ბევრი ამ ქვეყანაში, სამწუხაროა მაგრამ არიან ასეთებიც, სვავენ ასეთ კითხვას: რატომ უნდა გამოვიდე "ნაცების" ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე?
შევეცდები ამ კითხვაზე რამოდენიმე პასუხი გაგცეთ, თუ რატომ უნდა გამოხვიდეთ და რატომ სწორედ "ნაცების" ორგანიზებულ აქციაზე:
ქვეყნის ბიუჯეტის 11-ჯერ გაზრდაზე, ეკონომიკის 5-ჯერ გაზრდაზე, კრიმინალის დამარცხებაზე, კორუფციის დამარცხებაზე, პენსიის 11-ჯერ გაზრდაზე რომ არაფერი ვთქვათ ძალიან მარტივი მაგალითებით შევხედოთ რეალობას და ვნახოთ რა ქვეყანა ჩაიბარეს ნაცებმა და რა დატოვეს მათ:
ქართველ დედებს: გახსოვთ, 90-იან წლებში ქართულ ჯარს თქვენ რომ არჩენდით? გახსოვთ, როგორ იდექით საათობით სიცხეში და სიცივეში სამხედრო ნაწილებთან, რომ თქვენი შვილებისთვის ლუკმა პური გადაგეცათ? მერე თუ გახსოვთ, როგორ შეიცვალა ყველაფერი? როგორ თვალსა და ხელს შუა გარდაიქმნა ქართული ჯარი "ნაცების" მოსვლის დღიდან? აი სწორედ მაგიტომ უნდა გამოხვიდეთ და გააპროტესტოთ ამ მთავრობის უნიათობა, რომ სხვისი შვილები არ დადგნენ იმ გასაჭირის წინაშე, რომელიც თქვენ და თქვენმა შვილებმა გამოიარეთ.
განსხვავება ნომერი 1
რა იყო 2003 წელს
და რა დატოვეს ნაცებმა
პენსიონერებს: თქვენ თუ გახსოვთ წლობით გაუცემელი პენსიები და საათობით რიგში დგომა საბჭოთა კავშირის დროინდელ შმორიან შენობებში? მერე თუ გახსოვთ, როგორ შეიცვალა ყველაფერი? ისიც თუ გახსოვთ, შეძლებისდაგვარად, როგორ იმატებდა ყოველწლიურად თქვენი პენსია? თხოვნა მაქვს ისიც გაიხსენოთ, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენით მოემატა "ნაცების" დანატოვარ პენსიას.
განსხვავება ნომერი 2
რა იყო 2003 წელს

და რა დატოვეს ნაცებმა, 11-ჯერ გაზრდილი პენსია
კრიმინალისგან გაწამებულებს: აბა გავიხსენოთ უძილო ღამეები, შიში, ჩხუბი, ყაჩაღობა, მეზობელი მეზობელს რო უვარდებოდა ნიღაბით და აუთავებდა, გისოსებში რო ვიყავით გამომწყვდეულები და 5 საათის მერე ლამის საომარი მდგომარეობა რო გვქონდა გამოცხადებული ქუჩებში. და რა მოხდა ნაცების მოსვლის დღიდან? თავისით აიხვეტენ სისხლის მსმელი ქურდები და ნაძირლები? იმას თუ ხვდებით, საკუთარ თავს რო საფრთხეში აგდებდნენ "ნაცები", როდესაც ქურდულ სამყაროს უპირისპირდებოდნენ იმისათვის, რომ ჩვენ ყველას ქუჩებში თავისუფლად გვევლო? თუ ადვილია "9 წელი", "9 წელის" ძახილი? თქვენ, ვინც "9 წელით" ამართლებთ თქვენს დაუნახაობას, 9 წელი მშვიდად გეძინათ და თქვენი შვილები მშვიდობიანად ბრუნდებოდნენ სახლებში და იცით ეს რა დაუჯდათ ვანოს და ბაჩოს? -ციხეში ჯდომა. დიახ, უსამართლოდ, სრულიად დაუმსახურებლად, მარტო იმიტომ, რომ თქვენთვის სიმშვიდე მოიპოვეს!!!
განსხვავება ნომერი 3
რა იყო

და რა დატოვა მიშამ
გაიშნიკები თუ გახსოვთ? აბა გაიხსენეთ, რომელი უფრო საშიში იყო, ე.წ. გაიშნიკი თუ კრიმინალი? თუ ორივე ერთად? და ასე უცაბედად სად გაქრნენ ეს ღიპიანი ბიძიები, ხომ ვერ შემახსენებდით?
განსხვავება ნომერი 4
რა იყო 2003 წელს

და რა დატოვეს ნაცებმა 2012 წელს
შუქი, გაზი, წყალი, გზები, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განახლებული ქალაქები, განათებული ქუჩები, დასუფთავებული ეზოები, თანამედროვე საავადმყოფოები და კიდევ რამდენი რამე ჩამოვთვალო? -იყო ეს ყველაფერი სანამ ის "9 წელი" დადგებოდა? აბა ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ირგვლივ მყოფებს თუ არა, საკუთარ თავს უთხრათ სიმართლე!
ეს ატრიბუტიკა დიდი ხანია სანაგვეში მოისროლეთ?

და კიდევ ერთხელ რატომ უნდა მივიდეთ "ნაცების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე?
ხედავთ განსხვავებას ნაცების მიერ ჩაბარებულ და დანატოვარს შორის?
რა იყო ნაცებამდე

რა დატოვეს ნაცებმა

რა იყო ნაცებამდე

რა დატოვეს ნაცებმა

რა იყო ნაცებამდე

რა დატოვეს ნაცებმა

რა იყო ნაცებმადე

რა დატოვეს ნაცებმა

უნდა გამოხვიდეთ, ყველა უნდა გამოხვიდეთ, ვინაიდან ეს მთავრობა ორღობეზე ჭორიკანა, სხვის აშენებულზე გაყოყოჩებული ნაძირალა, მოღალატე, მშიშარა, გაუმაძღარი და რაც ყველაზე ამაზრზენია, თავიდან ფეხებამდე მატყუარაა!
21 მარტს, ვისაც გული შეგტკივათ და ბოღმაზე წინ, საკუთარ სამშობლოს აყენებთ, გამოდით!
და საერთოდ, 9 წელი ასეთი იყო...



This post has been edited by DIDGORI-GEO on 8 Mar 2015, 14:13