+1
ბევრი რამ კარგი გაკეთდა მიშას დორს ამას არავინ არ უარყოფს და ბრმა უნდა იყო რომ ვერ დაინახო.მაგრამ ასევე ბრმა და ცივგულიანი უნდა იყო რომ არ დაინახო და თვალი დახუჭო იმაზე რა სიბოროტე და შიში სუფევდა ქვეყანაში.ქონების დაბრუნების სტრუქტურა ახლა ხან დაინერგა ჩვენ ჯერ კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ.
ასევე ბევრი სულელური ნაბიჯი აქვთ ამ მთავრობას,მაგრად ჭედავენ ზოგ საკითხებში ,ვერ ახდენენ სათანადოდ თავისი გაკეთებული საქმის წარმოჩენას საზოგადოებისთვის,მიშა ტყუილად კი არ ხსნიდა 3ჯერ ერთი და იგივე ქარხანას.თურმე საჭირო ყოფილა

მაგრამ მეორეს მხრივ ისიც დასანახი რაც კეთდება,ხო მართალია არა ისეთი ტემპით (თუმცა თბილისი რუსთავის გზაზე ბოლო კვირას ვინ გაირა,ამას ქვია სისწრაფე,მანამდე ცოტა ბუქსაობდნენ და ახლა მაგრად დაუქოქიათ),მაგრამ არც ნაციონალები გამოირჩეოდნენ კომპეტენციით პირველი წლები,ბევრი ხარვეზი იყო,ბევრი რამ არ იცოდნენ,უცხოელებს ქირაობდნენ რომ ესწავლებინათ,ახლა ამატმაც გერმანელებს მიმართეს ზოგ ეკონომიკურ პროექტზე,შვედეთთან გადიან პროგრამებს.
დრო უნდა დალაგებას.
მთავარია რომ ხალხმა შეიგნოს რომ პარტიები მოდიან და მიდიან და ქვეყანა რჩება და საქართველოს ნაირ ქვეყანას განვითარებისთვის მხოლოდ სიმშვიდე და სტაბილურობაა საჭირო...
* * *
An1ako