხმა მქონდა და შეიძლება პაატაც ვეგონე. ის „ჩათლახები“ მაინც არ ჩერდებოდნენ. – შენ ცულით ხარ, ჩვენ – ავტომატებით. ცინიკოსი ნაძირლები. მე ვაგრძელებ ლანძღვას, არც ისინი ჩერდებიან: – ბალიში გამოგვიტანე და წამოვწვებით შენს აივანზე, აქ დავუცდით უფ- როსებს, ჰა, ჰა, ჰა... ზაზა, კახა და დედაჩემი ფრჩხილებს იჭამდნენ. როგორ უნდოდათ კარი გააეღოთ და პასუხი გაეცათ ნაძირლებისთვის, ამის გადმოცემა გამიჭირდე- ბა. ძლივს აკავებდა დედა ბიჭებს. მამა მოვა მალე, დაიცადეთო. დრო ისე ნელა გადიოდა მამის მოლოდინში, მეც ვიძახდი, სად არის ეს კაცი ამდენ ხანს-მეთქი. ამ დროს მამას მანქანაც შემოვიდა ეზოში, გადმოვიდნენ მანქა- ნიდან ლაშა და იმედაც: – რა ხდება, ხალხნო? – ქვემოდან მესმის მამას ხმა, – რაშია საქმე? ეს რამ- დენი ყოფილხართ, კაცო (თან იცინის). მეც გავაღე ფანჯარა და დავიყვირე. – ზაურ თორაძე მოვიდა, თქვენი დედები რო „#####ას“! 113 – რაო? რაო? – ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ვითომ ვერ გაიგეს, კურდღ- ლებად იქცნენ უცებ. მე კი ასმაგად გავძლიერდი... – რა ხდება, არ მეტყვით? – იმეორებს შეკითხვას სიცილით, საყვარლად, დინჯად და ლამაზად, როგორც იცის. საკმაოდ სიმპათიურია, ცისფერთვალება, ლამაზი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, ვერცხლისფერი თმით, თეთრიც რომ შერევია, ჩემი სიმპათიური მამიკო. შარვალ-კოსტიუმიც კოხტად აზის ტანზე. მისი არა მხოლოდ ჩახუ- თულ თბილისს, არამედ მთელ საქართველოს რომ ეშინოდა. – იცით, ბატონო ზაურ, თქვენს სახლში ვიღაცები არიან და ბავშვები ჰყავთ მძევლად აყვანილი, უნდა გავჩხრიკოთ სახლი! – მიმართავს მამას თა- ნამშრომელი. – რას იგონებთ?! – გადავძახე მე. – რას ლაპარაკობთ? მართლა? თუკი ასეა, აბა, რა! წამობრძანდით, აუცი- ლებლად! წამოვიდა მამა კორპუსის შესასვლელისკენ, თან „ნაბოზრების“ ჯგროც მოჰყვება. ფეხით ამოიარეს ხუთი სართული. ყველა სართულზე შეიარაღე- ბულები იდგნენ და კარებთანაც. სერგეევიჩი არ იმჩნევს და ამბობს: – რა კარგია, ასე რომ გვიცავთ, ახლა მოვედი საავადმყოფოდან, ჩემი შვილი დაუჭრიათ, მერე, როგორც ჩანს, სახლშიც შევიდნენ ის ნაძირლები, არა?! რა კარგია, აქ რომ ხართ! „დაასირა“ ჩათლახები, თან კიბეზე ამოდის. რა თქმა უნდა, იცის, რაც ხდება და აბნევს მტერს. ისინიც გაკვირვებულები უყურებენ. ამასობაში მა- მამ არ იცის, რა ბედი ეწიათ ლაშას და იმედას ქვევით. მაგრამ არც დაეძებდა იმათ. მთავარი იყო, სახლში შემოეღწია როგორმე მარტოს. მე კი ფანჯრიდან ვისვრი ახალ ნათურებს, ბუმბულივით რომ არის და ვიგინები: – ჩემს ძმებს ხელი გაუშვით, თქვე „ნაბოზრებო“! – ვტირი და ვხედავ, რო- გორ გამეტებით სცემენ ლაშას, რომელიც არ ჯდება მანქანაში და ძალით ტენიან. „ნაბოზრების“ ყურადღებას იქცევს და იტანს ყველაფერს ოჯახის- თვის! თან ყვირის: ხელი არ დაადოთ, დაჭრილია, თქვე „ბოზებო“! თქვენი ოჯახები #####ან! რას გვერჩით, რატომ მიგყავართ! იმედომ გამოაცხადა: არ შემეხოთ, ბიჭო! და – „დასტოინად“ ჩაჯდა მანქანაში. მომავალი ქურდისთვის ხელის შეხება იმ დროში თანამშრომლებსაც არ შეეძლოთ. იმედა მომავალი იყო, მაგრამ ამას მოგვიანებით უკეთ გადაწყვეტს. ლაშამ თავის თავზე აიღო ყველა მუშტი, წიხლი და იარაღის კონდახები. საწყალს სახე „მოაძვრეს ნაბოზრებმა“... ამასობაში კარი გაიღო შიგნიდან, ზაური შემოფრინდა პეპელესავით და კარი ჩაიკეტა ისე, რომ ყველა, ვინც გარეთ იდგა შეიარაღებული, ცხრა სარ- თულზე განაწილებული, გაოგნებული დარჩა: მოგვატყუა, შევიდა, ჩვენ დაგ- ვტოვა გარეთ! აბა შეგიყვანთო? ხო დავიჯერეთ! – ასე განიცდიდნენ მოტ- ყუებულები. 114 ვიცოდი, რაღაცას მოიფიქრებდა ჩემი გენიოსი მამა და ასე გააცურებდა ამდენ „ჩათლახს“. მანამდე ვბრაზობდი, ბიჭები რომ მიატოვა ეზოში, მაგრამ ახლა ნათელი გახდა ჩემთვის მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, წუთებში, წამებში და ერთდროულად. ზაზას და კა- ხას ვეღარ ვხედავდი, ლაშას და იმედას თვალს არ ვაშორებდი, არც ხელებს ვაჩერებდი, ყველაფერი ვისროლე სახლიდან, რაც კი შემეძლო და აი, ზაურ სერგეევიჩიც სახლშია: – რას აკეთებთ? ეს რა ამბები დაატრიალეთ?! – ძმებს მიუგდო სიტყვა მა- მამ, – ხო, კარგით, ამის დრო არ არის ახლა, – თვითონვე პასუხობს თავის თავს. ზაზა არ ისვენებს, ეპასუხება მამას. – გვაპატიე, მამა, „სირები“ რომ არ ვართ! – აუ, რა დროს ეგ არის, მოდი, მამ, რა, ეს „ნაბოზარი“ რას მეუბნება! მე ისევ აივნის კართან ვდგავარ. მამას ესმის: – მე ფირმა მანქანა მყავს, კარი გააღე და „გაკატავებ“, – აგრძელებს „ნა- ბოზარი“ აივნიდან. არა, არავის მოუნდებოდა მის ადგილას ყოფნა! მაშინვე გააღო აივნის კარი სერგეევიჩმა. – რა თქვი, ბიჭო?! ჩემს გოგოს გაასეირნებ? გასეირნებთ ჩემს ###ზე! დედა ბიჭებს უდგება წინ, რომ არ დახოცონ. – არა, ბატონო ზაურ, არაფერი გვითქვამს თქვენი გოგოსთვის, – შეშინდ- ნენ „ნაბოზრები“. – ახლა გადაგყაროთ, თქვე „სუნიანო თესლებო“ აქედან? – გადაეკეტა სერგეევიჩს. განსაკუთრებულად საყვარელ შვილს შეეხნენ. სულ ეშინოდა, ვინმეს ჩემთვის არ ეტკენინებინა რამე, თმის ღერიც კი, არამცთუ გული... – დამშვიდდით, ბატონო ზაურ, ჩავდივართ! – უცებ გაისმა საწყალი ხმები. – ახლავე! გაინძერით! – მკაცრად ეუბნებოდა მამა. – აქედან როგორ, ბატონო ზაურ?! – ხო! აქედან! აბა, საიდან მოხვედი?! „დავაი“, დაიძარით ახლავე, თორე ვიწყებ თქვენს გადაყრას! მეხუთე სართულიდან ისევ მოუწიათ აივან-აივან ჩასვლა. მამა შემოვიდა სახლში, აღარ დასჭირდა დარწმუნებულიყო, მართლა ჩადიოდნენ თუ არა. მე გავედი და გინება დავიწყე, ჩემს ჩვეულ ამპლუაში აღმოვჩნდი... ზაზა და კახა გამოვიდნენ აივანზე გინებით, გვარებს იძახდნენ კონკრეტულს, რომლებიც არ მახსოვს, საშინელებები უთხრეს „ნაბოზრებს“. გაოგნებული ვუყურებდი და მიხაროდა, ლაშას მცემელს რა დღეში აგდებდნენ სახალხოდ. მთელი თბი- ლისი თუ არა, ნახევარზე მეტი მაინც იქ იყო. ერთმანეთს ურეკავდნენ: ბიჭო, მაგარი ცოცხალი ფილმია ვერაზე, თორაძეებს მახეს უგებდნენ და „დედები #####ნეს“ აქეთ თორაძეებმა, მოდი, ნახე, რა ხდებაო. – შენს ცოლს „ჟიმავენ“ ახლა, ამ წუთას ჩემი ბიჭები! – უყვიროდნენ კახა და ზაზა. 115 – შენი დედა! ზემოდან რომ „ბლატაობთ“, დაბლა ჩამოდით! – ქვევიდან იძახდნენ „ნაბოზრები“. – თუ გინდა მთაზე ავიდეთ მე და შენ და კაცურად ვიჩხუბოთ, გინდა, შე „სირო“? მანამდე შენ ცოლსაც „ჩაუკანეცებენ როტში“! ეს საშინელი სიტყვები რომ გაიგეს, მართლა ჩასხდნენ მანქანებში და წა- ვიდნენ. ალბათ, ცოლების შესამოწმებლად, თორაძეებმა ხომ მკაცრი მუქარა იციან... – „დაგენძრათ“, თორაძეებო! დღეს ნახეთ, თქვენ რას გიზამთ, რომ წა- გიყვანთ! ვერ დავწერ იმდენ ხანს აგინეს ერთმანეთი და იმუქრეს (ვინც რა შეძლო, მუქარაც შეუსრულეს). თუ თორაძეები კანონს არღვევდნენ, არა ნაკლებად არღვევდნენ „მენტები“ და „არწივები“. დედამ ბიჭებს მკაცრად უთხრა, დაგ- ვაცადეთ საქმეს მივხედოთ, არ არის სიგიჟეების დროო. დედას ჩემი ძმები თვალებში როცა უყურებდნენ, ხედავდნენ რა დიდიც იყო, ამიტომ რიდი ჰქონდათ. სცეს დედას პატივი და გაჩუმდნენ. ამასობაში რომელიღაცამ და- იძახა, ისევ ამოდიანო. ეს ჩვენი ძალად „რემბო“. მესამე სართულზე გაჭე- დილა. გიორგევნას ნერვები აღარ ეყო და ნავთი თუ ბენზინი გადაასხა. ის თავხედი თავს იმართლებდა, ავტომატის „აბოიმა“ დამივარდა მესამე სარ- თულზე, არ ქნათ ეგ, ქალბატონოო. მაინც რას ნიშნავს, ნამდვილი რემბო რომ არ იყო, უცებ კურდღლად იქცა. გიორგევნას ასანთი ეჭირა ხელში გა- საკვრელად. როგორ მიყვარს ვაჟკაცი ქალიც და კაციც, ბავშვიც და დიდიც, ცხოველიც და ადამიანიც! რაც კარგია, ცოტაა, სამწუხაროდ. მამამ დაიყვი- რა: საქმეს მივხედოთ! ბადრი ხვადაგიანს შესთავაზა, გაგაპარებ აქედან, აქ არ არის შენი ყოფნა კარგიო, მაგრამ ბადრიმ ივაჟკაცა, რას ამბობთ, ზაური ბიძია, სადაც თქვენ, იქაც მეო. მამა მაინც ეუბნებოდა, ჩვენ რა ბედი გვე- წევა, არ ვიცი და, სანამ გვიანი არ არის, წადიო, მაგრამ მაინც არ წავიდა. მერე მამამ ჩუმად მითხრა: ბადრი გვერდიდან არ მოიშორო და კარებთან არ მიუშვა, თუ რამე არ მოგეწონა, მაშინვე დაარტყი, არ აცადოო. ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო, ბადრი მიყვარდა ძალიან, მაგრამ იმ წუთას მეც არ ვენდობოდი. – ბადრი, მე შენ მჭირდები, კარგია რომ დარჩი! მომეხმარე, ყველა აივა- ნი ვაკონტროლოთ ერთად, რომ არავინ შემოგვეპაროს და გაზეთები დავ- ყაროთ აივანებზე და ფანჯრების ქვეშ! – მეგობრულად გადავხედე და ისე ვუთხარი ეს ყველაფერი. – რატომ გაზეთები? – მკითხა დაბნეულმა. – ოოო, სერგეევიჩის „ტეხნიკა-ნაუკა“! ჰა, ჰა, ჰა... ბრძანებაა გაცემული, დროზე, ბავშვებო, გაზეთები მოფანტეთ ყველგან! სახლის არევა კი უყვართ, იცოცხლე! – მე ვამხნევებ ყველას ჩემი სილაღით. ძალიან ვნერვიულობდი იმედოზე, გაგებული მქონდა, როგორ აწამებდ- ნენ ხალხს „ნაბოზრები“. მამასთან მივედი, მხოლოდ ის დამამშვიდებდა: 116 – რა ვქნათ, მამ? იმედას ჭრილობაზე მარილს დააყრიან? ლაშა ასე სცე- მეს სახალხოდ, არ მოერიდათ და იქ მარტოებს რას უზამენ, მამ? წავალ თუ გინდა, პატიაშვილს დავხვდები! – ამას მოჰყვა სიცილი... – პატიაშვილს აღარაფერი შეუძლია უკვე, – მითხრა პაატამ. – ოჰო, განათლებული! ჰა, ჰა, ჰა... ვიცი ხო, ვიხუმრე, – გავიცინე ისევ მე. იმ დღეს მივხვდი, თუ რა დიდი იყო ჩვენი სახლი. ათ ოთახში როგორ ვა- ხერხებდი ყველა ფანჯარაში და აივანზე ყოფნას, არ ვიცი, თან სულ გაღიმე- ბული ვიდექი მტრის ჯიბრზე. ასევე დამნიშნეს პაატას და დების „კამანდი- რად“. პაატას მიხედვა ადვილი იყო და პატარა დები ფეხებში მედებოდნენ, მაგრამ ყოჩაღად რომ მდგარიყვნენ ფანჯრებთან, ვამხნევებდი, როგორც შემეძლო. მე 12 წლის ვიყავი, მაია – 8 წლის, 7 წლის – ნინო და 5 წლის – ეკა. დრო გადიოდა და რატომღაც დაბნელებამდე ყველაფერი უნდა დამთავ- რებულიყო. დედა, მამა, ზაზა და კახა რაღაცაზე შეთანხმდნენ. გვერდით სადარბაზოში სნაიპერი შეემატა, რამაც ცოტა არ იყოს შემაშინა, მაგრამ მერე როგორც ყვებოდნენ, ქვევით მყოფი ჩვენი ოჯახის კეთილისმსურვე- ლები, გაკვირვებულები ყოფილან „ნაბოზრები“, თუ რატომ არ გვეშინოდა და რატომ ვიცინოდით. მუქარას არ წყვეტდნენ, მაგრამ ვინღა აქცევდა ყურადღებას?! მამამ შეძრა რუსეთი და ამერიკასაც შეაწუხებდა, თუ სა- ქართველო არ შეწყვეტდა უკანონო ქმედებებს. მოითხოვდა საქართველოს პრეზიდენტის დასწრებას ჩვენი საქმის გასარკვევად. მოგროვდნენ თანამ- დებობის პირები, რადგან ვერავინ შემოაღწევდა სახლში. ის გაზეთები, რომლებიც მოვფანტეთ, ნავთით თუ ბენზინით გავჟღინთეთ, ასევე, ხუთო- თახიანში ხის გამომშრალი მასალა ელაგა, გაჭირვებისთვის გადანახული ბენზინი და ნავთი, მარაგის სახით რომ ინახებოდა მუდამ. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო და არანაირი კანონის დარღვევა. არ ინანებდა სერგეევიჩი დიქტოფონის კასეტებს, იწერდა და იწერდა თითოეულ თანამშრომელ- თან დიალოგს, რა თქმა უნდა, ჩუმად. ერთმა ქალბატონმა შენიშნა კარის ჭრილში წითელი წერტილი. არ ვიცი, რა თანამდებობა ეკავა. საკეტი ჩვენი სახლის კარს არ ჰქონდა, რადგან მატარებლის ლიანდაგის ნაჭრით – „რელ- სით“ იკეტებოდა. მთლიანი კარის ჩარჩო „სვარკით“ რომ მოეჭრათ, კარები მაინც არ გაიღებოდა (სერგეევიჩის „ტეხნიკა-ნაუკა“). მძიმე ბარიკადებიც მიემატა და საერთოდ, ჩიტიც ვერ შემოფრინდებოდა, თუკი ვინმე დაიძვრე- ბოდა სახლისკენ არასწორად, ჩვენი მხარე ცეცხლს მოუკიდებდა დანავთი- ანებულ-დაბენზინიანებულ გაზეთებს და ხის მასალას, რომელიც წამებში აგუგუნდებოდა. მხოლოდ მეექვსე კორპუსს კი არა, ნახევარ სევასტოპოლს გადაწვავდა. რა თქმა უნდა, ჩვენც შევეწირებოდით, ამიტომაც მიდიოდა მოლაპარაკება, თორემ მანამდე გადაგვივლიდნენ „ნაბოზრები“?! საქართ- ველოს პროკურორი თუ მინისტრი მოიწვიეს, პრეზიდენტის საქმეებს ვინც აგვარებდა, მის არყოფნაში, სახელად ბორისი! ჯოხებზე დახვეული ნაჭ- რები დაამზადა კახამ, ბენზინით გაჟღენთილი და ისინი გვეჭირა ხელში 117 მშობლებს, ბიჭებს და მე, თავიანთი ასანთებით. ეს იყო ჩვენი თავდაცვის იარაღი. – თქვენ იწერთ ახლა ამ საუბრებს, ბატონო ზაურ? – ის ქალი აწიწინდა. – არაფერს არ ვიწერ! – აბა, ეს რა ანათებს წითლად? – თითი გამეჭრა, ქალბატონო. ან რისი გეშინიათ, რომც ვიწერდე? თქვენ ხომ მართლები ხართ! იმის დროც არ მაქვს, თითი შევიხვიო! – მშვიდად პა- სუხობდა მამა, რომელიც არასოდეს იბნეოდა, მაოცებდა. როგორ მიხარია, ასეთი მამის შვილი რომ ვარ. – მე მგონია ვაჟკაცებს ვზრდი! გამაგებინეთ, თუ ნაძირალებს ვზრდი და მე თვითონ გადმოვაგდებ, ესეც რომ არ გაიზარ- დოს ნაძირალა (სერგეევიჩმა ეკა დაიჭირა ფეხებით და აივნიდან გადაკიდა, თან გააფრთხილა არ შეგეშინდესო). – რას შვრები! ბავშვი არ გაგივარდეს! გიჟია, „სპასობნია“! – ქვევიდან ყვი- როდნენ ეს ძალად კეთილი „ნაბოზრები“. ჩვენ გვეცინებოდა ჩუმად. მამას ისეთი ძალა ჰქონდა ხელებში, ხუთ ეკას დაიჭერდა. შენ თუ მაინც მომიკლავ შვილებს, აწი მე მოვკლავ, თუ არ ვვარ- გივარ აღმზრდელ მამადო. ქვევიდან ასევე გვეძახდნენ, სომხები ხართო. მამაც პასუხობდა „ნაბოზ- რებს“: – ნეტა ვიყო სომეხი, სომხეთში მოვითხოვდი თავშესაფარს, იქ უფრო დაგვაფასებდნენ... რადგან ქართველები გავამრავლე, ამიტომ ვარ სომეხი, შე უვიცო? ჰა, ჰა, ჰა! და შენ ქართველი ხარ? „სირები“ ესენი, კაცები მაინც იყვნენ, – ისევ დასცინოდა იმ საცოდავებს სერგეევიჩი. დრო გადიოდა. მამაჩემი და დედაჩემი მოითხოვდნენ უკანონოდ დაჭე- რილი შვილების დაბრუნებას დაბნელებამდე, ასევე იმასაც, რომ დაეშალათ უკანონოდ შექმნილი ალყა. ისინი კი უკანონოდ მოითხოვდნენ სახლის ჩხრე- კას, რაც გაუგებარი იყო ჩვენთვის. – თუ ჩემს სახლში მძევლად აგვიყვანეს, რატომღა მიგყავთ ცემით ჩემი შვილები?.. – მამას ვერავინ სცემდა პასუხს დასმულ შეკითხვაზე. – მოვიდა გაბაიძე, უსამართლო ქვეყნის მეორე რისხვა. კოდექსები ააფა- რეს სახეში ქალაქის პროკურორ ბორიას. მოსალაპარაკებლად მხოლოდ ბო- რია და გულიკო შემოვიდოდნენ იმის „შესამოწმებლად“, თუ როგორ ვართ მძევლები. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ჩხრეკის უფლება საიდან ექნებოდათ, ჩვენ არავისთან შევჭრილვართ... შემოვიდა ეს ორი ადამიანი, ძლივს გააღეს მამაპაპურად ჩარაზული კარი, ძალიან ვიწროდ გაღებულ კარში შემოაცურეს რიგ-რიგობით, სხვაც რომ არ შემოჰყოლოდათ ბორიას და გულიკოს, თუმცა მცდელობა იყო, მაგრამ იმედი გაუცრუვდათ გარეთ დარჩენილ „რემბოებსა“ და „შვარციკებს“. – მობრძანდით, ბატონო ბორია, გვაპატიეთ ასეთი დახვედრისთვის, სხვა გზა არ დაგვიტოვეთ! 118 – კარგი, ჩასწიეთ ეს ჯოხები, მე ხელცარიელი ვარ, მჯერა თქვენი, არც მძევლები გყავთ და არც მძევლები ხართ, ჩხრეკასაც აზრი არა აქვს, ამ სახ- ლში მე რომ დამმალოთ ვერ მიპოვიან, მეც ვერ ვიპოვი გზას, – ეუბნებოდა მამას ბორია, რომელიც ქურთს ჰგავდა. რომ შევხედე, გავიფიქრე, ეს ქურთია, რატომ არ ეძახიან ქურთს? – შეგიძლიათ მომიყვეთ, საერთოდ, რა მოხდა დღეს? – იკითხა ბორიამ. – იმედა ასეირნებდა ბავშვს ეზოში, ამ დროს მოვიდნენ მანქანით ვიღაცე- ბი, ატყდა სროლა. არ ვიცით, ვინ ვის ესროდა, არც ჩემმა ბიჭებმა არ იციან, შემთხევით იმედას მოხვდა ბრმა ტყვია. მანქანა გარეთ დააგდეს, ბატონო და აწი პატრონი მოიძიეთ და დაკითხეთ! ჩვენ დაგვეტაკნენ, ამ დროს მეორე ბიჭი, ლაშა, ტაქსიდან გადმოდიოდა, ჩასვა ძმა ტაქსიში და წაიყვანა საავადმ- ყოფოში. მეც სამსახურიდან იქ გავიქეცი. თამუნამ დამირეკა, იმედა დაჭრე- სო, ცოტა სანერვიულო ხომ არ არის ეს ყველაფერი, ბატონო ბორია! ვბრუნ- დებით სახლში და თავს გვესხმით?! სად არის სამართალი, გამაგებინეთ?! ჩემები თუ დასაჭერები არიან, ერთ შემთხვევაში დავუშვებ ამას, თუ სხვა დამნაშავეებიც აგებენ პასუხს და არა მარტო ჩემი შვილები! ჩემი მეუღლე გასული იყო პროდუქტის მოსატანად, ბავშვები მარტოები დატოვა და ეს ნა- ძირალები კანონს რომ უნდა იცავდნენ, რა აკადრეს ბავშვს... გავიგებ აუცი- ლებლად თითოეულის სახელს და „ვაკატავებ“ მაგათ, სადაც საჭიროა! თავ- მოყვარე კაცის დას ამას რომ ეტყვი, მეორე დღეს ცოლებს თუ გაუბახებენ, მაინც ჩემს შვილებს დაიჭერთ, არა? ვერ მოგართვით, ბატონო! ჩემი შვი- ლები, გოგოებიც კი, ვაჟკაცები არიან. ცოცხლებს ასე ვერ „დააჩმორებთ“, იცოდეთ! ბარემ ამოგვხოცეთ და დაგვასვენეთ, რა! როდემდე უნდა გვდევ- ნიდნენ?! მაპატიეთ უხეშობისთვის, აღელვებული ვარ, მკაცრად მოვითხოვ სახელსა და გვარს იმ პიროვნების... – კი მაგრამ, რანაირად შემოვიდნენ სახლში თქვენი მეუღლე და ბიჭები? რომ არავის დაუნახავს? – ბორია არ იშლიდა „ცელქ“ კითხვებს. – კარგით, ახლა, ბატონო ბორია, – მამა ირონიულად იღიმებოდა, – ეგ თუ გითხარით, სხვა დროს შანტაჟს რომ მოგვიწყობთ, ხომ ვეღარ შემოვიპარე- ბით?!.. და თუ თქვენ არ მოგიწყვიათ, ვინც მოაწყო. ძალიან კარგად იცოდა ყველამ, მახეს რომ გვიგებდნენ. მანქანა, რო- მელიც დატოვეს, წამებში გაარკვია სერგეევიჩმა, თანამშრომლის რომ იყო, მაგრამ ბორია შავტუხასთან როგორც ილაპარაკა, ასე იყო საჭირო. თორაძეები „ბოზები“ და „ჩამშვებები“ არასდროს იყვნენ, ამიტომ სიმართ- ლეს მამა ვერ მოყვებოდა. მეც მივედი ბორიასთან და ვუთხარი, იმ მილი- ციელმა რომ მითხრა, შენი ძმები ღორებივით გააგორესო, თვითონ ჰგავს ღორს, გადაეცით!.. ან როგორი მილიციაა, ასეთ ცუდ რაღაცებს ამბობს კარგ ადამიანებზე-მეთქი, მეც ჩავაკვეხე სათქმელი, ღამე კარგად რომ დამეძინა, მაგრამ გამაგდეს იქედან, ნუ ერევი უფროსებშიო. ალბათ, არ უნდოდათ, ვინმე გადამემტერებინა. „ნაბოზრებმა“ ხომ არც ქალი იციან, 119 არც ბავშვი...ზუსტად ვიცოდი, როდის რა მეთქვა, არც არავის დარიგება მჭირდებოდა, ეს ჩემში იყო, ინსტინქტი იმისა, რომ დამეცვა ოჯახი და სიმართლე! – ყველაფერი გასაგებია, ვეღარაფერს ვიტყვი, ჩაბრძანდით თქვენი რაი- ონის პოლიციაში და დაწერეთ, რაც მოხდა, დანარჩენს გამოძიება მიხედავს, თუ ვისგან მოხვდა ტყვია თქვენს შვილს. შავტუხა ძალიან მოწყენილი იყო, ფეხი არ ჩაეტია. – ჰა, ჰა, ჰა, ჰა, ჰა, რამდენი საქმე გიდევთ ასეთი, კიდევ რომ ითხოვთ?! რისთვის? თაროების შესავსებად?! დააბრუნეთ ჩემი შვილები და მე ვიცი, სად და როგორ მივხედო ამდენ უსამართლობას! მამამ კი იცოდა, თავის ხალხს ისინი არ დაიჭერდნენ, მაგრამ იმის კი ძა- ლიან ეშინოდა, დღეს გამარჯვებული შვილები, ხვალ როგორ მოსთხოვდნენ პასუხს „ნაბოზრებს“... ჩავიდა ქვევით მურთხი და მეც გავყევი დურბინდით, აივნიდან ვიყურე- ბოდი. მთელ ცხოვრებად ღირდა იმის დანახვა, რაც მე დავინახე მტრების სახეზე იმ ბედნიერ წამებში, როცა ბორიამ გამოაცხადა: – დაიშალეთ და ბიჭები დააბრუნეთ ახლავე! ჯერ გაარკვიეთ, რა ხდება და მერე სცემეთ ხალხს! არ გეგონოთ თორაძეები ასე შეგარჩენენ! რაც მოჰყ- ვება ამ ამბავს, თქვენს თავს დააბრალეთ! – ჩვენც რომ გაგვეგო მისი ნათქ- ვამი, ეს ბორიას ძალიანაც უნდოდა. – აუუ, ისევ თავისი გაიტანეს! ფუ! ისევ მოიგეს! – ძალიან გულჩაწყვე- ტილები სხდებოდნენ მანქანებში. მეც დავუმატე: დროზე! დროზე! პაატამ გამაჩერა, არ გადაიფიქრონო. დააბრუნეს სახლში ჩემი ლაშა და იმედა. იმდენი ვეფერე ორივეს, მეგო- ნა „სროკი“ მოიხადეს. მოფანტული გაზეთები, რა თქმა უნდა, ჩემი ასაღები გახდა. აღარავის ეცალა არეული სახლისთვის, მე კი ღამე ვერ დავიძინებდი, სისუფთავის „წიკები“ მაწუხებდა. დღის 12 საათზე დაწყებული ამბავი ღამე, 10-ზე, დამთავრდა. იმედასთვის თითი არავის დაუკარებია, მილიციაშიც იგივე ილაპარაკეს ბიჭებმა, რაც ბორიასთან მშობლებმა. ასე რომ, არავინ დაუჭერიათ. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი დაღლილობისგან, მაგრამ ძალიან ტკბილად დავიძინე გამარჯვებულმა. მეორე თუ მესამე დღეს თავისი ფეხით მოვიდა „ბოზების“ გმირი იმედას- თან და მუხლებზე დაეცა: „ბოზი“ ვარ! რაც გინდათ, მიქენითო. იმედამ აახს- ნევინა, თუ რატომ „გაბოზდა“, რამ აიძულა. იმანაც აუხსნა, რომ „მენტებმა“ აიძულეს და ვერ გაუძლო ზეწოლას. იმედამ შამპანური გახსნა, ჭიქებში ჩა- მოასხეს და აპატიეს ჩვენს სუსტ გმირს, რომელსაც არც მედალი ერგო ნა- ბოზრებისგან და სახელიც შეირცხვინ
|