ხო მაგრამ პოლიტიკურად რამდენად დაიშლება ეგაა საკითხავი... შეიძლება დაიწყოს არეულობები, სამოქალაქო ომი და ვინც გაიმარჯვებს ისევ ის გააერთიანებს რუსეთს.
იმისთვის რომ სახელმწიფო დაშალო, პირველ რიგში მისმა რეგიონმა უნდა გამოთქვას გამოყოფის სურვილი, რასაც ან რეფერენდუმი მოჰყვება, ან ომი, მერე იმას სხვა სახელმწიფოებმა უნდა დაუჭირონ მხარი და მერე გაერომ უნდა აღიაროს დამოუკიდებლად.
აი ეს მესამე ნაწილი არის საშიში. თუ გაერომ დავუშვათ კავკასიის და კიდევ სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება მოინდომა, რუსეთი უეჭველი რაღაც საშინელებას ჩაიდენს... ასე რომ სანამ რუსეთს დაშლი, მანამდე ეკონომიკურად უნდა მიჟიმო, მერე აგენტურა უნდა ამუშავო მაგრად, რომ დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ვერაფერი მოიმოქმედოს და ბოლოს აუბუნტო სეპარატისტები და აღიარო...
ჰა, რავარი იდეა ჩამოვაყალიბე?