ცოტა დიდია მაგრამ თემას ეხება

ფაცეზე იდო
ვინაობა რა საჭიროა და ისე ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით...
90-იანი წლების შუაწელია, ჩემს ძველ უბანში ჩემი ძველი ნაცნობი შემხვდა. რამდენიმე წლით ჩემზე უფროსია, ერთად გავიზარდეთ, საბჭოურ 70-იან წლებში. მაშინ უბანში ყველაზე დიდი ავტორიტეტი ქურდებს ჰქონდათ და ბავშვური აღტყინებით ყველანი მათ ვბაძავდით.
- მომავალზე არა ფიქრობ, ბიჭო? - ეს შეკითხვა იმას ნიშნავდა, რომ უნდა მოგეპარა, მერე კიდევ, მერეც და იქამდე, სანამ არ დაგიჭერდნენ და აი, უკვე ციხეში თუ გაქაჩავდი, ქურდიც შეიძლება გამხდარიყავი...
ვაი საყვარელო
მართალია უკვე ისე აღარავის უჭირდა, მაინცდამაინც ქურდობით ერჩინა თავი, მაგრამ ქურდბაცაცების ქვეყანაში ვცხოვრობდით, სადაც ხელისუფლებიდან დაწყებული მუშით და გლეხით გათავებული ყველა იპარავდა და ქურდის ქურდი ცხონდაო, ხომ გაგიგიათ...
ხოდა იპარავდა ჩემი უბნელიც, თორემ ისე ნამდვილად არ იყო ცუდი ბიჭი. გიკვირთ, ხომ? ახალწლებზე დეზერტირების ბაზარში გოჭებს იპარავდა, რომ მერე უბანში ვისაც მისი საყიდელი ფული არ ჰქონდა, იმათთვის დაერიგებინა. ერთ წელიწადს 18 ცალი მოიპარაო, ამბობდნენ და მთელ კვარტალში შემწვარი გოჭის სურნელი ტრიალებდაო...
სულ ცოტა, ერთ ციცქნა პერიოდში, მეც დავიწყე მომავალზე ფიქრი, მერე კი იმ უბნიდან გადმოვსახლდით, კარგა ხანიც გავიდა და ყველას გასაკვირად მილიციაში დავიწყე მუშაობა. მიუხედავად ამისა ბავშვობის ახლობლებთან არასოდეს გამიწყვეტია ურთიერთობა - თავის დროსა და ალაგას, თავისივე წესებითა და მორალით. ვხვდებოდი ხოლმე, ბავშვობის ანცობებს ვიხსენებდით და კარგადაც ვხალისობდით...
მოკლედ აჯობებს, გამიგრძელდა ძალიან...
შემხვდა, ვდგავართ მისი კორპუსის ეზოში და ვბაასობთ. ჰო, იქამდე რაღაც პერიოდი მოსკოვში იყო გასტროლებზე წასული, რომ ჩამოვიდა, ქურდად წამომაყენესო, გააბაზრა ქალაქში. აისრულა, მოკლედ, ბავშვობის "მეჩტა", პირველი კაცია უბანში...
- ნახე რა მომივიდა, გელაჯან, - მითხრა და გატეხილი თავი მაჩვენა, პაჩიკოს გარმონივით გადაკერებული.
- ეგ რა მოგსვლია-მეთქი?! - შევიცხადე.
- აბაა! 23 ნაკერი მადევს, ბაბუაჩემის კეთილებს რომ შევე@ი მეო...
დავიბენი, ისევე როგორც თქვენ, ამის წამკითხავები. "ისაიმა" ამ მომენტზე, პაუზა დაიჭირა, გემო ჩაატანა და მერეღა მომიყვა.
ვიღაც საქმოსანი მომიყვანესო, ვერელების საძმო ხომ იციო, დედიკოს ბიჭები რომ უცებ მაიფოზებად გადაიქცნენო, ეგენი დადგომიან და ფულს ახევდნენო. მოვისმინე, არ ჰქონდა გადასახდელი, აგოიმებდნენო. მეთქი რაღა იმათმა, ხოიცი ფული ყველას სჭირდება, გარეთაც და ზონაზეც, ვიფიქრე შესაგზავნ მაყუთს ვიჩალიჩებო. დავპირდი, "კაროჩე", მე გიშველი-მეთქი. იმანაც აიღო და გადაურეკა, აგერ ვარ, იმანოსთან, ქურდი ბიჭი რომ არის, ამან სხვანაირად გადაწყვიტა და დამეხსენითო.
- სადა ხარო? - უკითხიათ იმათ.
- აი, იმანოსთან ვარ სახლშიო.
- ჰოდა, მანდ იყავი, არსად წახვიდე, მალე მოვალთო...
თან მიყურებს, ჩემ გაკვირვებულ სახეზე კაიფობს, თან აგრძელებს...
- გელაჯან, ეგრე მალე ნაღდი არ ველოდი. უცებ იღება კარები და მთელი კოდლა შემოვარდა სახლში. ნაწილი იმ ტიპს ეცა, - ვინ ქურდი, რა ქურდი, შენი დედა კი მოვ@@ანითო და წაიგდეს წიხლქვეშ. მეორე ნაწილი მე მეცა, არაფერი უკითხავთ, აიღეს და სახლში თუ რამე სკამი მქონდა, ყველა თავზე გადამაფშვნესო...
აქ სახე ცოტა მოექუფრა. მეც დავიძაბე, თან ბაბუა არ მავიწყდება, მის გამოჩენას ველი..
- ჰოდა, ერთი ტაბურეტკა მედგა სახლში, ბაბუის გაკეთებული, სოფლიდან წამოვიღე ადრე, მევასებოდა და თან მის სახელზე რომ მქონოდა რამე სახლში. ეგ რომ ჩამცხეს, ერთი "სვარკასავით" გავყარე თვალებიდან ნაპერწკლები და მეტი აღარც არაფერი მახსოვს. ყველა სკამი დაიფშვნა, ეგ კი არა, სამაგიეროდ, ა, შეხედე. - თმა გადაიწია და გაკერილი კეფა დამანახა, - ჩემი თავი დაიფშვნა, ბაბუაჩემის კეთილებს რომ შევე@ი მეო...
გავიგუდე კინაღამ. თან ხომ იცით, როცა არ უნდა გეცინებოდეს და ტეხავს, არ შეიძლება, ზუსტად მაშინ ვერ იკავებ ამ ბაბუააფეთქებულ სიცილს...
თან მივხვდი, რომ უკვე თავადაც ღადაობდა ამ ამბავზე. ერთი კი დააყოლა, სიცილს რომ მოვრჩით:
- ვინები არიან, ტო, რა მასტის ხალხია, ეგეთი არაფერი მინახავს და არც გამიგიაო...
არც არავის გენახა, ამბადაც არ გვსმენოდა მაშინ...
ბევრი რამ გავიგეთ მას შემდგომ, ბევრიც ვნახეთ, უამრავი რამ დაგვავიწყდა, უამრავმა წყალმაც ჩაიარა, თუმცა უამრავი წყალიც ძნელად რეცხავს სისხლიან ნაკვალევს...
ახლა სიმწრით მეცინება, 90-იანი წლები ბრუნდებაო, რომ ამბობენ...
ამის არანაირი ნიშანწყალი არ ჩანს, დაგვიფაროს უფალმა...
მტერს და ავს, თუმცა მათაც არ ვუსურვებ და ვერც ვერანაირად მობრუნდება...
ისიც საკმარისია, რაც გავიარეთ. ის წლები ხომ ყველას შეგვეხო და მეტნაკლებად დაგვაზიანა...
აჯობებს წარსულში დავტოვოთ და უფალს შენდობა ვთხოვოთ, რამეთუ მსგავსი აღარასოდეს განმეორდეს ჩვენი თბილისის მზიანი ცის ქვეშ