ნუ კამათობთ

გასაგებად, კვალიფიციურად და მარტივად ახსნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა
2 რამეს მეც ავღნიშნავ:
1. უნამოსო ან უცოდინარი (ან ორივე) მატყუარაა ის ვინც ცუდ ეკონომიკურ ვითარებას მხოლოდ მთავრობას დააბრალებს და ისიც ვინც ამას მხოლოდ საგარეო ფაქტორებს დააბრელებს. ეს კომპლექსურად სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია - დოლარის გამყარება, რუსეთში და უკრაინაში შექმნილმა სიტუაციამ, სულელურმა სავიზო პოლიტიკამ, ხელისუფლებაში გაუნათლებელი ხალხის სიჭარბემ და სხვა. არც მიკვირს იმ ფონზე, რომ ეკონომიკის სამინისტროში 20%-იც არ არის ეკონომისტი და პარლამენტში ოცნების დეპუტატების 10%-იც არ არის ეკონომისტი.
2. 120 მილიონზე მეტი უნდა გამოეტანა ეროვნულ ბანკს დოლარიო რომ იძახით, ჯერ ეს რომ არ გამოეტანა უარესი სიტუაცია იქნებოდა, მეორეც გაცილებით მეტი რომ გამოეტანა ლარი გამყარდებოდა უმნიშვნელოდ - ეფექტი იქნებოდა მოკლევადიანი, სავალუტო რეზერვებს კი სერიოზული ზიანი მიადგებოდა.