90-იანები ჩემ თინეიჯერობას დაემთხვა და მშვენივრად მახსოვს
მაშინდელი ამბები. რაც უცბად გამახსენდა ჩემი უბნის ისტორიიდან, დავწერ:
ლაშა მგელაძე მეზობელი იყო. სხვათა შორის ფეხბურთს თამაშობდა მაგრად,
და ჰოლანდიის 1988 წლის ნაკრების მაგარი მაიკა ქონდა. ფეხბურთი მიყვარს
და ამ ამბით დამამახსოვრდა...
მალევე მოკლეს, მოსკოვში, სალიასთან ერთად. ლაშას ცოლიმა, მოგვიანებით ჩვენთან
იყო სტუმრად, ასე თქვა: „მოსკოვიდან რო დამირეკეს, ასე მითხრეს ნუ გეშინია,
შენი ლაშა მორგშია, ანგელოზივით წევსო“. 15 თუ 16 წლის ვიყავი, დამამახსოვრდა...
მაგასთან სახლში (ძმაკაცის პირდაპირ ცხოვრობდა) ბუთა მოდიოდა ხშირად...
სალიას ძმა მსახიობია, კი გეცოდინებათ.
მთელი სკოლა წამოვედით მაგათი გასვენება რომ გვენახა, მთელი პლატო
სავსე იყო მანქანებით...
მგელაძის და სალიას მოსკოვში ჩაცხრილვას ერთის მკვლელობა უსწრებდა წინ, პლატოზე,
აი ის, თორაძეების წიგნში როა აღწერილი. ჩემი თვალით ვნახე ის გარდაცვლილი: დილით
პურის საყიდლად ჩავედი მაღაზიაში და გამყიდველი ქალი ტიროდა, ასე და ასე, ვიღაც
ბიჭი მოუკლავთო. პური სულ დამავიწყდა, მომხდარის სანახავად წავედი. ჯარისკაცის
ფორმა ეცვა იმ საცოდავს, მგონი თავში ქონდა ტყვია მოხვედრილი, სისხლით იყო იქაურობა
მოთხვრილი. მერე თქვეს სახურავიდან ესროლესო. 16-სართულიანია ის კორპუსი...
ბესო ოთხვანზე დაიწერა უკვე... გოგოლაძე რო შემოაკვდა, მგონი სკოლაში სწავლობა ჯერ კიდევ...
მამაისი კარგი კაცი იყო, ვახო...
პირადად მაქ ნანახი ბესო სტალინის შვილიშვილს რო უჯდებოდა ბიზნესის წილში
დაუჯერებელია, მაგრამ ნაღდი ისტორიაა. ჯუღაშვილი ლუდის ბარის
გახსნას აპირებდა უბანში, სასტუმრო აკადემიურში (ახლა იქ ლტოლვილები არიან)...
ლაშა გერმესაშვილიც ახსენეს... საკუთარი კორპუსის სადარბაზოსთან მოკლეს, შუბლში ესროლეს...
ჩემი მასწავლებლის შვილი, ფარნა (ჩიკვილაძე იყო გვარად მგონი), აივანზე დაცხრილეს ეზოდან.
დაუძახეს, ერთი წუთით გამოდიო და მიუშვეს...
ალიკა ბალიაშვილი (თუ სწორად მახსოვს) საავადმყოფოში, საწოლში გადაცხრილეს...
კიდე ერთი უბნელი (გვარი დამავიწყდა) უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში
მოკლეს გეკოთი. დაკრძალვა საშინელი სანახავი იყო, დედამისის ბღავილზე მთელი უბანი ტიროდა...
ეს უცბად რაც გამახსენდა... ერთი თუ ორი მონასტერშია ახლა, ერთი მინანქარზე მუშაობს უბნის
ტაძარში... იქვე დიდი ლოდია და იქ წერია 90-იანებში დაღუპული პლატოელების სახელები.
10 თუ 15 ბიჭია მარტო ჩემი უბნიდან მკვდარი...

ძმაკაცის სამზარეულო პირდაპირ საბურთალოს სასაფლაოს უყურებდა. კარტის სათამაშოდ რომ
ავდიოდით მასთან, 92-93 წლებში, (მერეც, თუმცა უფრო იშვიათად) დღეში რამდენჯერმე იცლებოდა
ავტომატი - ან აფხაზეთში დაღუპულს მიაგებდნენ პატივს, ან უბნის გარჩევებში მოკლულებს...

ჰო, „ზანგო“ იყო კიდე პლატოელების საძმოს ღმერთი - ალიკა ნადირაშვილი. ვაკეში მოკლეს წლების მერე.
ზუსტად არ ვიცი, მარა ამბობდნენ ძალიან თავზეხელაღებული იყოო... სადღაც წავიკითხე, დუდუ
დადიანი ამერიკაში რო წავიდა ერთი პერიოდი, ალიკასთან დატაკების გამოო... ახლა რას გაიგებ...
მეკიდე ჯინსის კურტკის, ბენდენის, ქამრის და სათვალის გამო ძალიან მაგრად მიჩხუბია:
ვაჟას კვარტლებში, ბლიაცკი პარკში (პავლოვზე) და ვაკის პარკში

გაზეთის გამო კი ტიპმა
დანა დამარტყა - დიდუბეში, სტადიონთან

დიდი არაფერი, მარა ეგრე იყო...

მე-10 და მე-11 კლასები ვაჟას დასაწყისში რო რუსული სკოლა იყო, იქ ვსწავლობდი - საღამოზე. იყო
ასეთი ჩვენ დროს

თუ ვინმე საბურთალოზე გადარეული იყო, ყველა იქ შეიკრიბა - რამდენიმე
კლასელი იარაღით დადიოდა, ერთი, მგონი კულინარიელი („ბერბერას“ ეძახდნენ), სულაც ორი პისტოლეტით
იყო. ნამეტანი პოპულარული გახლდათ გოგოებში

ერთმა დაწერა ზევით, შვილებს ჩემი მოყოლილი არ სჯერავთო. ეგრეა. ჩემი შვილი სტუდენტია უკვე
და საერთოდ არ ესმის რაზე ვესაუბრები ხოლმე. და მიხარია რო თავის ინტერესი აქვს და საერთოდ
არ ანაღვლებს ეს კრიოსნი აწეცები, ადნაჟდი ვ ამერიკები და ლიცო საშრამამ

მოკლედ, დიდი ქაქი ტრიალებდა 90-ებში და მადლობა ღმერთს რო ის დრო სამუდამოდ წავიდა.
მარტო ის ბიჭები მეცოდებიან, რომლებიც სხვა დროსა და სხვა ვითარებაში ეგებ წარმატებულები
ყოფილიყვნენ... ჩემს ახლანდელ ასაკს მგონი ვერცერთმა მიაღწია...
- აქეთ ერთი ჩემი მეგობარი მოდის და ვითომ, ჩვენ სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ... (c) ”გიორგობისთვე”
- პანიკას არ აყვეთ, ბატონო ვასო! (c) ”ცისფერი მთები”
- ვოეე, ჯულიო, შე ჩემა! (c) ”სამოსელი პირველი”