არ ვიცნობ კარგად თემურ ხომერიკს.
მაგრამ ეს არის მისი ორგანიზაცია:
http://tdf.ge/ამ ორგანიზაციას ვებ-საიტიც კი არ ჰქონდა ნაციონალების ხელში და რა თანხები სად მიდიოდა, ვერც გაარკვევდი.
ახლა აშკარად დალაგებისკენ მიდის სიტუაცია, მედიაშიც ხშირად არის ეს კაცი და ლაპარაკობს თუ რას აკეთებენ.
ცხადია, მეც გაბერილი მეჩვენება მისი შტატები, არც 5-6 ათასლარიანი ხელფასები მიმაჩნია სწორად.
ისიც არის, რომ შარშანწინ ერთ-ერთი საკადრო კომისიის წევრი იყო და ყველაზე უკეთესი შთაბეჭდილება მან დამიტოვა - კითხვები მაინც დასვა და ა.შ.
ისიც ცხადია ჩემთვის, რომ ძველი კადრია, შეიძლება ქრთამისტიც იყო და ა.შ.
მაგრამ, აშკარად რომ უნდა საქმე გააკეთოს - ამაში დარწმუნებული ვარ.
იმასაც ვხედავ, რომ ურიგოდ არ უძღვება საქმეებს.
რაც შეეხება ალეკოს. ის ლამის იდეალური ოპოზიციაა ხალხისთვის. სწორ აქცენტებს აკეთებს, პრინციპულობას იჩენს, უკან არ იხევს, გარიგებებში არ შედის და ა.შ.
ამ ჩანაწერშიც აშკარად აჯობა ხომერიკს. განსაკუთრებით კი ის შეეშალა მას, კონტრაქტს შენ რომ გინდა იმას არ ჩავახუტებო რომ უთხრა.
კარგია ეს წინააღმდეგობა. მაგრამ ცუდია, რომ ამას კინკლაობის ფორმა აქვს. ან რა შუაშია, ვინ გცემს საკრებულოში პატივსო რომ ეკითხება? ალეკოსთვის მთავარია, ხალხი სცემდეს პატივს და ხალხის ინტერესები გაატაროს. სამწუხაროა, რომ ამას ჩინოვნიკები ვერ ხვდებიან. მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდებიან.
ჩემთვის ისიც გაუგებარია, რატომ თვლის ხომერიკი ალეკოს არაკომპეტენტურ ჟურნალისტად ან რას ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკაში დარჩა. ის საკრებულოს წევრია და მისი საქმე მენეჯმენტი სულაც არ არის. მისი საქმეა ხალხის ინტერესების დაცვა, რასაც, მგონი, რომ კარგად ართმევს თავს, რამდენადაც შეუძლია, რადგან მარტოა პრაქტიკულად.
ერთი სიტყვით, ამ ჩინოვნიკებს უნდა ვუთხრათ - მიხედეთ საქმეს, ჩვენი დაგიქირავეთ და ნუ გვაყვედრით, რომ 2 კაცის უფროსობა შეგიძლიათ და ვებ-საიტის კეთება, ტენდერების გამოცხადება, გამარჯვებულის გამოვლენა და ა.შ.
ვიმეორებ - წინა ხელისუფლების დროს მისი ორგანიზაცია აბსოლუტურად დახურული იყო და ვერაფერს ვერ გაარკვევდი...
* * *
ლლევ