tre kronor
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 8816
წევრი No.: 9877
რეგისტრ.: 4-May 05
|
#44035554 · 14 Mar 2015, 23:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (SNYPI @ 14 Mar 2015, 13:35 ) | ამას წინათ გავხსენი თემა სადაც რუსეთის ბოდიშით და უკანალში ძვრებოდა ერთი მეუფე ამიტომ მინდა ეხლა ნორმალური მღვდლის პოზიციაზეც გავხსნა თემა, რადგან არიან, მცირე პროცენტით მაგრამ არიან, ცუდი ის არის რომ ეს დეკანოზი აფხაზეთიდან დევნილია და ის "რუსული მეგობრობა" თავის თავზე აქვს გადატანილი
ჩემთვის რუსეთის პატრიარქი კირილიც ოკუპანტია- ამის შესახებ დეკანოზ მიქაელ ასათიანმა ტაბულას გადაცემა „საუბარი რელიგიაზე“ სტუმრობისას გააკეთა. აფხაზეთიდან დევნილი დეკანოზი მიქაელ ასათიანი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მტერია, მისივე თქმით რუსეთის პატრიარქს შეუძლია ქართული სამღვდელოება ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუშვას, თუმცა ის ამას არ აკეთებს, სწორედ ამიტომ დეკანოზი განმარტავს, რომ მისთვის რუსეთის საპატრიარქოც ოკუპანტია
„ მე ვარ აფხაზეთიდან, ჩემი სახლ-კარი დანგრეულია, ჩემი ეზო განადგურებულია, ჩემი ეკლესია ილორის, სადაც მე მოვინათლე, დავდიოდი, და ბავშობა გამიტარებია მე იქ არ მიშვებენ. მამაჩემის საფლავი, ჩემი ნათესავების საფლავი აფზახეთშია, ქალაქ ოჩამჩირეში, მე იქ აღარ მიშვებენ. მთელი ქართველები გამოდევნეს აფხაზეთიდან, სასულიერო პირები გამოდევნეს, ილორის ეკლესია გადააკეთეს რუსულ ყაიდაზე და ამდენი ხნის განმავლობაში ოკუპირებულია აფხაზეთის ტერიტორია რუსების მიერ მე პირადად რუსებთან რიგით მოქალაქეებთან არავითარი პრობლება არა მაქვს, მე გამაჩნია პრობლემა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან. რუსეთის ხელისუფლება არის საქართველოს მტერი, აქედან გამომდინარე კირილი არის რუსი და კირილი არის რუსეთი საპატრიარქოს ხელმძღვანელი, მაგას შეუძლია ძალიან ადვილად, ქართული სამღვდელოება შეუშვას, აფხაზეთში და სამაჩაბლოში, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. ის ჩვენს წინაარმდეგ წავიდა. აქედან გამომდინარე როდესაც მე ჩემს სახლში არ მიშვებენ და ჩემი ტერიტორია ოკუპირებულია, რუსეთის საპატრიარქოც ოკუპანტია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ, მან მოახდინა აფხაზეთის ეკლესიის ოკუპაცია, იქ არიან რუსი სამღვდელოება და აქედან გამომდინარე ჩემთვის რუსეთის პატრიარქი კირილიც იგივე ოკუპანტია, მე მაგას ასე ვღებულობ და ეს ჩემი აზრია , და თუ სხვანაირად არის ალბათ მეტყვიან და აქედან გამოდმირაე მე მას მივიჩნევს რომ ის არ უნდა შემოვიდეს ქართველოში, მე მაგას როგორც უნდა ვემთხვიო ხელზე, როგორც ოკუპანტს , თუ როგორც ერთმორწმუნე პიროვნებას რომელიც მართმადიდებლობაზე თავს დებს და მე იქ არ მიშვებს. „-განაცხადა დეკანოზ მიქაელ ასათიანმა
http://pirveliradio.ge/?newsid=20143 |
_______________________________________________________________________
--------------------
ქართული ოცნება = რუსული ოცნება
|